დიდი კომბინატორი სსრკ-დან

რუსული ლიტერატურა თუ გიყვართ, შეუძლებელია ოსტაპ ბენდერს არ იცნობდეთ… კინოც… დიდ კომბინატორს ერთხელ მაინც თუ გადაეყარეთ, მარტივად ვერ დაივიწყებთ. აბა, თავად განსაჯეთ – ბევრი ისეთი გმირი გინახავთ, ასე რომ ჰგავდეს ნამდვილს, დიდი აფერისტი ვინმე იყოს და მაინც ასე ძალიან გვიყვარდეს? მე თქვენ გეტყვით და ილფმა და პეტროვმა უინტერესო თავგადასავლებში გახვიეს…

მხოლოდ ოსტაპ ბენდერის მსგავსი “კომბინატორი” თუ ჩაებმებოდა 12 სკამის “დიდ მარათონში” და ოქროს კერპზე “ნადირობაში” – განძის მოსაპოვებლად ათასგვარ “უცნაურობას” ჩაიდენდა – ცოლს შეირთავდა, საბჭოთა კავშირის დასანგრევ ორგანიზაციას შექმნიდა, თავს გაასაღებდა მხატვრად, მოჭადრაკედ, ბილეთების გამყიდვლად, ლეიტენანტ შმიდტის შვილად, მბრბოლელად, გამომგონებლად, ინდოელ იოგად, სცენარისტად, ჟურნალისტად… და ეს ყველაფერი რისთვის? სიმდიდრისთვის! ან იქნებ უბრალოდ იმიტომ, რომ ოსტაპ ბენდერს სხვაგვარად არ შეეძლო – ის ხომ საბჭოეთში ცხოვრობდა, ქვეყანაში, რომელშიც “დიდი კომბინატორები”, “ფულის ნიშნებზე იდეურად მონადირე” და “ფულის წართმევის 400 შედარებით პატიოსანი გზის” მცოდნე ადამიანები ძალიანაც უყვარდათ… სხვებივით “ნაცრისფერები” არ იყვნენ და იმიტომ…

დატოვე კომენტარი