ჩრდილი გზაზე

აკა რომ ძალიან საინტერესო მთხრობელია, ეს ძველი ამბავია. მისი ტიფლისური და ვაკური ისტორიები ერთგვარ ბრენდად იქცა. ამ ბოლო დროს კი ე.წ. non-fiction-ში, ანუ დოკუმენტურ პროზაშიც გააქტიურდა და საფესტივალოდ სულ ახალი წიგნიც შემოგვთავაზა ამ ჟანრში.

“ჩრდილი გზაზე” სტალინის დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე პერიოდს მოიცავს. ოღონდ აქ ვერ შეხვდებით ისტორიულ ფაქტებს, წყაროებს და ციტატებს. წიგნი ჩრდილში ცხოვრების გზასა და “ჩრდილს იქით გასულ” ამბებს ეძღვნება. აქ რას არ ნახავთ – ჯონი ვაისმიულერის ეშხით ტარზანივით ხეზე შემხტარ ბიჭებს, ახლადგაშენებულ ვაკესა და ვერას, “რამკიან” ქურდებს, “კაი ბიჭებს” და “ჩამშვებებს”, “ცეხავიკებს” (მათ შორის შუა მოსკოვში ჯინსის მკერავს), “გაქანებულ” სტალინისტებს, ჩრდილოვანი ეკონომიკის “ლომებს”, ძველ ფილმებსა და მათ გმირებს, თბილისურ “ატნაშენიებს”, “შესანიშნავი შვიდეულის” ფანებს, უტელევიზორო ცხოვრებას… ლეგენდები და ნამდვილი ამბები საოცრად ცოცხლად წარმოგვიდგენს ეპოქას, რომელიც უკვე შორსაა (საბედნიეროდ) და ამავე დროს ძალიან ახლოსაც (სამწუხაროდ)…

P.S.თუ დაინტერესდით, წაიკითხეთ. ბევრ ახალს გაიგებთ, ან ძველს გაიხსენებთ (ასაკის შესაბამისად)… მოკლედ, დიდ სიამოვნებას მიიღებთ…

P.P.S. ესეც თავად აკა და დათო ტურაშვილი ამ წიგნის შესახებ:

4 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ივნ 23, 2014 @ 22:42:33

    მე ძალიან მომეწონა. გემრიელად დაწერილია. თან რაღაცებიც გავიხსენე.

    Like

    პასუხი

  2. iren
    ივლ 21, 2014 @ 12:26:47

    me veraferi ver gavixsene chemi mogonebebi vardebis revoluciidan iwyeba magram dzalian bevri axali ki gavige :3 dzalian sainteresoa momewona ^_^

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივლ 21, 2014 @ 21:30:03

      საბჭოთა დრო არც მე მახსოვს. ჩემი მეხსიერება 90-იანებიდან იწყება და ბევრი რამ სიახლე იყო ჩემთვის 🙂

      Like

      პასუხი

დატოვე კომენტარი