გახდი “არანორმალური” და “გადაუფრინე გუგულის ბუდეს”!

”ვიკ ლოველს, ვინც მითხრა, ურჩხულები არ არსებობენო და მერე იმათ ბუნაგში შემიყვანა.” – ამ მიძღვნით იწყებს კენ კიზი თავის რომანს, რომელშიც ასახულია ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ, იმ სისტემის, რომელიც ადამიანებს აჩლუნგებს.

რომანის მოქმედება ხდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია პაციენტი მაკმერფი, რომელიც სავარაუდოდ სულიერ აშლილობას ციხიდან თავის დაღწევის მიზნით იგონებს. ის უპირისპირდება მთავარ ექთანს, რომელიც ძალაუფლებას პაციენტების და პერსონალის წინააღმდეგ იყენებს. ექთანი მაკმერფის ოპერაციაზე აგზავნის, რომელიც მას ანადგურებს, მაგრამ მანამდე ის ასწრებს “კომბინატის” შერყევას. საზოგადოების მიერ გარიყული ადამიანები ცხოვრებით ტკბობას სწავლობენ, თავისუფლდებიან კომპლექსებისგან, ხდებიან გაბედულები, თავდაჯერებულები.

მაკმერფის ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დასრულდა, მაგრამ განა არ არის სიმართლე, რომ ” ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია”?! სისტემა ფიზიკურად იმარჯვებს, მაგრამ ასეთი ადამიანები არასდროს მარცხდებიან. ამ რომანის წაკითხვისას შეუძლებელია არ გაგიჩნდეს გრძნობა, რომ შენც გაქვს ემოციური პრობლემები, მაგრამ ბოლოს ხვდები, რომ უბრალოდ უნდა დახუჭო თვალები, რომ სულში ვერ ჩაგიძვრნენ, იპოვო საყრდენი და იცინო. იცინო მაშინ, როცა გინდა, რომ იყვირო, იტირო. უნდა იცინო იმაზე, რაც გაწამებს, თორემ სამყარო ჭკუიდან გადაგიყვანს. ნამვილად ძლიერი ვერ იქნები, სანამ ყველაფერში სასაცილო მხარეს ვერ დაინახავ, სანამ არ მიხვდები, რომ ტკივილს არ უნდა მისცე უფლება, გადაფაროს კომედია. შეიძლება საზოგადოების წინააღმდეგ ვერაფერს გახდე, მაგრამ ცადე მაინც. გახდი “არანორმალური” და “გადაუფრინე გუგულის ბუდეს”!

18 Comments (+add yours?)

  1. salomeaa
    მაისი 22, 2011 @ 17:39:11

    მმმ ჩემი გუგულის ბუდე
    მიძღვნიდან უკვე იგრძნობოდა, რაც იქნებოდა
    მაკმერფი კი იყო ის, ვინც გუგულის ბუდეს გადაუფრინა და მოჩვენებითი სიმშვიდე და მყუდროება დაარღვია
    წიგნიც და ფილმიც ერთნაირად მომწონს

    Like

    პასუხი

  2. Kejeradze
    მაისი 23, 2011 @ 17:37:01

    ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ფილმი წიგნს არ ჩამოუვარდება : )

    Liked by 1 person

    პასუხი

    • გელა
      აპრილი 22, 2014 @ 20:02:40

      მაგარია, მეტი სიტყვები არ უნდა ამ წიგნს. ფილმიც ძალიან კარგია და ჯეკ ნიკოლსონის დამსახურებაა.

      Like

      პასუხი

  3. მოლი ბლუმი
    ივნ 17, 2011 @ 12:29:08

    ქართული თარგმანი მომეწონა ძალიან…

    Like

    პასუხი

  4. მოლი ბლუმი
    ივნ 17, 2011 @ 17:10:31

    ზაზა ჭილაძის თარგმანი. “გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა” სათაურიც კი მომწონს.

    თარგმანი მართლა ძალიან კარგია. დიოგენემ გამოსცა.

    ჩემთანაც ყოფილხარ 🙂 ველქამ 🙂

    Like

    პასუხი

  5. mecmikvarkhar
    ნოე 23, 2011 @ 08:33:51

    მოკლედ ვერ მოვწყდი აქაურობას :)))

    Like

    პასუხი

  6. soffi
    დეკ 21, 2011 @ 17:53:58

    ჩემი უსაყვარლესი წიგნია… სამ ენაზე მაქვს წაკითხული და კიდევ არ მყოფნის, ფილმი მართლაც ძალიან მაგარია, მაგრამ აქ ის ინდიელი იკარგება ვინც წიგნს ყვება, მისი გულიბრყვილო, თავისებური შედარებები და აღწერებია ყველაზე მაგარი, რაც ფილმში საერთოდ არ ჩანს. თუმცა მაკმერფის მხრივ ფილმმა გაამართლა, მე კი არ ვიცი მაკმერფი უფრო მიყვარს თუ ჩემი ძვირფასი ინდიელი :* ისე რაღაც რაღაცეებში ექთან რეიჩელსაც გაუგებ… მოკლედ ამაზე დაუსრულებლად შეიძლება მსჯელობა, ეს ის წიგნია, რომელზეც ერთი სიტყვაც კი არ დამიწერია… 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 21, 2011 @ 18:02:55

      მაკმერფისთან განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს. თითქოს სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ მასთან : ) ფილმშიც ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა… მაგრამ, რა თქმა უნდა, ნაწარმოებს მაინც სხვა ემოცია მოაქვს…

      Like

      პასუხი

  7. PorcupineD
    დეკ 26, 2011 @ 18:27:26

    ამ წიგნზე თუკი ვინმემ რამე უნდა დაწეროს არ ვიცი 😐
    უბრალოდ გენიოსური ნაშრომია.
    კენ კიზი ის ერთ-ერთი უიშვიათესი (და ალბათ ამიტომაც ასე გამორჩეული) ბიტნიკი იყო, რომელმაც ერთხელ გაიბრწყინა ცაზე და სამუდამოდ დატოვა ის ვარსკვლავი ანთებული. შედევრია წიგნიც და ფილმიც ❤
    მახსოვს ემოცია, როცა პირველად ვნახე ფილმი და მახსოვს ემოციაც, როცა წიგნი წავიკითხე ❤

    Too Old To Rock 'n' Roll: Too Young To Die !

    Like

    პასუხი

  8. Trackback: დეკემბრის მოგზაურობები « კეჟერაძის ბლოგი
  9. niksologi
    იან 24, 2013 @ 09:24:24

    წამოდი ჩემთან “კინო”-ში კეჟერაზე, წამოდი…
    საკუთარი თვალით უნდა ნახო ყოლიფერი

    Like

    პასუხი

  10. McMurphy
    ივნ 28, 2013 @ 12:03:02

    ეს არის წიგნი, რომელმაც მთლიანად შემცვალა, მაკმერფიმ კი საერთოდ გამაგიჟა.

    Like

    პასუხი

  11. Trackback: Et Cetera – დასაწყისი | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი