ამბერის ქრონიკები

61996კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამბერში! თავს ცოტა უცნაურად გრძნობთ? არ შეგეშინდეთ! კარლ კორიც დაახლოებით ასე გრძნობდა თავს, როდესაც საავადმყოფოში გაახილა თვალი და მიხვდა, რომ არაფერი ახსოვდა. თითქოს საქმე უბრალო ოჯახურ დაპირისპირებასთან უნდა გვქონოდა, მაგრამ როჯერ ზელაზნის სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონია – ნუ იტყვით და თურმე დედამიწა მხოლოდ სამყაროს ერთ-ერთი ანარეკლი ყოფილა, კარლ კორი კი – ამბერის პრინცი კორვინი. სწორედ ის გვიამბობს სხვა პრინცებთან შუღლის, ავალონის თოფების, მარტორქის ნიშნის, ობერონის (ეს უკანასკნელი კორვინისა და სხვა პრინცებისა და პრინცესების მამა გახლავთ) ხელისა და ქაოსის კარის ამბავს…

კორვინის ხუთწიგნეულს მერლინის ხუთწიგნეული მოსდევს. მერლ კორად11188445_847012232050958_298468288782834552_n წოდებული მერლინი კორვინისა და “ქაოსელი”დარას შვილი გახლავთ და ასეთი წარმოშობის ადამიანს, რა თქმა უნდა, უამრავი ხიფათი ელის – ის ხომ ერთდროულად ლაბირინთისა და ლოგრუსის მემკვიდრეა… ის არის ანარეკლების რაინდიც, ქაოსის პრინციც… მას აქვს ამბერის სისხლი, განგების კარტები… მხოლოდ მისთვის ჩნდება ქაოსის ნიშანი…

ამბერის ქრონიკების ორივე “მხარეში” უამრავი საინტერესო ამბავი და პერსონაჟია. სამყაროც საოცარი ოსტატობითაა გამოძერწილი (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა). დღეს ჩემთვის ზელაზნის ამბერი ტოლკინის შუამიწეთის, როულინგის “ჰოგვორტსული” ინგლისის, მარტინის ვესტეროსისა და სხვა გამოგონილ სამყაროთა გვერდით დგას (თუმცა შედარება უადგილო მგონია)… ბატონი როჯერი ნამდვილად დიდებული ფანტასტია!

P.S. მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ხუთი თვეა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი ლიტერატურული წელი შედგა. დიდი ხნის წინ დასახული გეგმა (რომელიც სულ “უკან იხევდა”) შესრულებულია – ჯორჯ მარტინისა და როჯერ ზელაზნის სერიები წაკითხულია 🙂 თქვენ კი, თუ ჯერ არ ყოფილხართ ამბერში, აუცილებლად ეწვიეთ ამ ჯადოსნურ მხარეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემლობამ სულ ცოტა ხნის წინ კორვინის ხუთწიგნეულს მერლინის ხუთწიგნეულიც მიამატა.

13 Comments (+add yours?)

  1. Ercke Mydass
    Jul 24, 2015 @ 22:37:09

    საინტერესოა და ვიყიდდი სხვა გეგმები, რომ არ მქონდეს კითხვასთან დაკავშირებით. ❤

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jul 25, 2015 @ 11:34:53

      გეგმები არ გამახსენო :)) რამდენი ხანია მინდა ამბერის წაკითხვა და ძლივს გადავწყვიტე :))

      Like

      Reply

      • Ercke Mydass
        Jul 25, 2015 @ 13:03:45

        მე ასე ვარ ნატო დავითაშვილის წიგნებზე და გლუხოვსკიზეც :))) გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი წიგნები რის წაკითხვასაც პირველს დავიწყებდი და ჯერ მეტრო ისევ გადაუშლელი მიდევს და მცხვენია )) (მიუხედავად ილისა რომ ომი და მშვიდობა არ დამიმთავრებია კინგგი დავიწყე ” მობილური” ვერ დაველოდებოდი როდის დამთავრდებოდა :))) დიდია ძალიან და მალე მაინც ვერ დავამთავრებდი :დ

        Like

        Reply

        • Kejeradze
          Jul 25, 2015 @ 14:01:43

          სიდიდის გამო გადავდე ამბერიც. გაწყვეტა არ მიყვარს, არც ორის ერთად კითხვა.. :))

          Like

          Reply

          • Ercke Mydass
            Jul 25, 2015 @ 14:43:51

            შესაფერისი განწყობა უნდა ალბათ ყველა წიგნს არ ვიცი. ხანდახან კი ისე ვირჩევ, რომ არც ვფიქრობ ხოლმე. რაც ხელს მომყვება იმის კითხვას ვიწყებ, როცა არაფერს არ ვკითხულობ მაშინ, მაგრამ ახლა ორი დიდი ტომი წასაკითხი მაქვს ჯერ

            Like

            Reply

  2. RockerMeloman
    Jul 28, 2015 @ 21:58:47

    მეც დავიწყე ახლა კითხვა და პირველი ოთხი ნაწილი რომ გამიქრა ხელში, ოთხი გამოცდა გამოჩნდა და ხვალიდან გავაგრძელებ ^_^

    ჯერჯერობით ძალიან ჩამთრევია და ძალიან მომწონს. მეგობარმა ბრაზილიური სერიალი შეარქვა და კარგი გაგებით მართლაც ჰგავს, ბოლო წინადადებები ისეთია, გული დაგარტყამს შემდეგ წიგნამდე ადამიანს 😀

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jul 28, 2015 @ 22:10:41

      აქამდე არ მიფიქრია ბრაზილიურ სერიალებზე 😀 არადა ჰგავს – ობერონის შვილებით განსაკუთრებით 😀

      Like

      Reply

  3. mari
    Jan 27, 2016 @ 03:30:53

    სად შეიძლება შეძენა?

    Like

    Reply

  4. mari
    Jan 27, 2016 @ 03:33:16

    როჯერ ზელაზნის ,,ამბერის ქრონიკები” სად შეიძლება რომ შევიძინო?

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 27, 2016 @ 20:54:37

      ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა და წესით ყველა მაღაზიაში უნდა იყოს. განსაკუთრებით ლიგამუსში.

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: