2011 წლის ბოლო მოგზაურობა

წლის ბოლო მოგზაურობა ისევ პეტერბურგია, მეგზური კი – ისევ და ისევ  ფიოდორი. სათაურიდან გამომდინარე რევოლუციონერებთან შეხვედრას ველოდი, მაგრამ სულ სხვა რამ დამხვდა – მონოლოგი ადამიანისა, რომელმაც თავად აირჩია სულიერი იატაკქვეშეთი და თითქოს სიამოვნებასაც კი იღებს მარტოობისგან. როგორც თავად ავტორი ამბობდა, ეს ერთი ადამიანი არ არის – ის მთელი რუსეთის სახეა. XIX საუკუნეში ყველა გადაეჩვია ცხოვრებას, იმდენად გადაეჩვია, რომ მისდამი ზიზღსაც კი გრძნობდა. ცივილიზაციამ ადამიანები კი არ გააკეთილშობილა, არამედ პირიქით. ადრე სისხლისღვრაში სამართლიანობას ხედავდნენ და დამშვიდებული სინდისით ანადგურებდნენ სხვებს. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა აღიარებს სისხლისღვრის საზიზღრობას, მაინც არავინ ამბობს მასზე უარს. ასეთია “ბროლის სასახლე”, მაგრამ ასეთ სამყაროშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ, რომ ორჯერ ორი ოთხია. სწორედ ასეთია იატაკქვეშეთში გამომწყვდეული კაცი. ის საოცრად არის შეყვარებული თავის თავზე და ამავე დროს სიამოვნებს დამცირებული ადამიანის მდგომარეობაში ყოფნა. რომ შეეძლოს კიდეც რამის შეცვლა, ალბათ არ მოინდომებდა, რადგან სხვანაირად ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმოუდგენია. მისთვის ცხოვრება ფუჭი ოცნება და საკუთარი თავის ტანჯვაა. ის ვერასდროს შეეგუება საზოგადოებას, რადგან ის “ერთია, ისინი კი – ყველანი!”

ეს ნაწარმოები ნამდვილად არ გამოდგებოდა საახალწლო განწყობის შესაქმნელად, რაც ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს. ფიოდორი მხიარულებას და ე.წ. ჰეფი-ენდებს არასდროს გვთავაზობს, მაგრამ ჩემთვის ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი მწერალია. რაც შეეხება საახალწლო განწყობას, მასზე ტრადიციულად ო’ჰენრი იზრუნებს : ) დელა და ჯეიმსი ისევ სიყვარულით მოუმზადებენ ერთმანეთს საშობაო საჩუქარს, ლიტერატურული მოგზაურობები კი ჩვეულებისამებრ გაგრძელდება აწ უკვე 2012 წელს. 2011-მა არც თუ ურიგოდ ჩაიარა (როგორც ლიტერატურულად, ისე ზოგადად) და იმედია მომდევნო წელი კიდევ უფრო მეტი სიახლის მომტანი იქნება (ასევე როგორც ლიტერატურულად, ისე ზოგადად) : ) გილოცავთ ახალ წელს! : )

20 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    დეკ 30, 2011 @ 20:03:21

    დოსტოევსკის თავისი დრო აქვს.

    შენც გილოცავ ახალი წელს 🙂 წარმატებულ 2012-ს გისურვებ.

    Like

    პასუხი

  2. »♥» ana «♥«
    დეკ 31, 2011 @ 10:50:11

    ნამდვილად მთლიანი რუსეთის სახე გამოდის ეგ ადამიანი,საერთოდ ცივი ერთია (ჩემი მოკრძალებული აზრი).ნუ ცივში იმას ვგულისხმობ,რომ მარტოობის მოყვარული ხალხია..
    🙂 ასევე,მომილოცავს ახალი წელი! წარატებულ წელიწადს გისურვებ!

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 31, 2011 @ 11:03:01

      ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე გვეუცნაურება ალბათ ჩრდილოელების “სიცივე” … დიდი მადლობა 🙂

      Like

      პასუხი

  3. tsotnee
    დეკ 31, 2011 @ 18:41:42

    საინტერესოა. გილოცავ დამდეგს და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ! 🙂 🙂 🙂

    Like

    პასუხი

  4. glamtaia
    იან 03, 2012 @ 10:44:19

    შნც გილოცავ 🙂 მრავალს დაესწარი 🙂

    Like

    პასუხი

  5. ვივიენ
    იან 11, 2012 @ 08:24:44

    გილოცავ ახალ წელს.

    Like

    პასუხი

  6. რუსუდანი
    მარ 23, 2012 @ 19:41:06

    მეც მიყვარს დოსტოევსკი და არ მეჩვენება ცივად. ახლა ,,ძმებ კარამაზოვებს” ვკითხულობ. უფრო შერეკილები არიან მისი გმირები, საინტერესოდ და სხვადასხვანაირად შერეკილები.

    Like

    პასუხი

  7. რუსუდანი
    მარ 28, 2012 @ 13:34:21

    მე ,,იდიოტიც” მიყვარს, ძალზე რომანტიკულია. თავადი მიშკინი — საყვარელი, კეთილშობილების განსახიერება.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მარ 28, 2012 @ 16:36:43

      მოკლედ რომ ვთქვა, ზოგადად ფიოდორი მიყვარს – თავისი კარამაზოვებით, მიშკინით, რასკოლნიკოვით, ფომა ფომიჩით (ეს რა შესაყვარებელია, მაგრამ მაინც : ) ), შატოვით, … ჩემთვის იდეალური მწერალია…

      Like

      პასუხი

  8. რუსუდანი
    მარ 29, 2012 @ 14:42:10

    გეთანხმები, ნამდვილად ვერ იქნები გულგრილი!

    Like

    პასუხი

  9. keti
    ოქტ 07, 2012 @ 13:55:33

    დოსტოევსკი სულისა და გულის მწერალია…

    Like

    პასუხი

  10. Trackback: ისევ ფიოდორი… « კეჟერაძის ბლოგი
  11. Ф. М. Д.
    იან 23, 2014 @ 17:41:17

    ეს ჩემი საყვარელი წიგნებიდან ნომერ პირველია! დოსტოევსკი კი უპირველესი მწერალი ჩემს გემოვნებაში

    Like

    პასუხი

  12. Dalier
    მაისი 16, 2015 @ 18:54:28

    დოსტოევკის ნაწარმოებებში თემა საკამათო ალბათ მაინც ეს არის – http://www.qwelly.com/group/literature/forum/topics/inquisition

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი