რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე

რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე? რაზე და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე… ვლაპარაკობთ ქუჩაში ცეკვაზე, ღალატზე, ალკოჰოლზე, კიდევ მშობლებზე, საავადმყოფოს პალატაში მძინარე შვილის სუნთქვას რომ უსმენენ, უნცაურ სიყვარულზე, რომელიც ზოგჯერ სიკვდილსაც უთანაბრდება… და კიდევ ბევრ რამეზე… ვლაპარაკობთ წვრილმანებზე, რომლებიც ერთიანობაში სიყვარულს ქმნის – თავისი ბედნიერებით, ტკივილით და სხვა უამრავი – ზოგჯერ აღუწერელი – გრძნობით… ისეთით, მხოლოდ რაიმონდ კარვერი რომ გადმოსცემს სიტყვებით, გმირებით, მოთხრობებით… რაიმონდ კარვერი – კაცი განსაკუთრებული მზერით, რომელმაც თავად განიცადა ის ყველაფერი, რაზეც ლაპარაკობს…

P.S. “დიოგენეს” სერია “ამერიკელები” ორი გადასარევი კრებულით დასრულდა. 20 შესანიშნავი (ობიექტურად ასეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა თანაბრად არ მომწონებია – “ზარხუფი” და “დჰარმის მაწანწალები” უდავოდ ჩემს ფავორიტთა შორისაა) წიგნი წავიკითხეთ, ბევრი ისეთი მწერალი გავიცანით, რომელიც შესაძლოა უბრალოდ გამოგვრჩენოდა (მგონი, ჩემს ერთ-ერთ ფავორიტს ფილიპ როთსაც კი პირველად აქ შევხვდი)… თუმცა ამით არაფერი სრულდება. მათ კიდევ შევხვდებით (ისევ “დიოგენეს”, სხვა გამომცემლობების ან სულაც “დამოუკიდებელი წყაროების” დახმარებით)… მანამდე კი “დიოგენეს ბიბლიოთეკას” და “Et cetera”-ს მივხედოთ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: