ფეხბურთი მოედანს მიღმა

10395ჩემი თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ ლიტერატურას ეძღვნება, უკვე ბევრმა იცის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც სერიოზულ კონკურენციას უწევს წიგნებს. ეს არის ფეხბურთი, რომელიც თითქმის 13 წელია ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და მილანის – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… მაგრამ ფრანკლინ ფოერმა სულ სხვა კუთხით დამანახა ყველაფერი – მან მაჩვენა ფეხბურთი მოედანს მიღმა.

მისტერ ფრანკლინმა ძალიან საინტერესოდ აღწერა ფეხბურთის ის მხარეები, რომლებზეც არასდროს მიფიქრია – ხულიგნობა ეთნიკური, რელიგიური და რასისტული ნიშნით, თუმცა ჩემი ყურადღება ჩემივე საფეხბურთო გემოვნების გამო ორმა თემამ მიიქცია – ბრაზილიურ და იტალიურ ფეხბურთში დასადგურებულმა არეულობამ.

პელე ჩემთვის მხოლოდ საქვეყნოდ აღიარებული ლეგენდაა (ფეხბურთელი თეატრის მსახიობივითაა – თუ “საქმეში” არ ნახე, გადმოცემით ვერ შეიყვარებ). მისი საუკეთესო გოლების ჩანაწერებიც კი არ არის შემორჩენილი… სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცოდი, თუ ბატონი ედსონი ასე აქტიურად იყო ჩართული ბრაზილიური ფეხბურთის განვითარებაში, უფრო სწორად კი, მის ხსნაში მაფიოზური დაჯგუფებებისგან. ბრაზილია რომ კრიმინალური ქვეყანაა, ცნობილი ფაქტია და ფეხბურთის მოყვარულები იმასაც თვალნათლივ ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის ვარსკვლავები (ევროპელებზე ბევრად შთამბეჭდავნი რომ არიან) ევროპისკენ ილტვიან და მხოლოდ ევროპულ გრანდებში მოხვედრით იხვეჭენ სახელსაც და სიმდიდრესაც… მაგრამ ფოერის მონათხრობმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვინ იცის, იქნებ “სუფთა” გარემოში ბრაზილიის ჩემპიონატის თამაშები ჩემპიონთა ლიგაზე უფრო საინტერესოც კი ყოფილიყო…

რაც შეეხება იტალიურ ფეხბურთს, ამ საქმეში უფრო გარკვეული ვარ. ბერლუსკონის “ხრიკები” “მილანთან” მიმართებაში საფეხბურთო სამყაროს მიღმაც ბევრმა იცის. აი, “იუვენტუსის” “ბოსების” ამბავი კი ფოერისგან შევიტყვე. “ბებერი ქალბატონისა” და მსაჯების “მეგობრობას” დღემდე ვადევნებთ თვალს და როგორც იქნა გავიგე, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. მიუხედავად იმისა, რომ “როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო” წლების წინ გამოვიდა (თავად ფოერიც ხომ წერს, რომ მილანელოს ჩემპიონთა ლიგის 2003 წლის ფინალის შემდეგ ესტუმრა), “ფიატის” “მამები” პოზიციებს არ თმობენ (მსაჯების მოსყიდვასა და გარიგებულ თამაშებს სასარგებლო ნაბიჯებიც ემატება – ბუფონისა და დელ პიეროს მრავალწლიან კონტრაქტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სულ ახლახანს სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და “იუვემ” ისევ არ დათმო ტევესი, პირლო, პოგბა და ვიდალი). სამაგიეროდ, ბერლუსკონი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ “მოეშვა”. მაფიოზურ გარიგებებს არავინ ითხოვს, მაგრამ სან-სიროს გავსებაც კი პრობლემა ხდება (ასეთი ტრანსფერებით გაყიდული ბილეთებიც კი მებევრება)… თუმცა ვინ იცის, იქნებ სილვიოს თავისი გეგმა აქვს (კლუბის გაყიდვას გულისფანცქალით ველით)… ფოერი ამაზე, რა თქმა უნდა, დუმს. 2003 წლის შემდეგ “მილანმა” ბევრი ტიტული მოიგო და ბევრიც დათმო. ფეხბურთშიც ბევრი რამ შეიცვალა (მაგალითად, წიგნში ხსენებული “ბარსელონა” და “ჩელსი” ყველა ტურნირის ფავორიტები არიან), ბევრი პრობლემა ისევ არსებობს (თუნდაც მსაჯების, რასიზმის)… მგონი, დროა მისტერ ფრანკლინმა ახალ წიგნზე იფიქროს 🙂

P.S. თუ ფეხბურთი ჩემსავით გიყვართ, მაშინ ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. ბოლო-ბოლო ავტორი ჩვენი ძველი ნაცნობის – ჯონათან საფრან ფოერის – ძმა გახლავთ 🙂

P.P.S. რჩევისთვის დიდი მადლობა მეზობელი ბლოგის ავტორს 🙂

19 Comments (+add yours?)

  1. RockerMeloman
    Feb 21, 2015 @ 01:16:04

    რა ჭკვიანური ნაბიჯია შენი მხრიდან ბრაზილია–იტალიაზე აქცენტის გაკეთება, მე ყველაფრის თქმა მინდოდა და დღემდე დრაფტებში აგდია პოსტი მაგის გამო 😀

    მართლაც მშვენიერი წიგნია, ისეთ დროს უნდა წაიკითხო, ფეხბურთი რომ გენატრება და შესვენებაა – ზაფხულში ალბათ უფრო 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Feb 21, 2015 @ 20:33:34

      ისედაც გამიგრძელდა სიტყვა. ფეხბურთს+ლიტერატურა ულევი წყაროა 😀

      წელს გვექნება მძიმე ზაფხული – მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს შორის 🙂 მაგრამ ვეღარ მოვითმინე 🙂

      Liked by 1 person

      Reply

  2. LA MAGA DE RAYUELA
    Feb 21, 2015 @ 11:46:22

    აზიური ფეხბურთი საერთოდ არ იყო ნახსენები და ცოტა მეწყინა, წოგნს მხოლოდ ამას დავუწუნებდი 🙂
    საფრან ფოერის ძმა თუ იყო არ ვიცოდი..გამიკვირდა ^^

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Feb 21, 2015 @ 20:37:45

      აზიურ ფეხბუთზე ისეთები მსმენია, ფოერი ცოცხალი თუ გადაურჩებოდა კვლევას, მინიმუმ მარტინს გაასწრებდა წიგნების მოცულობით 😀

      ტრადიციულად ჯერ მწერლის ბიოგრაფია მოვიძიე. მესამე “კალმოსანი” ძმაც ჰყოლიათ 🙂

      Liked by 1 person

      Reply

  3. აკო
    Mar 02, 2015 @ 13:37:18

    ხსენებული წიგნი ქართულად არის? სხვა ენაზე ვერ გავიგებ მთელ წიგნს 😦

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 02, 2015 @ 18:55:13

      სამწუხაროდ, არა. ყოველ შემთხვევაში არც შემხვედრია და არც გამომცემლობების გვერდებზე იძებნება.

      Like

      Reply

    • RockerMeloman
      May 01, 2015 @ 18:05:36

      “როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო” არის ქართულად კაცო, რადარამის გამომცემლობის წიგნია, 2 ლარი ღირს და იშოვება ბიბლუსებში

      Like

      Reply

      • Kejeradze
        May 01, 2015 @ 20:38:54

        მშვენიერია 🙂 ფასი ხომ მთლად გადასარევი 😀 რა ხანია კარგი წიგნი ასე იაფი აღარ ყოფილა (ყოველ შემთხვევაში, რაც კრიზისი დაიწყო)…

        Liked by 1 person

        Reply

        • RockerMeloman
          May 01, 2015 @ 21:48:16

          ეგ გამომცემლობა მოიძიე ნათ, თითქმის ყველა ბიბლუსშია პრინციპში. ყველა წიგნი ორ ლარად აქვთ და ზოგი წიგნი მართლა ძალიან კარგი აქვთ (დანარჩენები ჯერ არ წამიკითხავს :დ)

          Like

          Reply

          • Kejeradze
            May 01, 2015 @ 21:52:29

            გადავხედე facebook-ზე. საინტერესო რაღაცები აქვთ, მაგრამ ამ უდროობაში იმდენი წიგნი დამიგროვდა წასაკითხი, რომლით დავიწყო აღარ ვიცი. ჯერ მარტო ბათუმელების “ფანტასტიკები” რად ღირს :)))

            Like

            Reply

            • RockerMeloman
              May 01, 2015 @ 21:55:00

              მე საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვკითხულობ :დ სათანადოდ უნიში რასაც მავალებენ იმათაც ვერ ვასწრებ უკვე, ისეთი ტემპით გვიმატებენ საკითხავს :დ

              Liked by 1 person

              Reply

  4. Trackback: შინდლერის კიდობანი | კეჟერაძის ბლოგი
  5. Trackback: აკა ფეხბურთზე | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: