100 ამბავი. 100 ფეხბურთელი

„მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“.(ბილ შენკლი)

ფეხბურთთან ჩემი დამოკიდებულება საიდუმლო არავისთვისაა. აწ უკვე 17 წელია აქტიური გულშემატკივარი ვარ და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და მილანის – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… ამიტომ ამ თემაზე დაწერილ წიგნს გვერდს ვერ ვუვლი. მეტი

ფეხბურთი და ლიტერატურა გურიაში

“შეიძლება შეიცვალო ცოლი, შეიცვალო სამსახური, ეროვნება და რელიგიაც კი. მაგრამ გუნდის შეცვლა არ შეიძლება.” – ელიზაბეტ ჯილბერტი – “ჭამე, ილოცე, შეიყვარე”

ლიტერატურა და ფეხბურთი ისეთი რამაა, ყველაზე მეტად რომ მიყვარს (ამ ორს კიდევ შემიძლია კინო, მუსიკა, მხატვრობა, ისტორია და გეოგრაფია დავუმატო, თუმცა ვერც ერთ მათგანში ისეთ ცოდნას ვერ დავიკვეხნი, როგორც მათში)… ალბათ იმიტომ, რომ “ფეხბურთს და ლიტერატურას ფიქრი უყვარს”… აბა თავად განსაჯეთ – ფიქრის გარეშე იწერება წიგნები ან თამაშდება საუკეთესო მატჩები? “იკითხება” ან “იყურება” ისინი? რა თქმა უნდა, არა. სწორედ “დაფიქრებით” მოთამაშეები რჩებიან ისტორიას, სხვები კი დავიწყებას მიეცებიან ხოლმე. ამიტომ გვახსოვს ყველას, ვინც მოვესწარით, შირერის აღმართული ხელი, ბექჰემის საფირმო საჯარიმოები, “შენელებული მოქმედების ბომბივით” ოუენი და რუნი, უბერებელი გიგზი და სხვები… ამიტომ იხსენებს გიორგი კეკელიძე ამდენი წლის შემდეგ გურიაში გატარებულ ბავშვობას საფეხბურთო კონტექსტში და ლიტერატურად გარდაქმნის წარსულს… განა ყველანი ასე არ ვართ? ყველანი ვინც ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ (სიფხიზლესა თუ “მოულოდნელ ჩაძინებაში”:))… დიახ, შეიძლება მისთვის ინგლისი და “მანჩესტერ იუნაიტედია” ის, რაც ჭირსა თუ ლხინში “მისია”, ჩემთვის ბრაზილია და “მილანი”, თქვენთვის სხვა გუნდები, მაგრამ არსი ხომ ერთია… ფეხბურთი მაინც რჩება იმ ფენომენად, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეზე მეტია. თითოეული მატჩი ერთი ცხოვრებაა, რომელიც ზოგისთვის გამარჯვებით სრულდება, ზოგისთვის კი – დამარცხებით. ცხოვრებაა, აბა რა არის? უნიჭიერესი ადამიანები ჭაობიდან ამოდიან და გმირები ხდებიან, ან კი ფუჭად ფლანგავენ საკუთარ ტალანტს, უსამართლობის ან ბედისწერის მსხვერპლნი ხდებიან… ჩვენ კი ვუყურებთ და მათთან ერთად გავდივართ კიდევ ერთი ცხოვრების გზას… ზუსტად ისე, როგორც წიგნის გმირებთან ერთად… იმიტომ, რომ ფეხბურთიც ხელოვნებაა… ჭეშმარიტი ხელოვნება… მეტი

45+45 წუთში ჩატეული ცხოვრება

„მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“.(ბილ შენკლი)

ჩემი თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ ლიტერატურას ეძღვნება, უკვე ბევრმა იცის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც სერიოზულ კონკურენციას უწევს წიგნებს. ეს არის ფეხბურთი, რომელიც თითქმის 16 წელია ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და “მილანის” – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… ამიტომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე “არტანუჯის” სტენდზე თვალომოკრულმა “მწვანე მოედანმა” მაშინვე მიმიზიდა და სანამ თან არ წამოვიღე, არც “გამიშვა”… მეტი

ორი ფესტივალი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 წელია იმართება. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ფესტივალი დაემატა სახელწოდებით “წიგნი და მუსიკა”. რამ გამოიწვია გამომცემლობების ორ ნაწილად გაყოფა და ზოგადად რა პრობლემებია საგამომცემლო ბიზნესში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂

“წიგნი და მუსიკა” ფილარმონიაში გაიმართა და, სიმართლე გითხრათ, რომ არა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, არც დავესწრებოდი. მათაც სულ რამდენიმე ჩემთვის სასიხარულო სიახლე ჰქონდათ: ჯონ გრინის “ალასკის ძიება” და “ჰარი პოტერის” ახალი ტირაჟი (თან ისეთი ლამაზი…). ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიულ ტყეს” რამდენიმე დღით დააგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ აკა მორჩილაძის ხუთივე “გამოტოვებული” წიგნი ახლა ჩემს თაროზეა 🙂 მეტი

ფეხბურთი მოედანს მიღმა

10395ჩემი თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ ლიტერატურას ეძღვნება, უკვე ბევრმა იცის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც სერიოზულ კონკურენციას უწევს წიგნებს. ეს არის ფეხბურთი, რომელიც თითქმის 13 წელია ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და მილანის – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… მაგრამ ფრანკლინ ფოერმა სულ სხვა კუთხით დამანახა ყველაფერი – მან მაჩვენა ფეხბურთი მოედანს მიღმა. მეტი

საფეხბურთო ოცნებები

“ბავშვობიდანვე მინდოდა, რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი და თუ ვინმემ ჩემსავით ეს ოცნება ვერ აისრულა, მისი მთავარი მატჩიც არ შედგა და გადამწყვეტი გოლიც ვერ გაიტანა, შეუძლია ჩათვალოს, რომ ეს წიგნიც სწორედ მისთვის დაიწერა”- ფეხბურთელობაზე არ მიოცნებია (უფრო სწორად, ვოცნებობდი, მაგრამ არასერიოზულ ასაკში :)), მაგრამ უკვე ათი წელია ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია და ეს წიგნიც სწორედ ჩემთვის დაიწერა…

მიუხედავად ასაკისა, ქართული ფეხბურთის სიმბოლო ყველასთვის 1981 წლის 13 მაისია. ამ დღეს აწ უკვე 31 წელია იმ იმედით ვხვდებით, რომ მომდევნო წელს კიდევ გვექნება საზეიმო თარიღი, მაგრამ…ჯერჯერობით არც მესხი ჩანს, არც ყიფიანი,…სამაგიეროდ, ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, როგორებიც არიან არშემდგარი ვარსკვლავი უმცროსი მესხი, იუმორით გამორჩეული შოთი და აჩი არველაძეები, თავდაუზოგავი ქეცბაია, უნიჭიერესი ქინქლაძე, მებრძოლი იაშვილი,… გუნდური თამაში არ გვეხერხებაო დათომ და ალბათ მართალიცაა. არც “სანტიაგო ბერნაბეუ” გვაქვს, არც “ატლეტიკის” გულშემატკივრებივით აქტიურად ვქომაგობთ საყვარელ გუნდს, თვით მარადონასაც კი არ ვხვდებით სათანადოდ და კანონის უზენაესობასაც არ ვცნობთ (ამ მხრივ არც იტალიას ულხინს). რომელ კანონზეა ლაპარაკი, როცა ფედერაციის პრეზიდენტის ვინაობას არჩევნები სულაც არ წყვეტს… მეტი