ილუზიების წიგნი ოსტერისგან

506181929 წელი – მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჰექტორ მანი უკვალოდ ქრება… 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ პროფესორი დევიდ ზიმერი ავიაკატასტროფაში დაღუპულ ოჯახს დასტირის და დარდს სასმელში ახრჩობს. პარალელურად უაზროდ მისჩერებია ტელევიზორის ეკრანს და უცებ ხდება სასწაული… დევიდი ხედავს ჰექტორს და მათი გზები სამუდამოდ იკვეთება. დიდი ხნის გარდაცვლილად მიჩნეული და უკვე დავიწყებული მსახიობი ჯერ “მკვდრეთით აღმდგარი” ზიმერის წიგნში ცოცხლდება, შემდეგ კი – რეალურ ცხოვრებაში (წიგნებსა და ფილმებში ხომ სულ ასე ხდება – გვამი არ ჩანს? მაშინ ის არც არსებობს) და იცვლება არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჩვენი ცხოვრებაც… მეტი

ფაულზი, ოსტერი და კუტზეე

The-Collector-John-Fowles-2 “დიოგენეს ბიბლიოეთეკა” 2013 წელსაც აგრძელებს ჩვენს განებივრებას სასიამოვნო სიახლეებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი თითქმის ერთი წელია არსებობს და გარკვეულწილად განსაკუთებული წიგნების “გარანტადაც” არის ქცეული, ყოველი მომდევნო წიგნი მაინც მოულოდნელად “გემრიელი” აღმოჩნდება ხოლმე… თუმცა სჯობს თვითონ შეაფასოთ, მე კი ტრადიციულად ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ:

ჯონ ფაულზის “კოლექციონერი” – ოდესმე შეგიგროვებიათ პეპლების კოლექცია? თუ შეგიგროვებიათ, იცით, რომ თქვენი კოლექცია შეიძლება უცებ “გაცოცხლდეს”? ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ მოგბეზრდეთ პეპლები და საპირისპირო სქესის ლამაზ “ნიმუშებზე” გადახვიდეთ… მერე რა, თუ არც გაბოროტებული მანიაკი ხართ და არც სისხლისმსმელი ვამპირი… შეიძლება ერთი შეხედვით პატარა ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ თქვენი ისტორია შოკისმომგვრელი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ აქ არც სისხლის მდინარეები იქნება და არც აღვირახსნილი ორგიები… არ გჯერათ? მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ჯონ ფაულზს და წიგნის დასრულებასთან ერთად პეპლების კოლექციას სამუდამოდ დაივიწყებთ… ხომ არ გინდათ, რომ “ურჩხულისა და მზეთუნახავის” თანამედროვე ვერსიაში აღმოჩნდეთ?! კოლექციონირება ანტიცხოვრებაა, ანტიხელოვნებაა, ანტიყველაფერია, ამიტომ ქილაში (ოთახში) ჩამწყვდეული პეპლის (ქალის) სიყვარული ავადმყოფობაა და მეტი არაფერი… ეს ავადმყოფობა მსხვერპლსაც ედება და პეპელა კედლებს ეხეთქება… ამიტომ დაანებეთ თავი კოლექციონერობას და ნამდვილი ცხოვრებით იცხოვრეთ… მეტი

დიოგენეს ბიბლიოთეკა

სულ ახლახანს წიგნების სერია ,,დიოგენეს ბიბლიოთეკა” ,,გალას” გამარჯვებული გახდა. ალბათ ამ გადაწყვეტილებას ყველა ბიბლიოფილი დაეთანხმება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს “სერიული” გამოცემები საკმაოდ ხშირია, უმეტეს შემთხვევებში გამომცემლები უკვე ათასჯერ გამოცემულ ძველ თარგმანებს გვთავაზობენ. ამ მხრივ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა – წიგნის ფესტივალიდან მოყოლებული მუდმივად გვიკეთებენ საჩუქარს (მერე რა, თუ ერთ ან ორ კვირაში ერთხელ არ გამოდის მორიგი ტომი და არც “განსაკუთრებულადაა” გაფორმებული – სამაგიეროდ, შერჩეულ ავტორებს, თარგმანსა და მოკრძალებული დიზაინს ვერაფერს დავუწუნებთ) ისეთი წიგნების სახით, რომლებსაც დიდი ხანია ველოდით… მეტი

აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი I)

ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი” – ტრადიციულად, ჯერ წიგნს ვკითხულობ ხოლმე და მხოლოდ შემდეგ ვუყურებ ეკრანიზაციას, თუმცა ამჯერად პირიქით მოხდა. დევიდ ფინჩერის ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე და პიტი-ნორტონის წყვილიც დადებითად შევაფასე. ახლა კი ჩაკ პალანიკის ოსტატობის შეფასების დრო დადგა. მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ტაილერ დერდენი – მებრძოლთა კლუბის დამაარსებელი, იმ კლუბის, რომელშიც ბოლომდე არშემდგარი ადამიანები აგრესიას გასაქანს აძლევენ. მათი სისასტიკე უსაზღვროა და სისხლიც თითქოს პირდაპირ ფურცლებიდან მოედინება (ფილმში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფრი თვალნათლივ ჩანს). მათი რწმენით სრულყოფილება და თავისუფლება თვითგანადგურებით, ცივილიზაციის მოსპობით მიიღწევა…თუმცა ამის მიღმა სულ სხვა რამ – უძილობა, დეპრესია და პიროვნების გაორება იმალება… მეტი

თბილისის წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი

564379_212022975573030_1552592017_nმოგეხსნებათ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა (არა მხოლოდ ბიბლიოფილებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, ფესტივალის პირველი ორი დღე მაინც სამუშაო დღეებს დაემთხვა და მხოლოდ მესამე დღეს გავემართე ექსპო-ჯორჯიასკენ (სამაგიეროდ, პირველი ხელფასით “ჯიბედამშვენებული”) 🙂

პირველ რიგში, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ წელს “პალიტრა L”-ის წიგნები ცალკე პავილიონში იყო განთავსებული, შესაბამისად ტრადიციული უზარმაზარი რიგი აღარ იდგა და საერთო პავილიონშიც უფრო თავისუფლად გადავადგილდებოდით. სამაგიეროდ, მაკულატურით “შეიარაღებული” ხალხი იყო მრავლად… მეტი