სტუმრად ჰანიბალთან

ჰანიბალ ლექტერს ალბათ იცნობთ. მისი სახელის გაგონებისას თვალწინ ან ენტონი ჰოპკინსის სახე დაგიდგებათ, ან მეს მიკელსენისა (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გასპარ ულიელისაც)… და კიდევ სისხლი…ძალიან ბევრი სისხლი… აი ის კი შეიძლება არც იცოდეთ, რომ ეს ფრიად კოლორიტული და დაუვიწყარი პიროვნება ჯერ თომას ჰარისმა შექმნა და მხოლოდ შემდეგ იქცა კინომოყვარულთათვის საინტერესო გმირად.

hannibalპირველად ცნობილი ფსიქიატრისა და სერიული მკვლელის სახელი 1981 წელს გამოჩნდა წიგნში “წითელი დრაკონი”. მიუხედავად იმისა, რომ აქ და 1988 წელს გამოცემულ უფრო ცნობილ წიგნში “კრავთა დუმილი” მთავარი დამნაშავეებიცა და მათზე “მონადირეებიც” სულ სხვა პიროვნებები არიან, რეალურად თომას ჰარისი სწორედ ჰანიბალ ლექტერთან სტუმრობისკენ გვიბიძგებს. რომ არა დოქტორი ლექტერი, არ იარსებებდა არც ეს ორი წიგნი, არც 1999 და 2006 წლებში გამოსული გაგრძელებები (რომლებშიც ჰანიბალს მეტი ადგილი ეთმობა, თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, პირველ ორ ნაწილს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან) და არც ეკრანიზაციები (მათ შორის ცნობილი სერიალიც, რომელიც ზუსტად არ მიჰყვება პირველწყაროს, თუმცა ეს ნაკლზე მეტად ღირსება მგონია).

ჰანიბალ ლექტერის ფსიქოლოგია იმდენად საინტერესოა, რომ თამამად შეგვიძლიაhannibal_tv_series_will_graham_mads_mikkelsen_dr_hannibal_lecter_93646_720x1280 მასთან “სტუმრობა” ფსიქიატრთათვის აუცილებლად მივიჩნიოთ. თუ “დრაკონისა” და “ბილის” ფსიქიკა სრულად იხსნება ჩვენს წინაშე, ექიმი-კანიბალის შინაგანი ბუნება ბოლომდე ამოუხსნელად რჩება. მას ვერც უილ გრემი (ზოგიერთ თარგმანში – გრეჰემი) უგებს ბოლომდე და ვერც კლარის სტარლინგი (თუმცა კი საპირისპირო ჰგონია). ვერც ჩვენ… “ჰანიბალი: აღზევება” თითქოს სწორედ იმიტომ დაიწერა, რომ ჰანიბალ ლექტერის “გაკანიბალების” საფუძველი საკუთარი თვალით გვენახა, “ჰანიბალი” კი მისი ზრდასრული (თავისუფალი) ცხოვრების ჩვენთვის ჩვენებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ჰანიბალ ლექტერი ბოლომდე მაინც ვერ შევიცანით…

ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ვესტუმროთ ჰანიბალ ლექტერს, მაქსიმალურად ახლოს გავიცნოთ და შემდეგ საკუთარ თავს დავაკვირდეთ – იქნებ უილის მსგავსად ჩვენც გვაქვს ბევრი საერთო მასთან? იქნებ კლარისივით ჩვენშიც ბღავიან კრავები?

P.S. ქართულად ჯერჯერობით მხოლოდ “კრავთა დუმილი” გვაქვს, თუმცა იმედია “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” ამაზე არ შეჩერდება და სერია “13”-ს სხვა ნაწილებითაც გაამდიდრებს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: