გიყვართ საშინელებათა ჟანრი? მაშინ ეგზორციზმის თემა თქვენთვის უცხო არ იქნება. ეს ხომ ამ სტილში მოღვაწე სცენარისტების ერთ-ერთი მთავარი “საკბილოა”… თუმცა მათი საქმე ბევრად უფრო მარტივდება, როდესაც უკვე არსებობს ლიტერატურული პირველწყარო – მაგალითად, უილიამ პიტერ ბლეტის “ეგზორცისტი”…
მისტერ ბლეტმა კლასიკური ნაწარმოები შექმნა! დიახ, დიახ, ეს ასეა, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ “გამოძერწილი” გმირები შესანიშნავად ერგებიან ამ მიმართულების ნებისმიერ წიგნსა თუ ფილმს. ეშმაკის მიერ “შეპყრობილი” ბავშვი, მისი “წარმატებული” დედა, უბედური მოსამსახურეები და, რაც მთავარია, მღვდელი, რომელიც ებრძვის სატანას პატარა გოგონას სულში და საკუთარ თავში, ნამდვილად არიან ის პერსონაჟები, რომლებიც ქმნიან შესანიშნავ გარემოს იმისთვის, რომ შეგვეშინდეს… და ჩვენც გვეშინია… გვეშინია იმის, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გაიღვიძოს დემონმა ჩვენს უახლოეს ადამიანებში ან სულაც ჩვენივე სულში და მაშინ ვეღარაფერს გავაწყობთ. ეგზორციზმი გვიშველის? არამგონია… ალბათ უფრო სიკეთე, რომლის მარცვალიც თითოეულ ჩვენგანშია… სწორედ სიკეთით დამარცხდება ბოროტი, რომელსაც თავად ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ დაგვიმონოს…
P.S. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” აგრძელებს სერია “13”-ს. ასე რომ, ჟანრის მოყვარულებს წინ კიდევ არაერთი (უფრო ზუსტად – 3) სიურპრიზი გველის 😉
ბოლო კომენტარები