კოსმოსური ოდისეა 2001

shop_product_image_145041ლიტერატურის მოყვარულებს ეკრანიზაციების გაკრიტიკება გვიყვარს. სულ იმას ვამბობთ, რომ ფილმი წიგნთან ახლოსაც ვერ მივა და რომ თითქმის ყოველთვის უბრალოდ “აფუჭებს” მას. ვერ გეტყვით, რომ ამ მოსაზრებებს სრულიად არ ვეთანხმები, თუმცა ბევრი ნამდვილად კარგი (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) ეკრანიზაციაც მინახავს… ფილმის “გაწიგნება” კი აქამდე არ მენახა…

1968 წელს სტენლი კუბრიკმა და არტურ კლარკმა ერთად დაიწყეს მუშაობა სცენარზე ფილმისთვის “კოსმოსური ოდისეა 2001”. ამ ორი დიდებული ადამიანის ტანდემი, რა თქმა უნდა, გენიალური გამოვიდა და ფილმმა, რომელიც იმ დროისთვის მართლაც შესაშური ეფექტებით გამოირჩეოდა, დიდი წარმატება მოუტანა მწერალსა და რეჟისორს… იმდენად დიდი, რომ არტურ კლარკმა პატარა მოთხრობების საფუძველზე შექმნილი სცენარი რომანად გადააკეთა და შემდეგ გაგრძელებებიც კი დაწერა…

ფილმი, ისევე როგორც წიგნი, უცნაური მონოლითისა და კაცობრიობის შეხვედრებზე გვიამბობს. პირველად ეს ცივილიზაციის საწყისებთან მოხდა, შემდეგ კოსმოსის ათვისების პირველ ეტაპზე, ბოლოს კი მის საძებნელად იუპიტერის მიმართულებით სპეციალური ექსპედიცია გაემგზავრა. თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ თუ პირადად გაიცნობთ მთვარის შემყურეს, დეივს, მოულოდნელად მწყობრიდან გამოსულ კომპიუტერ Hal-ს, მაშინ აუცილებლად დარწმუნდებით, რომ არტურ კლარკის ეს ნაწარმოები თამამად შეგვიძლია ჟანრის კლასიკად მივიჩნიოთ. აქ აღწერილი “გონიერი” კოსმოსი, სუპერკომპიუტერი, საოცრად აღჭურვილი ხომალდები, კოსმონავტები და სხვა მრავალი რამ, რაც თავად უნდა ნახოთ, იმდენად ოსტატურადაა დახატული, რომ კოსმოსურ ოდისეას ვერასდროს დაივიწყებთ… ერთი მოგზაურობა ყველაფერს შეცვლის…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ნაწილია… მე კი გაგრძელებების გამოსვლამდე კლარკისა და ჰაინლაინის მოთხრობებს მივხედავ 🙂

8 Comments (+add yours?)

  1. Ercke Mydass
    აგვისტო 03, 2015 @ 10:03:22

    მაინც ისე წერ, მხოლოდ ამბავს და არ წერ იმას როგორ იმოქმედა წიგნმა შენზე. ვფიქრობ ეს უფრო მიიყვანს წიგნამდე მკითხველს და მხოლოდ ამბავს ინტერნეტშიც მოიძიებენ ან რაზეა წიგნი იმასაც. 🙂
    ცუდად არ გამიგო, პოსტები საინტერესო და მალე ჩაკითხვადია, მაგრამ აი შენი ემოციები აკლია, რაც უკეთესს გახდიდა ალბათ შენს პოსტს ❤
    მადლობა ყურადღებისთვის.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 03, 2015 @ 14:54:54

      არაფრის 😀 გრძელი პოსტების არც კითხვა მიყვარს და არც წერა. ასე რომ, თავში რამდენიმე წინადადება შინაარსზე (მთავარი რაღაცების გამოკლებით), ბოლოში ჩემი აზრი (თუ არ მომეწონა, ძალიან “ფრთხილი”) ძალიან მოკლედ და სულ ბოლოს სად შეიძლება წიგნის მოძიება. ამის გარეშე ბევრი შეტყობინება მხვდება კითხვებით და წინასწარ თადარიგის დაჭერა აჯობებს 😀

      Like

      პასუხი

      • Ercke Mydass
        აგვისტო 03, 2015 @ 15:29:16

        მე მირჩევნია ამომწურავი იყოს თუნდაც იმაზე ნაკლები ნახვა ჰქონდეს ჩემს პოსტებს ვიდრე შენს პატარა პოსტებს :დ მოიცა და აქ სად იყო შენი აზრი? 😀 მე რა წიგნიც არ მომწონს იმაზე მომკალი და ვერ ვწერ. აი რაც მომწონს კი ემოციების გარეშე არ ვუშვებ :დ

        Like

        პასუხი

        • Kejeradze
          აგვისტო 03, 2015 @ 15:37:54

          სად და ბოლოსკენ. ძველი მარკეტოლოგი ვარ და მეტყობა ალბათ. რეკლამის სტილში გამომდის 😀 ზოგადად მთავარია ისეთი პოსტები წერო, როგორის წაკითხვაც თავად გსიამოვნებს. მგონი, ასეც იქცევი და უკვე კარგია :))

          Like

          პასუხი

          • Ercke Mydass
            აგვისტო 03, 2015 @ 17:15:44

            კიი ზუსტად :დ შენი ბლოგი მომწონს, მაგრამ თან უკმაყოფილოც ვარ ხოლმე და გაწბილებული ვრჩები მაინც იმით, რომ ცოტას წერ. :დ რა თქმა უნდა ბევრს კითხვა ეზარება და ცოტა ურჩევნია წაიკითხოს, მაგრამ მე პირიქით ❤ :დდ მარა მაინც შენთან ვარ :დდდ ❤

            Like

            პასუხი

  2. Trackback: ფანტასტიკური ამბები | კეჟერაძის ბლოგი
  3. Trackback: კოსმოსური ოდისეა – გაგრძელება | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი