თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი

10300269_551782148263776_723468954789247510_n

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ტრადიციულად საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წიგნები კიდევ ერთხელ მომადგნენ სახლის კართან 🙂 მართალია, ბევრი არაფერი მინდოდა, რადგან უკვე ქინდლიც მაქვს, “ბიბლუსიც” თითქმის ცხვირწინ გაგვიხსნეს (შარშანდელ ფესტივალზე მოცემული პირობა შესრულებულია) და “დიოგენეც” ხშირად გვანებივრებს ონლაინ-კონკურსებით, მაგრამ წიგნის საერთაშორისო დღიდან ფესტივალამდე გამოცხადებული მორატორიუმის გამო რამდენიმე სიახლე მაინც დაგროვდა და ჩვენც, როგორც ყოველთვის, კოლექტიურად გავუდექით გზას.

“ნადირობა” “ინტელექტის” სტენდიდან დავიწყეთ. შირინ ებადის “ოქროს გალია”, რომელსაც ასე ველოდი, კიდევ ერთხელ რომ გამომრჩენოდა, ვერ იქნებოდა კარგი ამბავი. ამიტომ სანამ საფულეც და მეხსიერებაც წესრიგში მქონდა, სასწრაფოდ გავაქანე ჩანთისკენ. აქვე მარკესის ოთხი ახალი თარგმანიც დაგვხვდა: “პოლკოვნიკს არავინ სწერს”, “გენერალი თავის ლაბირინთში”, “საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი ანუ ათი დღე ზვიგენების პირსპირ” და “ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი”. უკანასკნელი სამი ჩემთვის სიახლეა და სიამოვნებით გავეცნობი.

შემდეგი გაჩერება “ლოგოს პრესის” სულ პაწაწინა კუთხე გახლდათ. ნატო დავითაშვილის “ნისლებში და ნისლებს მიღმა” რატომღაც ფრიად დეფიციტური გახდა და რამდენიმე თვე უშედეგოდ ვეძებდი. სამწუხაროდ, ვერც ახლა მოვიძიე. ტირაჟი დამთავრდა, თუ რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ნომერ პირველი სურვილი კი იყო 😦

“სიესტამ” ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო” ისევ გამოსცა, “არტანუჯმა” კი ანა პოლიტკოვსკაიას “პუტინის რუსეთი” თარგმნა. ეს უკანასკნელი რამდენიმე თვის წინ წავიკითხე და გირჩევთ, რომ აუცილებლად შეიძინოთ.

“პალიტრა L” პოპულარობას არასდროს უჩიოდა და ახლაც სერიული გამოცემების შესავსებად მოსული მკითხველები მრავლად ირეოდნენ მათ სტენდთან. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროს გამომცემლობა გასცდა სერიებს და საკმაოდ საინტერესო გზას დაადგა. ამიტომ ამჯერად ორმაგად მეტი მკითხველი “მიესიათ” 🙂  ერთადერთი, რაც გამახსენდა, ის იყო, რომ დიდი ხანია ელიფ შაფაქის “სტამბოლელი ნაბიჭვრისა” და აკას “შენი თავგადასავლის” შეძენა მინდა. ამბობენ, სივენ კინგის “ნისლმა” ჩამოუსწრო ფესტივალსო, მაგრამ ვერ შევნიშნე. მეორე ვიზიტზე თუ უფრო სიხალვათე იქნა, მოვიძიებ 🙂

ხალხმრავლობით გამოირჩეოდა “ბაკურ სულაკაურის” სტენდიც. სამწუხაროდ, კინობიბლიოთეკაში დაანონსებული მხოლოდ ერთი წიგნი – სტანისლავ ლემის “სოლარისი” –  მოესწრო და ისიც უკვე წაკითხული მქონდა, მაგრამ რამდენიმე სიახლე მაინც დაგვახვედრეს. ამავე სერიის უკვე გამოსული წიგნების გარდა, სულ ახალი მურაკამი, რუშდი და აკა მორჩილაძის ორი წიგნი, რომელთაგან ჯერჯერობით ერთი – “ჩრდილი გზაზე” – “მოვინადირე”. კიდევ ჩეხოვმა და გეიმანმა ჩამოუსწრეს ფესტივალს. ეს უკანასკნელი არ წამიკითხავს და სიამოვნებით გავეცნობი. რაც შეეხება ფასდაკლებებს, ამჯერად მართლაც უპრეცენდენტო იყო და მარი ბექაურის “მეორე მხარე” და აკას თეთრი სერიის რამდენიმე ტომი საკმაოდ იაფად შევიძინეთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კატალოგში მითითებული ფასდაკლება ყოველთვის არ ემთხვეოდა რეალურს.

“დიოგენემ” არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და სერიოზულ ფასდაკლებებთან ერთად (თითქმის განახევრებული ფასი) სიახლეებიც შემოგვთავაზა. ჯერ იყო და ვუდი ალენი და ჯოის კეროლ ოუტსი მიემატნენ ამერიკელთა სერიას, შემდეგ ჯივზისა და ვუსტერის ახალი თავგადასავლები გამოჩნდა, დიდი ხნის წინ დაანონსებული “პრაღის სასაფლაოც” გამოვიდა (მე “ფუკოს ქანქარა” მერჩივნა, მაგრამ ისეთი ეგოისტიც არ ვარ, რომ ამ წიგნის გამოსვლა მწყენოდა) და “დიოგენეს ბიბლიოთეკასაც” შეემატა ახალი ტომი – ბოჰუმილ ჰრაბალის “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს”. კიდევ ფამუქის “სხვა ფერებიც” ითარგმნა – თუ ესეები გიყვართ, მოგეწონებათ.

P.S. სიტყვა გამიგრძელდა. აჯობებს, თუ სასწრაფოდ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე –  “დაგემოვნებაზე” – გადავალ 🙂 თქვენ კი, თუ ჯერ არ ყოფილხართ, არ გამოტოვოთ. წიგნები კვირის ჩათვლით გელიან 🙂 დახურვის დღეს მეც შევივლი კიდევ ერთხელ. “ბაკურ სულაკაურის სტენდთან” დათო ტურაშვილი აკა მორჩილაძის ახალ წიგნებზე ისაუბრებს.

20 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    May 29, 2014 @ 22:10:19

    მშვენიერი დღე გქონია.

    კინგის “ნისლი” მეც არ შემინიშნავს. ვიკითხავ და შაბათისთვის მზად ვიქნები. დანარჩენებზე რა გითხრა, ყველაზე საინტერესო რაღაცებისთვის მიგიგნია.

    ჰო, ფუქოს ქანქარას რომ თარგმნიან და გამოსცემენ, დიოგენეს წინ თავდაყირა დავდგები პეპივით ❤

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 29, 2014 @ 22:21:14

      კინგი რომ ყოფილიყო, ალბათ ორმაგი რაოდენობის ხალხი იქნებოდა :)))

      “ფუკოს ქანქარა” რომ გამოვა, ოფიციალურ დღესასწაულად უნდა გამოვაცხადოთ :))) ჯერ გმირულად ვუძლებ და თუ იჩქარებენ, კარგი იქნება :))

      Like

      Reply

  2. SopHia!
    May 29, 2014 @ 22:42:46

    ელიფ შაფაქის “სტამბოლელი ნაბიჭვრი” იპოვე? მე ვერ ვიპოვე და ძალიან დამწყდა გული… დღეს ჩემი შენაძენების რაოდენობით კმაყოფილი არ ვარ )) ძალიან ბევრი ხალხი იყო და თვალები ისე ამიჭრელდა აი ვერ ვხსნი… რა მეყიდა ვეღარ ვხვდებოდი და წაღებული ფული როგორ გამენაწილებინა… შაბათს კიდევ ერთხელ ვესტუმრები და დიდი იმედი მაქვს დახუნძვლული წამოვალ ზეგ მაინც ))

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 29, 2014 @ 22:50:27

      რატომღაც საბავშვოებში გადავაწყდი :))

      თითქმის ყველგან არეულობა იყო, მაგრამ ეს ისეთი ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთან, წესრიგი რომ ყოფილიყო, ის გამიკვირდებოდა :))

      წარმატებული “ნადირობა” 😉

      Like

      Reply

      • SopHia!
        May 30, 2014 @ 22:50:14

        დიდი მადლობა )) დღეს 8 წიგნი მოვინადირე… კმაყოფილი ვარ… სტამბოლელი ნაბიჭვარი მაინც ვერ ვიპოვე,ნუ არაუშავს ))

        Liked by 1 person

        Reply

  3. სანდრო
    May 30, 2014 @ 20:18:20

    მე დღეს მოკრძალებულად მივადექი “დიოგენეს” და “იურისტების სამყაროს” სტენდებს სულაკაურს და “ინტელექტსაც” ვერ ჩავუარე გულგრილად, მშვენიერი წიგნებიც შევიძინე და გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლებისგან შესანიშნავი საფორტეპიანო მუსიკის კონცერტის ჩანაწერიც მივიღე საჩუქრად ^_^

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 30, 2014 @ 21:14:48

      იურისტებს საკუთარი გამომცემლობაც აქვთ? 🙂 არ ვიცოდი. ყოჩაღ გოეთეს ინსტიტუტს 🙂

      Like

      Reply

      • სანდრო
        Jun 01, 2014 @ 23:59:32

        რას ქვია საკუთარი გამომცემლობაც თუ გვაქვს კაცო, კი მეწყინა ცოტა 😀 ორი გამომცემლობა მუშაობს აქტიურად იურიდიულ ლიტერატურაზე “ბონა კაუზა” და “იურისტების სამყარო”

        Like

        Reply

        • Kejeradze
          Jun 02, 2014 @ 13:07:58

          მე ქსეროქსებზე “გაზრდილი” ბიზნესმენებიდან ვარ. იურისტებისგან განსხვავებით, თითქმის ქალაქგარეთ “ვმოღვაწეობდით”. გამომცემლობის ფუფუნება სად გვქონდა 😀 თან ორი…

          Like

          Reply

  4. rockermeloman
    Jun 01, 2014 @ 01:00:45

    სულაკაურის კინოსერიაში ფსიქოპათი ახალი მეგონა მე და ალბათ შევცდი :)) შენ ეგეც წაკითხული გექნება, ხომ ვიცი :დ მშვენიერი შენაძენია, მოსალოცად გაქვს საქმე ❤

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 01, 2014 @ 15:58:05

      სულ ახალია. პირველ დღეს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ 🙂 სამწუხაროდ, კი. სამაგიეროდ ფორესტი არ მაქვს წაკითხული 😀 ყველას მოსალოცად გვაქვს საქმე. ხვალიდან დავიწყებთ “დაგემოვნებას” ❤

      Like

      Reply

      • rockermeloman
        Jun 01, 2014 @ 17:01:47

        ფორესტი რუსულადაც მაქვს წაკითხული და მერე ლიტ. პალიტრა ბეჭდავდა ნაწილ ნაწილ, იქაც და არ მომეწონა :/ ისე არ გამოვა ცუდი სერია როგორც ჩანს, ოღონდ ცოტა უცხო ნაწარმოებები შემოგვაპარონ 😀

        Like

        Reply

        • Kejeradze
          Jun 01, 2014 @ 17:26:31

          ფილმის მერე იშვიათად ვკითხულობ, მაგრამ სულაკაურის ხათრით წავიკითხავ 🙂 კორმაკ მაკარტი იქნება ცოტა უცხო. თან ეკრანიზაციაც არ მინახავს და ორმაგად ველოდები 🙂

          Like

          Reply

  5. salomeaa
    Jun 02, 2014 @ 10:36:26

    ელიფ შაფაქის “სტამბოლელი ნაბიჭვრი” მინდოდა მეც და რატომღაც გადამავიწყდა: ((

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 02, 2014 @ 13:09:32

      “პალიტრას” ცოტა უნცაური სტენდი ჰქონდა. შემთხვევით თუ დაინახავდი რამეს :))

      Like

      Reply

  6. FantasyWorld
    Jun 07, 2014 @ 03:07:05

    ოოოოხ!!! დღემდე კედელს ვურტყამ თავს დასწრება რომ ვერ მოვახერხე. ისე დაემთხვა ყველაფერი, არცერთ დღეს არ მეცალა. ჯერ თემის პრეზენტაციაო, დისკუსიაო, ინტელექტუალთა კლუბის შეკრებაოო და რავიცი კიდევ რა. იმედი მქონდა კვირას მაინც მოვახერხებდი გავლას, მაგრამ ვინ გაცლის, მაღლივში ვიჯექი თერთმეტი საათიდან სიმპოზიუმის მონაწილეთა შორის, ჩემი თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი, მრავლად გადაშლილ-გადმოშლილი თემით.ისეთი იმედი მქონდა რომ ცოტა ადრე დამთავრდებოდა და მივასწრებდი, მაგრამ ექვსზე რომ გამოვედი, ფეხზე ვეღარ ვიდექი -_- წიგნის წაკითხვა მომენატრა, მოვრჩე გამოცდებს და სულაკაურის კინობიბლიოთეკას უნდა “შევუტიო” 😀

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 07, 2014 @ 12:54:28

      მაღლივიდან ადრე გამოღწევა შეუძლებელია 😀 ან საერთოდ არ უნდა მიხვიდე, ან უნდა შეეგუო დღის დაკარგვას 😀

      Like

      Reply

      • FantasyWorld
        Jun 07, 2014 @ 13:09:15

        სკოლიდან გამგზავნეს თორე ჩემი ფეხი არ იქნებოდა იქ 😀 სულ არ მაინტერესებდა იმ სიმპოზიუმზე ერთი და იგივე თემით მისული 50 ბავშვი -_-

        Like

        Reply

  7. Trackback: ისევ ამერიკელები | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: