“დიოგენეს ბიბლიოეთეკა” 2013 წელსაც აგრძელებს ჩვენს განებივრებას სასიამოვნო სიახლეებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი თითქმის ერთი წელია არსებობს და გარკვეულწილად განსაკუთებული წიგნების “გარანტადაც” არის ქცეული, ყოველი მომდევნო წიგნი მაინც მოულოდნელად “გემრიელი” აღმოჩნდება ხოლმე… თუმცა სჯობს თვითონ შეაფასოთ, მე კი ტრადიციულად ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ:
ჯონ ფაულზის “კოლექციონერი” – ოდესმე შეგიგროვებიათ პეპლების კოლექცია? თუ შეგიგროვებიათ, იცით, რომ თქვენი კოლექცია შეიძლება უცებ “გაცოცხლდეს”? ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ მოგბეზრდეთ პეპლები და საპირისპირო სქესის ლამაზ “ნიმუშებზე” გადახვიდეთ… მერე რა, თუ არც გაბოროტებული მანიაკი ხართ და არც სისხლისმსმელი ვამპირი… შეიძლება ერთი შეხედვით პატარა ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ თქვენი ისტორია შოკისმომგვრელი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ აქ არც სისხლის მდინარეები იქნება და არც აღვირახსნილი ორგიები… არ გჯერათ? მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ჯონ ფაულზს და წიგნის დასრულებასთან ერთად პეპლების კოლექციას სამუდამოდ დაივიწყებთ… ხომ არ გინდათ, რომ “ურჩხულისა და მზეთუნახავის” თანამედროვე ვერსიაში აღმოჩნდეთ?! კოლექციონირება ანტიცხოვრებაა, ანტიხელოვნებაა, ანტიყველაფერია, ამიტომ ქილაში (ოთახში) ჩამწყვდეული პეპლის (ქალის) სიყვარული ავადმყოფობაა და მეტი არაფერი… ეს ავადმყოფობა მსხვერპლსაც ედება და პეპელა კედლებს ეხეთქება… ამიტომ დაანებეთ თავი კოლექციონერობას და ნამდვილი ცხოვრებით იცხოვრეთ…
პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს “აქ და ახლა” – “კოლექციონერისგან” განსხვავებით, ამ წიგნზე არაფერი მსმენოდა, რადგან ის ჩემთვის ხელმისაწვდომ უცხო ენებზე უბრალოდ არ არსებობს… სიმართლე გითხრათ, non-fiction მაინცდამაინც არც მხიბლავს, თუმცა უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის მიმოწერის შემდეგ პოლ ოსტერისა და ჯ.მ. კუტზეეს წერილებში რომ არ “ჩამეყო ცხვირი”, არ შეიძლებოდა (ვიცი, რომ უზრდელობაა, მაგრამ ორიგინალზე ადრე ჩვენ ვკითხულობთ და აბა როგორ ამევლო გვერდი 🙂 ). თურმე პოლი და ჯონი 2008 წლამდე ერთმანეთს არც კი იცნობდნენ (პირადად, რა თქმა უნდა… აბა “ლიტერატურულად” მათ ყველა იცნობს), თუმცა გაცნობიდან 2011 წლამდე მშვენიერი ეპისტოლარული დიალოგი ააწყვეს. რაზე აღარ იმსჯელეს: მეგობრობაზე, სპორტზე, კინოზე, მშობლიურ ენაზე, ლიტერატურასა და ზოგადად ხელოვნებაზე, კაფკასა და საკვებზე, ეკონომიკურ კრიზისზე, საკუთარ რომანებზე, დიდ მწერლებზე, გრიპზე, პოლიტიკაზე, კრიტიკაზე, ტრადიციებზე, მოგზაურობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე… გარდა იმისა, რომ მათთან ერთად ორიოდე დღე სასიამოვნოდ გავატარე, რამდენიმე საინტერესო წიგნი და ფილმიც ჩავინიშნე სამომავლოდ… ასე რომ, თუ პოლსა და ჯონს აფასებთ, წაიკითხეთ – ნამდვილად არ ინანებთ 😉
თებ 19, 2013 @ 00:14:40
ფაულზის “კოლექციონერი” საოცარი წიგნია, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავის დროზე.
“კრავთა დუმილის” ავტორს ტომას ჰარის ამ წიგნის გავლენით ყავს შექმნილი თავისი პერსონაჟი, გემახსოვრება ისიც პეპლებს და გოგონებს აგროვებს, რა თქმა უნდა ის გაცილებით ამაზრზენი პერსონაჟია.
LikeLike
თებ 19, 2013 @ 00:19:53
კოლექციონერი სადღაც შემეცოდა კიდეც… ლექტერისგან განსხვავებით…
LikeLike
თებ 19, 2013 @ 00:24:22
ლექტერი არა, იცი რომელი, აი რომლის პოვნაშიც ეხმარება ჯოდი ფოსტერის პერსონაჟს, თუ გახსოვს სახლში, რომ შევლენ და პეპლებითაა სავსე
LikeLike
თებ 19, 2013 @ 00:32:06
ფილმი გამახსენდა – მგონი, ბუფალო ბილი ერქვა… თავის დროზე ზიუსკინდის გრენუის მივამსგავსე…
LikeLike
თებ 19, 2013 @ 00:14:52
გემრიელზე გემრიელი პროზა ❤
LikeLike
თებ 19, 2013 @ 00:20:10
დიოგენე, დიოგენე 🙂 ❤
LikeLike
თებ 19, 2013 @ 10:02:47
წერილების რა მოგახსენო მაგრამ კოლექციონერი უნდა წავიკითხო, -რაც წასაკითხი მაქვს იმეებს რომ დავამთავრებ,- მერე.
LikeLike
თებ 19, 2013 @ 16:07:51
წერილებიც არ არის ცუდი, მაგრამ მაინც გემოვნების ამბავია…
LikeLike
თებ 19, 2013 @ 12:07:55
კოლექციონერით ძალიან დამაინტერესე… სასწრაფოდ მჭირდება
LikeLike
თებ 19, 2013 @ 16:48:32
თუ ძალიან ძალიან სასწრაფოა: http://lib.ru/FAULS/collect.txt 🙂
LikeLike
თებ 19, 2013 @ 20:39:04
გმადლობ 🙂
LikeLike
თებ 19, 2013 @ 20:48:36
არაფრის 🙂
LikeLike
მაისი 28, 2013 @ 15:38:17
სალამი კეჟერაძე, ფაულზზე სალაპარაკოდ მინდა მოგიწვიო ჩემს გადაცემაში, ზეგ, რადიო თავისუფლებაზე 🙂 გთხოვ შემეხმიანო ფაცეზე, მადლობა წინასწარ.
LikeLike
ივნ 02, 2013 @ 19:08:49
რატომღაც wordpress-მა თქვენი კომენტარი სპამად აღიქვა და მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე… თუმცა უკვე გესაუბრეთ და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ მოწვევის მიღებას, მაინც დიდი მადლობა 🙂
LikeLike
აგვისტო 28, 2013 @ 09:58:14
აი წავიკითხე კოლექციონერი და გულმა აქეთ გამომიწია.
მართლა კარგი წიგნი აღმოჩნდა, ტყუილად არ დავინტერესებულვარ ე.ი. ის კი არა პოსტსაც ვწერ ახლა.
მადლობა ასეთი ბლოგი რომ გაქვს ^_^
LikeLike
აგვისტო 28, 2013 @ 15:38:07
მადლობა ფაულზს 🙂 ჩემს პოსტებს ფაქტიურად ჯონი და მისი კოლეგები წერენ :))
LikeLike
მაისი 10, 2014 @ 17:37:32
აუუ ხალხოო ფაულზის კოლექციონერი ფილმი მინდა თუ არიის წიგნი მაქვს წაკითხული ტუ ვინმემ იციტ ფბ–ზე დამიმატეთ და იქ მომწერეთ გტხოოვთ ასე ვარ თათა ზოზიაშვილი
LikeLike
მაისი 10, 2014 @ 20:45:21
http://tfilm.tv/9426-kollekcioner.html
LikeLike