დოსტოევსკი და და ვინჩი ფროიდის თვალით

ზიგმუნდ ფროიდის შესახებ ალბათ ყველას სმენია, თუმცა მისი ნაშრომების გაცნობა მარტივი საქმე არ გახლავთ. კარლ გუსტავ იუნგის მსგავსად, ისიც ფსიქოანალიზის სიღრმეებში გვეპატიჟება და ხშირად საკამათო იდეებს გვთავაზობს (ოღონდ ერთ ცნობილ ადამიანს ნუ მივბაძავთ და ნუ გავაკრიტიკებთ))), მათ შორის ჩვენთვის ძალიან საინტერესო ადამიანების შესახებ.

ფროიდი განიხილავს დოსტოევსკისა და და ვინჩის შინაგან სამყაროსაც. ძირითადად ის მათ თითო ნაწარმოებს უტრიალებს (“ძმები კარამაზოვები” და “მადონა და ყრმა წმინდა ანასთან ერთად”), თუმცა რადგან მისი მთავარი ობიექტი მაინც ფიოდორისა და ლეონარდოს ფსიქიკაა, თამამად შეგვიძლია ეს მსჯელობა მთელს მათ შემოქმედებას მოვარგოთ. არ ვიცი, რამდენად დაეთანხმებით ბატონ ზიგმუნდს და წიგნებსა ( დოსტოევსკის ეპილეფსიასაც კი) და ტილოებს ბავშვობიდან გამოყოლილ ოიდიპოსის კომპლექსს “დააბრალებთ”, თუმცა იმას კი ნამდვილად აღიარებთ, რომ საყვარელი მწერლისა და მხატვრის სულში “ჩახედვა”, თუნდაც სხვისი თვალით, ძალიან, ძალიან საინტერესოა…

P.S. წიგნში ფროიდის სხვა შრომებიცაა. მე იმ ორზე გავამახვილე ყურადღება, რომლებიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. დანარჩენი თავად ნახეთ “დიოგენეს” სერია “Et cetera”-ში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: