იდინე ცრემლო, თქვა პოლიციელმა

flow-my-tears-the-policeman-said-coverგიოცნებიათ ოდესმე “სელებრითობაზე”? რა თქმა უნდა, არ არის ურიგო, როცა ყველა გცნობს, ყოველკვირეულად მრავალმილიონიანი აუდიტორია უყურებს შენს სატელევიზიო შოუს და შენი ერთადერთი საფიქრალი შემოსავლის დახარჯვის გზების ძიებაა… თუმცა ერთ “მშვენიერ” დღეს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს. როგორ? ამას ჯეისონ ტავერნერი განგიმარტავთ. მან ეს საკუთარი გამოცდილებით იცის…

ერთხელ ჯეისონ ტავერნერმა საავადმყოფოს პალატის ნაცვლად სასტუმროს ბინძურ ოთახში გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მას არავინ იცნობს, უფრო სწორად კი, ის საერთოდ არ არსებობს. მისი მონაცემები თვით გესტაპოსა და “კაგებეზე” უფრო ძლევამოსილ პოლიციასაც კი არ აქვს… ამიტომაც ოფიციალურად ის სახელმწიფოს მტრად მიიჩნევა და ისევე იდევნება, როგორც ყველა მოაზროვნე (ამ ქვეყანაში ხომ სტუდენტობა უკვე დანაშაულია)… თავად კი არც კი იცის, რა იფიქროს. რა არის ეს – ალტერნატიული რეალობა, სრული სინამდვილე, უცნაური ილუზია, სიზმარი, ხუმრობა თუ რაიმე სხვა? თუმცა ამას ამ წუთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ტავერნერი გაექცეს პოლიციას, რომელიც თვალს არ აცილებს და სიფრთხილით შეხედოს იმ ადამიანებს, რომლებსაც “ახალ” ცხოვრებაში ხვდება. არავინ იცის, ვინ არის დაკავშირებული პოლიციასთან… არავინ იცის საიდან იყურება ყოვლისმხედველი თვალი… მოახერხებს ჯეისონ ტავერნერი გადარჩენასა და საკუთარი თავის დაბრუნებას? ეს თავად უნდა ნახოთ…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” მორიგი წიგნია.

Advertisements

4 Comments (+add yours?)

  1. პატ ჰოლმანი
    Jul 20, 2015 @ 21:19:15

    დიკის “კაცი მაღალ კოშკში” წავიკითხე და სუპერ !
    მერე ეს დავიწყე და რამდენიმე წუთში გვერდზე გადავდე . შესაბამისი განწყობა სჭირდება , ალბათ ))

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jul 20, 2015 @ 21:22:40

      როგორც ყველა წიგნს 🙂 მე “კაცი მაღალ კოშკში” მიდევს გადაუშლელად და განწყობას ველოდები 🙂

      Like

      Reply

  2. პატ ჰოლმანი
    Jul 20, 2015 @ 21:49:18

    მოფრინდებიან ჩვენ – ჩვენი განწყობები და შემოგვეკითხება ერთხელაც ^^

    Liked by 1 person

    Reply

  3. Ercke Mydass
    Jul 24, 2015 @ 23:02:01

    ოუ კარგი უნდა იყოს ^_^ ვტაცებ ერთხელ ყველას ხელს და ვიყიდი. ახლა კი ვტკბები იმით, რაც თაროებზე მიდევს და მეძახიან დროზე წამიკითხეო. მეც სხვა რა გზა მაქვს?

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: