მოგზაურობა ქალებთან ერთად

ელფრიდე იელინეკის “პიანისტი ქალი” – პირდაპირ გეტყვით – ამ წიგნმა შოკში ჩამაგდო! არა, ეგოისტი დედების მეტი რა გვინახავს საქართველოში, მაგრამ პიანისტი ერიკას დედა უნიკალური მოვლენაა. ასეთი მანიკალური ფსიქიკის დედა ნამდვილად არ შემხვედრია და რა გასაკვირია, თუ ასეთი ადამიანის გვერდით ჯერ ქმარი გაგიჟდა, შემდეგ კი შვილს დაეწყო სადო-მაზოხისტური გადახრები. ერიკა ხომ მთელი ცხოვრება (30 წელზე მეტი) დედის მხრიდან ფიზიკური და ფსიქლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახლდათ – მას არ ჰქონდა მუსიკაზე უარის თქმის უფლება, არც დაუკითხავად გარეთ გასვლის, არც გვიან მოსვლის, არც სიყვარულის, არც მეგობრობის… ერიკას არაფრის უფლება ჰქონდა და ამიტომაც შექმნა თავისი სამყარო – ტკივილზე დაფუძნებული სამყარო, იმიტომ რომ მან სხვა არც არაფერი იცოდა…

ვირჯინია ვულფის “გზა შუქურისკენ” – ვირჯინია ვულფი უცნაური ქალია, ძალიან უცნაური… ხანდახან ჯეიმს ჯოისსაც კი ემსგავსება, ხანდახან – უილიამ ფოლკნერს… ის ერთი ოჯახის ისტორიას გვიამბობს, რომლებიც 10 წლის შუალედით სტუმრობენ აგარაკს შუქურასთან და ქმედებაზე მეტად საკუთარ თავს უღრმავდებიან… ფიქრობენ, ფიქრობენ, ფიქრობენ…

სიმონა დე ბოვუარის “მეორე სქესი” – ეს არის ტრაქტატი ქალებზე, უფრო სწორად კი ფემინიზმზე. სიმონა მთელს წიგნს ქალების წარსულის, აწმყოსა და მომავლის კვლევას უთმობს, რაც ჩემთვის, როგორც ფემინიზმისგან ძალიან შორს მყოფი ადამინიასთვის (მეორე უკიდურესობა მგონია), დიდად საინტერესო არ აღმოჩნდა. ამიტომ მხოლოდ პირველი ტომი წავიკითხე. თქვენ თუ გაინტერესბთ ეს თემა, სცადეთ. მოგეწონებათ. მე კი მეტს ვერაფერს გეტყვით – თავად უნდა ნახოთ.

დორის ლესინგის “ოქროს რვეული” – დორის ლესინგიც ფემინისტების ფავორიტი მწერალია. ეს წიგნიც თავისუფალ ქალებს მიუძღვნა – ანა ვულფსა და მის მეგობარ მოლის (სახელებს დააკვირდით). ანას ოთხი რვეული აქვს – შავი, წითელი, ყვითელი და ლურჯი. მათში საკუთარ წარსულზე, კომუნისტურ პარტიაზე, გამოგონილ პერსონაჟ ელასა და ყოველდღიურ განცდებზე წერს. მისი ჩანაწერები ზოგჯერ საოცრად საინტერესოა (თვალსაც კი ვერ მოსწყვეტთ), ზოგჯერ – ნაკლებად (გაწელილივითაა), თუმცა კი თავისუფალი ქალების ცხოვრება ძალიან საყურადღებოა. თუ წიგნის ზომა არ გაშინებთ, წაიკითხეთ, მიუხედავად თქვენი სქესისა 🙂

P.S. სილვია პლათთან კომბინაციაში ეს წიგნები საუკეთესო არჩევანი იყო. თუ თქვენც დაინტერესდით, მაშინ გამომცემლობა “ინტელექტსა” (ნობელიანტების სერია) და პალიტრა L-ს უნდა მიმართოთ. “გზა შუქურისკენ” “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” თარგმნა.

8 Comments (+add yours?)

  1. ლა მაგა რაიუელა
    მაისი 27, 2014 @ 12:13:05

    მეორე სქესი არის მგონი ნათარგმნი

    Like

    პასუხი

  2. salomeaa
    მაისი 29, 2014 @ 01:07:30

    ,,ოქროს რვეულს” პოსტი მივუძღვენი, წაკითხული გექნება: )))
    ,,პიანისტი ქალი” მართლა შოკისმომგვრელი წიგნია.
    ვირჯინია ვულფზე რომ ვგიჟდები ესეც იცი, ეს წიგნი არ წამიკითხავს
    სიმონ დე ბოვუარს რაც შეეხება ,,სასოწარკვეთილი ქალები” დავიწყე და ყელში უგემურად გამეჩხირა, ვერ ჩავამთავრე:/

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მაისი 29, 2014 @ 14:37:57

      წაკითხული მაქვს :)))

      “სასოწარკვეთილი ქალი” უფრო მომეწონა. თვითონ ქალი კი შემძულდა, მაგრამ მაინც :))) “მეორე სქესი” ზედმეტად დიდი და ფემინისტური იყო ჩემთვის :)))

      Like

      პასუხი

  3. salomeaa
    მაისი 29, 2014 @ 01:09:06

    დამავიწყდა მეთქვა- ეს ფოტო ძალიან მომწონს, ვირჯინიას ფოტო კარებზე, წიგნები , კიბე, ქაოსი და სიმყუდროვე ერთად: ))))

    Like

    პასუხი

  4. პატ ჰოლმანი
    ნოე 23, 2014 @ 15:27:10

    ”პიანისტი ქალი ” კარგია ? რამდენიმე წლის წინ დავიწყე და მივატოვე ..

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი