მდიდარი, ღარიბი ამერიკა

გიყვართ ოჯახური საგები? თუ დიახ, მაშინ ფორსაიტებთან, ბუდენბროკებთან, რუგონ-მაკარებთან, ბუენდიებთან, კომპსონებთან, სარტორისებთან, იშიქჩიებსა და სხვა ცნობილ ოჯახებთან ერთად ჯორდახებსაც უნდა იცნობდეთ. მე წლების მანძილზე ვგეგმავდი მათთან შეხვედრას და ეს დღეც დადგა (ხომ იცით, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს:)) – გავხდი მოწმე მათი სამი თაობის ცხოვრების თითქმის სამი ათეული წლისა.

თუ “მდიდარი, ღარიბი” და მისი გაგრძელება “ღატაკი, ქურდი” არ წაგიკითხავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ერთი ოჯახის ფონზე წარმოჩენილი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკა მოსაწყენი უნდა იყოს, თუმცა ასე არ არის. ირვინ შოუს ვერაფრით დაადანაშაულებთ სიუჟეტის “გაწელვაში” და პირველი წიგნის გადაშლიდან ძალიან მალე მიხვდებით, რომ უსიყვარულობისთვის განწირული მშობლებისა და მათი შვილების ისტორია ბოლომდე “ჩაგითრევთ”. მიუხედავად მოცულობისა, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ რუდოლფის, ტომისა და გრეთჰენის ამბებს და შეიყვარებთ კიდეც მათ. არა, იმიტომ არა, რომ იდეალურები არიან. პირიქით, მათში სწორედ ის მოგხიბლავთ, რომ უამრავი ნაკლი აქვთ და ამავე დროს უამრავი ღირსებაც. ისინი ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სხვა არანაკლებ საინტერესო გმირებთან ერთად ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ…

სულ ცოტათი, მაგრამ მაინც ნაკლებად საინტერესოა ჯორდახების მესამე თაობის ამბავი (კარგი წიგნებისა და ფილმების გაგრძელებები ხომ იშვიათად გამოდის დასაწყისივით დიდებული). ბილი და უესლიც ათასგვარ დაბრკოლებას ხვდებიან ცხოვრების გზაზე, თუმცა ამ წიგნის მთავარი ღირსება მაინც საყვარელ გმირებთან შეხვედრა მგონია. შურისძიება, ტეროიზმი და კინოს სამყარო ერთგვარად “აფუჭებს” ჯორდახების ოჯახის მართლაც შესანიშნავ ისტორიას და იმიტომ…

P.S. წლების წინ პირველი (და ძალიან კარგი) ნაწილი გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” უთარგმნია. გაგრძელება არ არის ნათარგმნი.

3 Comments (+add yours?)

  1. კუშის ბლოგი / kushi's blog
    დეკ 29, 2016 @ 11:54:25

    სტუდენტობისას წავიკითხე ბუკინისტებთან ნაყოდ საბჭოთა გამოცემის წიგნში 🙂 დღემდე მახსოვს როგორ უცებ შემომეკითხა და ნამდვილად შემიყვარდა, ბიცოლაჩემის უსაყვარლესი წიგნია დღემდე და სამწუხაროდ გაგრძელება არცერთს არ გვაქვს წაკითხული 😦

    ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებ ძვირფასო 🙂

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. Trackback: ახალი წელი რინსვინდთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი