ძარცვა: ერთი სიყვარულის ისტორია

40215“დიოგენეს ბიბლიოთეკაზე”  აღარაფერს გეტყვით – უკვე შევთანხმდით, რომ საუკეთესო სერიაა:) ამჯერად ახალ წიგნზე ვისაუბრებთ, რომელიც ჩემს გრძელ რიგში არ იდგა, მაგრამ წინა 13 წიგნის გათვალისწინებით, უდავოდ საინტერესო უნდა ყოფილიყო.

ავსტრალიელი პიტერ კერი ჩვენში ჯერ პოპულარული არ არის, არადა ჯონ მაქსველ კუტზეეს მსგავსად მასაც ორი ბუკერის პრემია აქვს, კონკრეტულად “ძარცვა” კი ამ პრემიის “ლონგლისტში” მოხვდა. გარდა ამისა, ანოტაციას თუ დავესესხებით, მან ავსტრალია პერიფერიული ქვეყნიდან ლიტერატურის ერთ-ერთ ცენტრად აქცია. თუ ამ წიგნს წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ მართლაც ასეა – პიტერ კერი ორჰან ფამუქისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს ღირსეული “თანამეკალმეა” (თუმცა თითოეული მათგანის შეფასება, რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია).

“ძარცვა” ერთი სიყვარულის ამბავია, რომელიც “მოდიდან გადასული” მხატვრის ტრაგიკულ ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრა… და არა Peter-Carey-190-2მხოლოდ მის ცხოვრებაში – დიდი შემოქმედის, ლეიბოვიცის რძალმა ბუჩერის აუტისტი ძმის, ჰიუს ცხოვრებაც შეცვალა (ამას ჰიუ თავად გვიამბობს და ძალაუნებურად ბენჯი კომპსონსაც გვახსენებს)… პარალელურად ლეიბოვიცის შედევრის მფლობელიც გაძარცვეს…

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და ზედმეტი დეტალები არ წამომცდეს, მხოლოდ გირჩევთ, რომ წაიკითხოთ. რაც შეეხება”დიოგენეს ბიბლიოთეკის” გაგრძელებას, ჩემი აზრით, ამ სერიას ძალიან “მოუხდებოდნენ” კურტ ვონეგუტი, რეი ბრედბერი, ჩარლზ ბუკოვსკი და უილიამ ბეროუზი. იმედია, მომავალში მათ თარგმანებსაც ვიხილავთ 🙂

Advertisements

12 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Apr 11, 2013 @ 20:52:44

    მშვენიერი წიგნია 🙂 მოსაზრებებს დღეს, თორმეტის შემდეგ გაახლებთ 🙂

    Like

    Reply

  2. tami
    Apr 11, 2013 @ 21:35:47

    აუ მაგრად მინდა წაკითხვა ძალიან მაინტერესებს,და ბუკოვსკი ამ სერიისთვის მშვენიერი გაგრძელება იქნებოდა

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 11, 2013 @ 21:44:49

      ბუკოვსკის ველოდებით მოუთმენლად ( იმედია, მაინცდამაინც “პური ლორით” არ იქნება) :))

      Like

      Reply

    • Kejeradze
      Apr 11, 2013 @ 21:57:27

      ვაპირებთო 🙂 როდის და კონკრეტულად რომელ ნაწარმოებს, არ უთქვამთ

      Like

      Reply

  3. Jane
    Apr 13, 2013 @ 20:18:23

    უკვე მეორე პოსტი ამ წიგნზე, რაც მე ვნახე 🙂 და საერთოდ, დიოგენეს ბიბლიოთეკას უნდა მივადგე ვამჩნევ.
    :ვაიმეჩემოხელფასო:

    Like

    Reply

  4. სალაყბო
    May 21, 2013 @ 22:23:08

    მომწონს შენი მოგზაურობები

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: