“ყვავილები ელჯერნონისთვის”

შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების (ეს განსაზღვრება არ მიყვარს, მაგრამ ოფიციალურად მათ სწორედ ასე უწოდებენ) პრობლემებზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ზოგჯერ  სინამდვილეს ლიტერატურაში უფრო ვხედავთ. ხშირად რეალურად ასეთ თემებს ძალიან ზედაპირულად უყურებენ. ბოლოს ამ საკითხს ერთ-ერთ ჩემთვის საინტერესო ლიტერატურულ ბლოგზე გადავაწყდი და გადავწყვიტე გავცნობოდი დენიელ კიზის “ყვავილებს ელჯერნონისთვის”.

ეს არის მოთხრობა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, მაგრამ მიუხედავად მცირე მოცულობისა,საოცრად ემოციურია. საქმე გვაქვს ექსპერიმენტთან, რომელმაც გონებასუსტი ჩარლი ჩვეულებრივი ინტელექტის მქონე ადამიანად უნდა აქციოს. წინასწარ არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ოპერაციის შედეგი, მაგრამ ჩარლის გონებრივი პროგრესი თვალნათლივ ჩანს მის ჩანაწერებში. ის უფრო და უფრო ნაკლებ გრამატიკულ შეცდომას უშვებს და მეტს აზროვნებს. საწყისს ეტაპზე ყველაფერი ძველებურადაა. ის კვლავ წარუმატებლად ეჯიბრება თაგვ ელჯერნონს, რომელმაც უკვე გაიარა ინტელექტის ხელოვნურად გაუმჯობესების ოპერაცია. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ხვდება, რომ ადამიანები არც ისე კეთილები არიან, როგორც მას ჰგონია და ე.წ. მეგობრები მხოლოდ დასცინიან… და მარტო რჩება, უფრო სწორად, მანამდეც მარტო იყო, როგორც მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უმეტესობა…

ელჯერნონ-გორდონის ეფექტი ჯერჯერობით რეალობას არ შეესაბამება. ჩარლი გორდონი არ არსებობს და არც თაგვი ელჯერნონია ნამდვილი, მაგრამ მთლიანობაში მოთხრობას მშვიდად ვერ ჩაიკითხავთ. მიუხედავად იმისა, რომ სუსტი ნერვებით არ გამოვირჩევი, მინდა გითხრათ, რომ ასეთი ემოციები დიდი ხანია არც ერთ ნაწარმოებს არ გამოუწვევია. უბრალოდ ერთ რამეზე დავფიქრდი – კი მაგრამ, რა გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენგან ოდნავ განსხვავებული ადამიანები გვიყვარდეს, თუნდაც მათ ჩვენზე დაბალი ინტელექტის კოეფიციენტი ჰქონდეთ? ბოლოსდაბოლოს ადამიანობა რაღაც ციფრებით გამოიხატება თუ სულიერებით? არადა ამ ადამიანებს ბავშვურად სუფთა სული აქვთ… რა მოხდება ყველამ რომ მივიტანოთ “ყვავილები ელჯერნონის საფლავზე”?!

15 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Mar 12, 2012 @ 01:33:24

    ერთ-ერთი საუკეთესო Sci fi ნაწარმოები.პირველ კურსზე ვიყავი, რომ წავიკითხე, პატარა არ მეთქმოდა ნამდვილად, მაგრამ ბავშვივით კი ვიტირე 😦

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 12, 2012 @ 01:41:28

      რაღაც დოზით ყველა ნაწარმოები იწვევს ემოციას, მაგრამ ბავშვობაშიც იშვიათად მქონია მსგავსი განცდა კითხვის დროს 😦

      Like

      Reply

  2. სანდრო
    Mar 12, 2012 @ 22:32:39

    აუ ძალიან დამაინტერესა აუცილებლად უნდა წავიკითხო ქართულად თუ არის ნათარგმნი.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 13, 2012 @ 17:11:58

      გადავამოწმე ინფორმაცია და რამდენიმე წლის წინ უთარგმნიათ ბრედბერის და ბრაუნის მოთხრობებთან ერთად…

      Like

      Reply

  3. ჭიამარია
    Mar 13, 2012 @ 09:23:25

    რას ვიზამთ, ადამიანები კიდევ შურიანებიც ვართ, ზემოდან ყურებაც გვიყვარს.. რაღაცით დაბლა მდგომს თუ ვხედავთ, შანსს არ ვუშვებთ ჩვენი უპირატესობებით თავი მოვიწონოთ…
    ყველა არაა ასეთი, მაგრამ რეალობა რეალობაა.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 13, 2012 @ 17:13:12

      ჩვენი (ადამიანების) ეს თვისებები რომ გამახსენდა, ალბათ სწორედ ამიტომაც იმოქმედა ასე ამ მოთხრობამ… 😦

      Like

      Reply

  4. Sgt. Pepper
    Mar 13, 2012 @ 15:54:15

    მცირე ნაწილი მაქვს წაკითხული მხოლოდ, მაგრამ რაც წავიკითხე, საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ბევრ რამეზე ჩავფიქრებულიყავი… ისე, ქართული გამოცემა არსებობს?

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 13, 2012 @ 17:15:14

      არსებობს. ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების ბროშურაში შედის ბრედბერისა და ბრაუნთან ერთად… ეს რაც შეეხება მოთხრობას და გავრცობილი ვერსიის თარგმანზე ვერაფერს გეტყვი…

      Like

      Reply

  5. tsotnee
    Mar 13, 2012 @ 20:10:32

    მე ქართულს როდის ვიშოვი და არა, რა უნდა დავიწყო რუსულად კითხვა! 😦

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 13, 2012 @ 21:11:46

      ეს კიდევ არ არის ისეთი “უშოვნელი” 🙂 მაგრამ თუ დაიწყებ, არ ინანებ 😉 “ექსკლუზიურად” წაიკითხავ ხოლმე ჯერ უთარგმნელ წიგნებს…

      Like

      Reply

  6. მოლი ბლუმი
    Mar 14, 2012 @ 01:37:59

    ქართულად ნათარგმნია. უბის წიგნაკის ფორმატით გამოსცეს, დაახლოებით ხუთი წლის წინ. შეიძლება, რომელიმე მაღაზიაში ახლაც იყოს.

    Like

    Reply

  7. likaqurtsikidze
    Apr 30, 2012 @ 14:19:47

    რახან ეს სიტყვა (შეზღუდული შესაძლებლობები) არ გიყვარს, მეცნიერებამ ახალი ტერმინი შემოგვთავაზა– განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი. 🙂 უფრო ჰუმანურად ნამდვილად ჟღერს, ასე რომ…
    რაც შეეხება ნაწარმოებს– ძალიან კარგი საკითხავია და ამავდროულად ძალიან საინტერესოც. (რაც კარგად ჩანს შენს პოსტში) 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 30, 2012 @ 19:21:53

      მართალია, არ მიყვარს… მგონია, რომ ზოგჯერ ჩვენზე მეტი შესაძლებლობებიც კი აქვთ…

      Like

      Reply

  8. Trackback: ლიტერატურული 2012 « კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: