ვინ თქვა, რომ ზღაპრები მხოლოდ პატარებმა უნდა იკითხონ?მე თუ მკითხავთ, საბავშვოდ მიჩნეული ამბების უმეტესობა სწორედ დიდებმა უნდა ვიკითხოთ და ამ ისტორიებიდან სათანადო დასკვნებიც უნდა გამოვიტანოთ. მაგალითად, როგორც ერნსტ თეოდორ ჰოფმანის წიგნის შემთხვევაშია…
ჰერ ერნსტმა თავისი წიგნი ეპოქისა და ჟანრის შესაფერის სტილში დაწერა, რაც დღეს შეიძლება ცოტათი მოძველებულად მოგეჩვენოთ, თუმცა თემა რომ მარად აქტუალურია, პირველივე გვერდებიდანვე მიხვდებით (ტყუილად ხომ არ ადარებენ ცახესს სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის დღეს ჩვენს მეზობლად “გამეფებულ” “ბოროტ ჯუჯას”). დასაწყისი ნაკლებად ჰგავს ზღაპარს – მერე რა, თუ ფერიას პატარა ჯუჯა ეცოდება და “კეთილ” ჯადოს უკეთებს. მერე ის ჯუჯა ისეთ საქმეებს დაატრიალებს, რომ მხოლოდ ერთ ფიქრს გაგიჩენთ – რა ბედნიერებაა, რომ პატარა ცახესის გვერდით არ ცხოვრობთ, თორემ რა გეშველებოდათ. მთელს თქვენს მიღწევებს (თუნდაც უმნიშვნელოს) ის მიითვისებდა და თქვენ არაფრით დარჩებოდით. და რა მოხდებოდა შემდეგ? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ. სწორედ ამიტომ დაწერა ერნსტ თეოდორ ჰოფმანმა ეს ზღაპარი დიდებისთვის და სწორედ ამიტომ შექმნა ასეთი საინტერესო გმირი – პატარა ცახესი ცინობერად წოდებული…
აგვისტო 05, 2016 @ 21:04:07
რაღა მეზობლად ^^
LikeLiked by 1 person