დეტექტივი კალე ბლუმკვისტი

საზაფხულო საკითხავზე რომ მიდგება საქმე, პირველ რიგში ასტრიდ ლინდგრენი მახსენდება, განსაკუთრებით კი კუნძული სალტკროკა და ლიონებერგა. თუმცა რადგან ეს უკანასკნელნი შარშან გადავიკითხე, ამიტომ წელს დიდი პაუზის შემდეგ კალე ბლუმკვისტთან შეხვედრა გადავწყვიტე.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 23 წლის მოხუცი ვარ, თეთრი და ალისფერი ვარდების ომში ძველებური შემართებით ჩავერთე. სანამ დეტექტივი კალე ბლუმკვისტი პირველ საქმეს შეუდგებოდა, თავი ხომ უნდა შემექცია… თუმცა კრიმინალმაც არ დააყოვნა და ჰოი საოცრებავ – შვედეთის პატარა ქალაქში, რომელშიც დანაშაული წლების მანძილზე არ მომხდარა, ძვირფასეულობის ქურდები გამოჩდნენ. კალემაც ისეთი ოსტატობით ამოხსნა ეს თავსატეხი, ვითომ თვით პუარო ყოფილიყო და არა ევა-ლოტასა და ანდერსის თანატოლი…

ერთი წლის თავზე კალე ისევ წავიდა რისკზე და დიდებული მუმრიკის გადასარჩენად წასული ევა-ლოტა გადაარჩინა. ეს უკანასკნელი ხომ მკვლელობის მოწმე გახდა და კინაღამ თავადაც ჩაუვარდა ხელში მწვანე შარვალში გამოწყობილ ბოროტმოქმედს… თუმცა როცა ისეთი მეგობარი გყავს, როგორიც დიდი დეტექტივი კალე ბლუმკვისტია, არაფრის უნდა გეშინოდეს. ის ხომ ნამდვილი პროფესიონალია!

სულ ბოლოს კი კალე ბლუმკვისტსა და მის მეგობრებს ჩემთვის აქამდე უცნობი თავგადასავალი გადახდათ თავს. ამ ხათაბალაში თავად გაებნენ, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ – მათი ქალაქის სტუმრები – პროფესორი და მისი პატარა ვაჟი რასმუსი – გამტაცებელთა მსხვერპლნი გახდნენ. უდრეკმა თეთრმა ვარდებმაც დროებით დაივიწყეს გაცხარებული ომი და ჯაშუშად შეგზავნილი ევა-ლოტასა და სხვა შეპყრობილების გასათავისუფლებელი ოპერაციის დადეგმვა დაიწყეს…

P.S. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” კალე ბლუმკვისტის სრულ თავგადასავლებს გვთავაზობს. ასე რომ, არ მოგერიდოთ. მერე რა, თუ უკვე “მოხუცდით” 🙂

 

 

3 Comments (+add yours?)

  1. SopHia!
    აგვისტო 15, 2014 @ 22:16:57

    ვგუჟდები კალრ ბლუმკვისტის თავგადასავლებზე ♥ ეხლაც მახსოვს ის ემოციები,რაც კითხვის დროს განვიცადე მიუხედავად იმისა რომ ძალიან პატარარა ვუყავი როდესაც წავიკითხე.

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. ლალი
    ნოე 23, 2021 @ 10:47:25

    გილოცავთ გიორგობას.სად შემიძლია ეს წიგნი შევიძინო?

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ნოე 23, 2021 @ 17:13:18

      მეც გილოცავთ 🙂 ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში უნდა იყოს. სულაკაურის გამომცემლობის “მოსწავლის ბიბლიოთეკაშია”.

      Like

      პასუხი

დატოვე კომენტარი