მილენიუმის ტრილოგია

სტიგ ლარსონის ამ ტრილოგიაზე ახალი რაღა უნდა გითხრათ. მისი პირველი ნაწილი სრულიად ბლოგოსფეროს და თავად ფინჩერის ინტერესის სფეროში მოექცა. მეორე ნაწილი სულ ახლახანს გამოჩნდა ქართული წიგნის მაღაზიების თაროებზე და როგორც ამბობენ, მალე მათ მესამეც შეუერთდება. პირადად მე დიდხანს ვერ მოვიცალე ლარსონის გასაცნობად, მაგრამ რომ გავიცანი, ვეღარ მოვწყდი და ტრილოგია ბოლომდე ჩავიკითხე.

სანამ უშუალოდ მწერლის და ნაწარმოებების დადებით მხარეებსა თუ მინუსებზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, რომ ლარსონმა თავიდანვე დაიმსახურა ჩემი პატივისცემა თავისი ზუსტი მარკეტინგული გათვლით. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ შვედეთში ასტრიდ ლინდგრენი ყველაზე პატივსაცემი პიროვნებაა და პირადად მე ამ ევროპული ქვეყნის არსებობის შესახებ სწორედ ამ გენიოსი (ამ შემთხვევაში არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას) მწერლის დახმარებით შევიტყვე. მსოფლიოში უამრავი ადამიანი ფიქრობს ჩემსავით და შესაბამისად უამრავი ადამიანი დაინტერესდა სტიგ ლარსონის იმ გმირებით, რომლებიც პეპისა და კალეს გაზრდილ “ვერსიებად” მოიაზრებიან.

პირველად ჟურნალ “მილენიუმის” ერთ-ერთ დამფუძნებელ მიქაელ ბლუმკვისტსა და დრაკონისტატუიან ლისბეთ სალანდერს ჰარიეტ ვანგერის გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით ვხვდებით. ლარსონის ერთადერთი გამოკვეთილი მინუსიც სწორედ აქ ჩნდება. მისი “ზედმეტად” ჟურნალისტური სიზუსტე ოდნავ აგდებს კითხვის ტემპს, თუმცა ინტერესი არ იკარგება. სხვა თუ არაფერი, აქ იმდენ საინტერესო ამბავს ვაწყდებით – ბურუსით მოცული ამბის გამოძიება, ვანგერების   დიდი ოჯახი, ფაშიზმის “აჩრდილი”, ე.წ. შვედური ოჯახი, განსხვავებული ფსიქიკის მქონე ლისბეთი, ძალადობა, ბიბლიასთან დაკავშირებული შემზარავი დანაშაულებები, კორუფცია და ფინანსური მაქინაციები, … და რაც მთავარია, დასასრული – მიუხედავად მწერლის აქტიური “დახმარებისა” (ყოველი ნაწილის დასაწყისში ტყუილად ხომ არ გვთავაზობდა მშვიდობიანი შვედეთისთვის ცოტა უცნაურ ძალადობის სტატისტიკას, ან შემთხვევით ხომ არ ჰქვია ორიგინალში ტრილოგიის პირველ ნაწილს “ქალთმოძულე კაცები”), ბოლომდე დაძაბული ველოდი საიდუმლოს ამოხსნას…

ტრილოგიის პირველ ნაწილში ამოვხსენით ჰარიეტ ვანგერის გაუჩინარების საიდუმლო, მაგრამ ორი პასუხგაუცემელი კითხვა დაგვრჩა – რამ შეარყია ლისბეთის ფსიქიკა და ბოლო-ბოლო რა მომავალი აქვს მისი და მიქაელის სასიყვარულო ურთიერთობას?! სწორედ ამის გასარკვევად გავყევი ლარსონს ახალ “მოგზაურობაში” და მიზანსაც მივაღწიე. გარდა იმისა, რომ მუდამ ცეცხლთან მოთამაშე სალანდერს და სამართლიანობისთვის მებრძოლ ბლუმკვისტს ისევ შევხვდი, მწერალი შეეხო ისეთ საინტერესო თემას, როგორიცაა ტრეფიკინგი და სხეულით ვაჭრობა (თუმცა თავისი ჟურნალისტური სიზუსტეები მაინც ვერ მოიშალა). სწორედ ამ საერთაშორისო დანაშაულთან დაკავშირებული მკვლელობების საქმეში გაებნენ ჩვენი ძველი ნაცნობები…

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ტრილოგიის მესამე ნაწილის ქართული თარგმანი ჯერჯერობით არ არსებობს. მაგრამ ვეღარ მოვითმინე (ბოლო დროს გამომცემლობები უფრო ოპერატიულად მუშაობენ, მაგრამ თარგმნა და დაბეჭდვა ბევრად ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე კითხვა) და რუსულად ამეტყველებულ ლარსონსაც გავესაუბრე. ამ ნაწილზე საუბრისას სიფრთხილეს გამოვიჩენ და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ლისბეთი ამჯერად კრაზანების ბუდეს ანგრევს (ქართულმა ვიკიპედიამ ასე თარგმნა ტრილოგიის ამ ნაწილის სათაური) და გამოწვევას უგზავნის მტრებს, სახელმწიფოს და რაც მთავარია, თავის წარსულს. აქვე გაიგებთ, თუ როგორ დასრულდება მისი და მიქაელ ბლუმკვისტის უცნაური სიყვარულის ისტორია…

საბოლოო ჯამში, “მილენიუმის ტრილოგიამ” და სტიგ ლარსონთან ნაცნობობამ გაამართლა. სამივე ნაწილი ერთი ამოსუნთქვით “შემომეკითხა”. უახლოეს დღეებში ფილმებსაც ვნახავ. ერთი შეხედვით, დენიელ კრეიგი და რუნი მარა ზუსტად ჯდებიან ჩემს წარმოდგენაში. პირველ ნაწილს მათთან ერთად გავიხსენებ, ბოლო ორში კი მათ შვედ “ანალოგებს” გავიცნობ.

P.S.დასასრულს კი ჩემი ფავორიტი ბლოგერების პოსტებს შემოგთავაზებთ ამავე თემაზე:

23 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    მარ 26, 2012 @ 23:53:40

    ანუ, შენ რუსულით დაასრულე… მე, ჯერჯერობით, თავს ვიმაგრებ :)))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მარ 26, 2012 @ 23:57:17

      ვაპირებდი მოცდას, მაგრამ ერთი დღის მეტი ვერ გავძელი 🙂 დასასრული აუცილებლად უნდა გამეგო 🙂

      Like

      პასუხი

  2. katerina
    მარ 27, 2012 @ 00:14:42

    დამაინტრიგე, ანუ მიზანი მიღწეულია 🙂

    Like

    პასუხი

  3. ჭიამარია
    მარ 27, 2012 @ 10:17:34

    მე ინგლისური ვერსიას დავტრიალებ და ძალიან ვცდილობ არ შევცდე და მოვითმინო, მაგრამ მგონი გამიჭირდება :))

    მესიამოვნა ჩემი პოსტის სიაში ხილვა, მგონი დროა ჩემი გაფუთული ბლოგი გავხსნა საგაზაფხულოდ :)))))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მარ 27, 2012 @ 16:04:54

      ამ თემაზე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პოსტი იყო 🙂 მოვიდა გაზაფხული და უკვე ბლოგის “ფანჯრის” გაღებაც შეიძლება :))))

      Like

      პასუხი

  4. გლეხის ბიჭი
    მარ 27, 2012 @ 12:31:44

    მე მეორეს ვამთავრებ ჯერ. დიდი ხანია სახლში არ ვყოფილვარ. ერთი სული მაქვს როდის დავასრულებ. და რა გაძლებს მესამე ნაწილამდე 🙂

    Like

    პასუხი

  5. სანდრო
    მარ 27, 2012 @ 14:49:16

    დამაინტერესა, უნდა წავიკითხო, ჯერ პირველიც არ მაქვს წაკითხული 🙂

    Like

    პასუხი

  6. ცოტნე ჩახვაძე
    მარ 27, 2012 @ 22:22:42

    რა მაგრად მაინტერესებს მეორე და მესამეც. იმედნად რომ მზად ვარ რუსულადაც ვიწვალო და წავიკითხო. ჯერ შევჭამ მშობლებს და მერე ვნახავ. 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მარ 27, 2012 @ 22:47:15

      იმედია ლარსონი ოჯახური კონფლიქტის საბაბი არ გახდება :))
      მეორე ისე მთავრდება, მესამეს ითხოვს სასწრაფოდ 🙂

      Like

      პასუხი

  7. akunkula
    აპრილი 05, 2012 @ 23:11:29

    აუაუ 😐
    ამაღამ დავიწყებ რუსული ვერსიის კითხვას 🙂
    მომბეზრდა :))
    პ.ს. პოსტი ბოლომდე არ წავიკითხე, ზედმეტი რომ არაფერი გამეგო ^^

    Like

    პასუხი

  8. salomeaa
    აპრილი 29, 2012 @ 19:06:19

    2 დღის წინ შევიძინე და წავიკითხავ როცა სულ ცოტა დრო მაინც დამრჩება კითხვისთვის:))

    Like

    პასუხი

  9. salomeaa
    ოქტ 20, 2012 @ 18:55:58

    ,,გოგონა დრაკონის ტატუთი” წავიკითხე და ხვალ ვაპირებ, რომ მეორე წიგნი ვიყიდო:)) საოცარი წიგნია.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 21, 2012 @ 12:14:37

      ნამდვილად 🙂 ბოლო დროს დეტექტივების დასასრულს წინასწარ ვხვდები ხოლმე, ლარსონმა კი მოახერხა და “დამაინტრიგა” 🙂

      Like

      პასუხი

  10. Trackback: სისხლივით წითელი | კეჟერაძის ბლოგი
  11. omari
    ნოე 03, 2016 @ 19:34:31

    internetshi ver wavikitxav?

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი