ორჰან ბეის შავი წიგნი

“ქალაქისა და ცხოვრების მიერ დაფარული საიდუმლოს ამოხსნა მხოლოდ ასე, ისტორიების მოყოლით, შეიძლება.”

ორჰან ფამუქი ჩემი ძველი “მეგობარია”. მისი გმირები ყოველთვის ძალიან საინტერესო “მოგზაურობებში” გვიწვევენ. ამჯერად გალიპ ბეიმ ( რომლის სახელიც გამარჯვებას ნიშნავს) ცოლი რუია (“ოცნება”) და ბიძაშვილი ჯელალი (“დიდება”) დაკარგა! და მათ ძებნაში მასთან ერთად სტამბოლიც ჩაერთო – ჭეშმარიტად ფანტასტიკური ქალაქი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაიჭედა და დროთა სვლაში დაიკარგა. ორჰან ბეის სტამბოლში ტრადიციულად თოვს და ზამთრის ძილში ჩაძირული ქალაქი გაზაფხულს, გამოღვიძებას ელოდება. მანამდე კი მის ქუჩებში მოხეტიალე ადამიანები სიზმრებს ჰგვანან. ასეთივე ადამიანია გალიპიც, რომელიც “ოცნებისა” და “დიდების” ძებნაში საკუთარ თავს კარგავს და პოულობს…

გალიპ ბეის უყვარს ჯელალი და თან ეშინია მისი, ეძებს და თან გაურბის. აინტერესებს პასუხი კითხვებზე და მათ აღმოჩენას ჯელალის მეშვეობით ცდილობს… და აღმოაჩენს, რომ არც ერთი ადამიანი წარმოადგენს საკუთარ თავს. ყველა სხვაგვარად ხედავს საკუთარ თავს… ამიტომ ჯელალი თავის სტატიებში და შემდეგ გალიპიც გვიყვებიან ისტორიებს სტამბოლსა და ზოგადად თურქეთზე, თურქებზე… როცა “საერთო” ისტორია აღარ იარსებებს, თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია გაუჩნდება, დაიჯერებს ამ ისტორიას და მოყოლასაც მოისურვებს… და ხალხით სავსე ქაალქებში, ჭუჭყიან, მუდამ მოუწესრიგებელ მოედნებზე მილიონი “ჩვენიანი” იხეტიალებს თავისი ისტორიებით, რომლებსაც ამაყად ატარებენ, როგორც მოწამეობრივ გვირგვინს…

P.S. სანამ პოსტი გამოვაქვეყნე, ჩვენი მაღაზიების თაროებზე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” თარგმანიც გამოჩნდა. თუ ორჰან ბეის აფასებთ, გირჩევთ, რომ შეიძინოთ. ამ ნაწარმოებში ბევრ ნაცნობ თემას აღმოაჩენთ (ისლამი, აღმოსავლეთი და დასავლეთი, პოლიტიკური მკვლელობები, სიყვარული)…

12 Comments (+add yours?)

  1. tami
    სექ 05, 2013 @ 08:20:03

    ჩემთანაც მოიტანენ დღეს.იმედია.როგორ მიყვარს თითო წიგნზე ცალკე პოსტს რომ წერ გემრიელი პოსტებია უფრო,გულით მომინდა ამ წიგნის წაკითხვა.

    Like

    პასუხი

  2. მოლი ბლუმი
    სექ 05, 2013 @ 11:35:53

    შაბათიდან შინ მაქვს უკვე ❤ და გემრიელ ლუკმად ვინახავ )

    Like

    პასუხი

  3. glamtaia
    სექ 05, 2013 @ 13:10:46

    ფამუქის “სტამბოლი, მოგონებები და ქალაქი” მაქვს მიზანში ამოღებული როცა დროს ვიხელთებ ამასაც აუცილებლდა წავიკითხავ ❤

    Like

    პასუხი

  4. Rode
    სექ 05, 2013 @ 19:52:29

    და ამ წიგნით მგონი ამოიწურა ფამუქი, ქართულად ყველაფერია უკვე ;დ 🙂

    Like

    პასუხი

  5. vampira
    სექ 05, 2013 @ 23:50:57

    “მე წითელი მქვიას” შემდეგ ეს მეორე წიგნი იქნება ფამუქის შემოქმედებიდან რომელსაც გავეცნობი^^ უფრო მეტის სურვილი კი მაქვს, მაგრამ…

    Like

    პასუხი

  6. Author
    სექ 07, 2013 @ 22:41:06

    მადლობა შესანიშნავი რევიუსთვის. ახლო მომავალში წასაკითხ წიგნებში ჩავინიშნავ 🙂

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი