აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი I)

ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი” – ტრადიციულად, ჯერ წიგნს ვკითხულობ ხოლმე და მხოლოდ შემდეგ ვუყურებ ეკრანიზაციას, თუმცა ამჯერად პირიქით მოხდა. დევიდ ფინჩერის ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე და პიტი-ნორტონის წყვილიც დადებითად შევაფასე. ახლა კი ჩაკ პალანიკის ოსტატობის შეფასების დრო დადგა. მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ტაილერ დერდენი – მებრძოლთა კლუბის დამაარსებელი, იმ კლუბის, რომელშიც ბოლომდე არშემდგარი ადამიანები აგრესიას გასაქანს აძლევენ. მათი სისასტიკე უსაზღვროა და სისხლიც თითქოს პირდაპირ ფურცლებიდან მოედინება (ფილმში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფრი თვალნათლივ ჩანს). მათი რწმენით სრულყოფილება და თავისუფლება თვითგანადგურებით, ცივილიზაციის მოსპობით მიიღწევა…თუმცა ამის მიღმა სულ სხვა რამ – უძილობა, დეპრესია და პიროვნების გაორება იმალება… მეტი

თბილისის წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი

564379_212022975573030_1552592017_nმოგეხსნებათ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა (არა მხოლოდ ბიბლიოფილებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, ფესტივალის პირველი ორი დღე მაინც სამუშაო დღეებს დაემთხვა და მხოლოდ მესამე დღეს გავემართე ექსპო-ჯორჯიასკენ (სამაგიეროდ, პირველი ხელფასით “ჯიბედამშვენებული”) 🙂

პირველ რიგში, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ წელს “პალიტრა L”-ის წიგნები ცალკე პავილიონში იყო განთავსებული, შესაბამისად ტრადიციული უზარმაზარი რიგი აღარ იდგა და საერთო პავილიონშიც უფრო თავისუფლად გადავადგილდებოდით. სამაგიეროდ, მაკულატურით “შეიარაღებული” ხალხი იყო მრავლად… მეტი