ამბავი ორი მსახურისა

ვაგრძელებთ “დიოგენეს” სიახლეების “დაგემოვნებას 🙂

“დიოგენეს ბიბლიოთეკის” ახალი წიგნი – ბოჰუმილ ჰრაბალის “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს” – პატარა ოფიციანტზე მოგვითხრობს, რომელიც ნელ-ნელა იზრდება (კარიერულად, შინაგანად და არა ფიზიკურად), ცხოვრებას ეცნობა. ის ხან ბორდელშია, ხან რესტორანში ეთიოპიის იმპერატორს ემსახურება, სიმდიდრეზე ოცნებობს, ნაცისტების ბანაკშიც ამოყოფს თავს… მწვერვალსაც მიაღწევს და უფსკრულშიც აღმოჩნდება. ყველაფერ ამას თავად გვიამბობს და ირონიითაც გემოვნებით “აზავებს”…

მეორე მსახურის ამბავი გემრიელ ლუკმად მოვიტოვე 🙂 პელემ გრენვილ ვუდჰაუსის “ეგრე გააგრძელე, ჯივზ!”  ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი გმირების – ბერტი ვუსტერისა და მისი მსახურის ჯივზის – ახალი თავგადასავლებია. ბერტის “საყვარელი” დეიდებისა და ბიძიების ამბები კი გეხსომებათ. ბერტის მეგობრებსაც არანაკლებ “საოცარი” ნათესავები ჰყავთ. ჰოდა, რა ამბები დატრიალდება, თავადაც მიხვდებით. მოსაყოლად დიდი არაფერი, მაგრამ ხმამაღლა და გულიანად კი იცინებთ 🙂 თან ერთ ამბავს თავად ჯივზიც ყვება – ესეც ხომ ერთგვარი სიახლეა ამ მართლაც უნიკალური მსახურისა და მისი “ოდნავ” დაბნეული ბატონის თავგადასავლებში 🙂

P.S. “დიოგენეს ბიბლიოთეკა” რომ უსასრულოდ გაგრძელდება, ვიცით (სანამ “დიოგენე” იარსებებსო და იმედია, ეს უსასრულობას ნიშნავს 🙂 ). ჯივზისა და ვუსტერის ამბებს კი ალბათ გააგრძელებენ. აბა, ასეთი კოლორიტული ფიგურების მიტოვება იქნება?! 🙂

2 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ივნ 20, 2014 @ 21:38:59

    ერთი მეორეზე უკეთესებიო, ამათზეა ნათქვამი 🙂

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. Trackback: ჰანტას მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი