ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები

“მე მომწონს თქვენი ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი ქრისტეს საერთოდ არ გვანან” – მაჰათმა განდი.

indexკეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიუ-ბაბილონში! ეს ის ადგილია, სადაც მარადიული მოწყენილობა სუფევს. უვიცობა და უფულობა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ეს უკანასკნელი არც თუ მარტივი შესამჩნევია – ბაბილონელები 1000-ლარიანი განვადებით გამოტანილი ტელეფონებით შესაშური მონდომებით (ნეტავ ასეთი მონდომებით საქმეს აკეთებდნენ) ამესიჯებენ (გამავალი ზარი გამორთული აქვთ და რა ქნან), უახლესი ავტომობილების შეძენაც არ ავიწყდებათ (მერე რა, თუ ხანდახან ბენზინსაც კი ვერ ასხამენ) და “სეკონდ ჰენდებსაც” აქტიურად სტუმრობენ. ბაბილონელებს ხომ მხოლოდ სამი პრობლემა აწუხებთ – ავად არიან, შიათ და სცივათ.

ნიუ-ბაბილონელებისთვის ილიას ცნობილი ლოზუნგი ასე ჟღერს: “ლოთობა, უსაქმურობა და უიმედობა. ჩვენი მამული წყალწყალა ღვინის სმა და დაკუჭული საქართველოს დღეგრძელობაა. ენა –  უქმად ყოფნა და ლაყბობა. სარწმუნოება – სასოწარკვეთა და ამპარტავნება.”

ნიუ-ბაბილონელთა სარწმუნოებაზე საუბრისას ორიოდე სიტყვით ვერ შემოვიფარგლებით. ეს განსაკუთრებული ფენომენია, მსოფლიოში ანალოგი რომ არ აქვს, ისეთი (ნიუ-ბაბილონელთა მეზობლებსაც “საინტერესო” რწმენა აქვთ, მაგრამ ამაზე სხვა დროს). ნიუ-ბაბილონელები ისე ემზადებიან ბოლო ჟამისთვის, თითქოს ვინმეს შეეძლოს მისი წინასწარმეტყველება… თუმცა ისინი ხომ რჩეული ერის წარმომადგენლები არიან და სხვებზე ადრე ამჩნევენ “უტყუარ ნიშნებს”. ამ რჩეულობის გამო უფლის მცნებების დაცვაც არ ევალებათ (მერე რა, რომ თავად განკაცებული ღმერთი იცავდა მათ). სამოთხეში ადგილი მაინც გარანტირებული აქვთ. ძველი რუსოფილი, გაქვავებული საბჭოური გულისა გახევებული კომუნისტური ტვინის “ამაყი მფლობელი”, ყოფილი “ძველი ბიჭი”, მაგრამ “ოფიციალურად” მართლმადიდებელი ხომ უფრო “სათნოა უფლისთვის”, ვიდრე “მასონური” ამერიკის შვილი ჯიმი. ამ უკანასკნელმა ერთი კი არა, მილიონი გმირობაც რომ ჩაიდინოს, ჯოჯოხეთის ცეცხლს ვერსად წაუვა. ქრისტე კი საქმეს მიიჩნევდა  უპირატესად და მის გარეშე რწმენას არად აგდებდა, მაგრამ ნიუ-ბაბილონელები ხომ თავად ქრისტეზე უფრო ქრისტიანები არიან?

P.S. ნიუ-ბაბილონში კიდევ ბევრი რამ ხდება, რაც თავად უნდა ნახოთ… ამ მცირედიდან თუ გეცნოთ ნიუ-ბაბილონი, ნუ გაგიკვირდებათ… დიახ, დიახ, ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც ევროპას “გარყვნილების ბუდედ” მიიჩნევს და რუსეთს “ერთმორწმუნე მეგობრად”, სექსუალური უმცირესობების “გასანადგურებლად” “რჩეული ლაშქარი” გამოჰყავს, ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციაზე – ოციოდე ადამიანი, ისლამის მიმდევარ ქართველებს “თათრებს” უწოდებს და 30-საუკუნოვანი ძმობის შემდეგ ქართველ ებრაელებს ხანუქის  დღესასწაულის აღნიშვნას უკრძალავს… დიახ, ჩვენ ნიუ-ბაბილონელები ვართ!

15 Comments (+add yours?)

  1. vampira
    დეკ 05, 2013 @ 23:23:18

    მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნზე მსმენია კიდევაც, მაგრამ მაინც არ დავინტერესებულვარ აქამდე, ამ პოსტის შემდეგ აუცილებლად შევიძენ!: ) ასეთი რეცენზიის შემდეგ უბრალოდ ვერ გავუძლებ რომ არ წავიკითხო

    Like

    პასუხი

  2. odilavadze
    დეკ 06, 2013 @ 08:30:03

    ნათია, ძალიან გამახარე, მადლობა!

    Like

    პასუხი

  3. rusa111
    დეკ 06, 2013 @ 17:36:10

    გვეცნო, გვეცნო პრობლემები…
    ისევ განათლების ამბავია, უფრო სწორად, გაუნათლებლობის…

    Like

    პასუხი

  4. Kejeradze
    დეკ 06, 2013 @ 18:52:17

    გა-უნათლე-ბლობაა ყველაფრის სათავე, ანუ “სიბნელეში” ცხოვრება…

    Like

    პასუხი

  5. marika
    დეკ 06, 2013 @ 23:40:15

    ძალიან კარგი წიგნია… ტკივილი, ირონია და რეალობა… სევდიანი…

    Like

    პასუხი

  6. glamtaia
    დეკ 08, 2013 @ 03:15:02

    ასეთი რეცენზიების მერე აუცილებლად წავიკითხავ !

    Like

    პასუხი

  7. Trackback: საახალწლო მოგზაურობები 2013 | კეჟერაძის ბლოგი
  8. lekso
    იან 10, 2014 @ 12:21:56

    unda unda wavikitxoo au ra originaluradaa agwerili ukve araertxel daxatuli mware qartuli realoba ! malaci arli! 😀

    Like

    პასუხი

  9. ლანა
    იან 11, 2014 @ 16:28:22

    მაგარი ნაწარმოებია. წიგნი შესაძენია და წასაკითხი. ამ წიგნზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. ამ წიგნზე უნდა ლაპარაკობდნენ.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      იან 12, 2014 @ 14:52:01

      ნამდვილად ასეა. ზოგადად წიგნებზე რაც მეტს ვილაპარაკებთ, მით უკეთესი იქნება (ნაკლები დრო დაგვრჩება უაზრო თემებისთვის)… მით უფრო, ასეთ წიგნებზე…

      Like

      პასუხი

  10. anuka
    აგვისტო 05, 2014 @ 15:52:39

    სრულიან ერმა რომ უნდა წაიკითხოს ისეთი წიგნია 🙂 მადლობა ზურას და სულაკაურს და კეჟერაძეს 🙂

    Like

    პასუხი

  11. Trackback: ორპირი თბილისი სტოკჰოლმი | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი