თეთრი სპილოს მსგავსი მთები

თეთრი სპილო… რას გეუბნებათ ეს სიტყვათა შეთანხმება? ალბათ განსაკუთრებულს არაფერს, რადგან ქართულ ენაში ასეთი ფრაზეოლოგიზმი არ არსებობს. აი ინგლისურში კი ის ნიშნავს ძვირფას საჩუქარს, რომელიც მფლობელს მძიმე ტვირთად აწვება. ზუსტად ასეთ საჩუქარზე საუბრობენ ქალი და მამაკაცი ერნესტ ჰემინგუეის პატარა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, სიანმდვილეში კი ძალიან მნიშვნელოვან მოთხრობაში… საუბრობენ ბუნდოვნად და მხოლოდ მოგვიანებით ვხვდებით, რომ მოთხრობა გლობალურ პრობლემას ეხება და წყვილის დიალოგი რეალურად მთელს მსოფლიოს სწვდება… მსოფლიოს, რომელმაც განვითარებასთან ერთად ვერ გადაწყვიტა აბორტის საკითხი, ვერ შეჯერდა იმაზე, თუ რა არის ეს – სიცოცხლის მოსპობა, დედის ნებაყოფლობითი არჩევანი, რომ უარი თქვას ძვირფას საჩუქარზე და მძიმე ტვირთივით მოიშოროს ის, თუ მამის ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგი… პასუხს ვერც ერნესტი გვცემს, რადგან ის არ არსებობს, თუმცა აკეთებს მთავარს – კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ამაზე…

P.S. პირველად ამ მოთხრობას მე-12 კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში გადავაწყდი. თავად იმ წიგნს სასწავლო დანიშნულება ნაკლებად ჰქონდა, თუმცა რამდენიმე ასეთ საინტერესო მოთხრობას თუ ნაწყვეტს აერთიანებდა, რაც თავისთავად მისასალმებელია. არა ამ ფორმით, მაგრამ თარგმანების ჩართვა სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, თუმცა ნამდვილი მასწავლებლები მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად ალბათ ისედაც ახერხებენ ლიტერატურისთვის სათანადო ყურადღების მიქცევას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: