ჰენრიკ სენკევიჩი – “ვიდრე ჰხვალ?”

ტარას შევჩენკოსთან ერთად უკრაინაში მოგზაურობის შემდეგ გადავწყვიტე კიდევ ერთი “მეგობარი” ქვეყნის წარმომადგენელი გამეცნო. პოლონელმა ნობელიანტმა ჰენრიკ სენკევიჩმა მოლოდინს გადააჭარბა. მისი “ვიდრე ჰხვალ?” ნამდვილად იმსახურებდა პრემიას „ეპოსის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის”.

ნაწარმოების ფურცლებზე ვმოგზაურობთ ნერონის რომში. როგორც მწერალი წერდა, ტაციტუსის “ანალების” წაკითხვისას ის გრძნობდა, რომ უნდა აღეწერა ორი სამყაროს შეჯახება, რომელთაგან ერთი იყო ადმინისტრაციული მანქანა, მეორე კი წარმოადგენდა სულიერ სამყაროს. ჩემი აზრით, სენკევიჩს ეს გამოუვიდა. ნაწარმოებში დეტალურადაა აღწერილი ისეთი ისტორიული ფაქტები, როგორიცაა რომის ხანძარი, რომელიც ნერონის ბრძანებით მოეწყო, ამ ხანძარში “დამნაშავე” ქრისტიანების დასჯა, რომის საიმპერატორო კარის ცხოვრება. მრავლადაა გამოგონილი ფაქტებიც, მათ შორის მთავარი გმირების – ვინიციუსისა და ლიგიას – სიყვარულის ამბავიც, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ქრისტიანების ცხოვრებისა და სიკვდილის ეპიზოდები იყო. ძველ რომში მოსახლეობა ქრისტიანებს გარყვნილ, მკვლელ და ბოროტ ადამიანებად მიიჩნევდა, მაგრამ ჯერ ქრისტიან გოგონაზე შეყვარებული ვინიციუსი და შემდეგ მთელი რომი მიხვდა, რომ ქრისტიანების ერთი ღმერთი მათ მრავალ ღმერთზე უფრო მეტ გულმოწყალებას იჩენდა. მისი მიმდევრები მხოლოდ სიყვარულის სახელის მოქმედებდნენ და სასწაულებიც არ აყოვნებდა. პეტრე და პავლე მოციქულებმა სინათლის სხივი შემოიტანეს სისხლისმსმელი ნერონის მმართველობისას. მათთან ერთად ბევრი ქრისტიანი გააკრეს ჯვარზე, ცოცხლად დაწვეს, ველურ მხეცებს მიუგდეს, თავი მოჰკვეთეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შემკრთალა. ყველა მსხვერპლი გასხივოსნებული სახით მიდიოდა ღმერთთან. მათ შორის იყო პეტრე მოციქულიც, რომელიც მოწაფეთა თხოვნით რომის დატოვებას აპირებდა, მაგრამ გზაში ქრისტე გამოეცხადა და ჰკითხა: “ვიდრე ჰხვალ, უფალო?” (“საით მიდიხარ, უფალო?”). ქრისტემ უპასუხა: “რადგან შენ ტოვებ ჩემს ხალხს, მე მივდივარ რომში, რათა ხელახლა მაცვან ჯვარს. ” ამის შემდეგ პეტრე მოციქული რომში დაბრუნდა და ჯვარზე დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ მალე ნერონის მმართველობაც დასრულდა: ,,ნერონმა ისე ჩაიარა, როგორც ჩაივლის ქარიშხალი, ხანძარი, ომი, ჭირიანობა, ხოლო პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ბორცვებიდან დღემდე გადმოჰყურებს რომსა და ქვეყნიერებას. უწინდელ კაპენის კართან აქამდე დგას პატარა სამლოცველო გაცვეთილი წარწერით ,,Quo vadis, Domine?” ვიდრე ჰხვალ?!” ანუ საით მიდიხარ უფალო?!” ასე ქრება ყოველგვარი ბოროტება, სიკეთე და სიყვარული კი რჩება, რადგან “რწმენა მთებს დაძრავს.”

16 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    სექ 26, 2011 @ 08:28:59

    ჩემი ფავორიტი სენკევიჩი მაინც “ჯვაროსნებია”. პირველად “ჯვაროსნები” წავიკითხე და ალბათ, იმიტომ.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      სექ 26, 2011 @ 08:53:32

      “ჯვაროსნებზე” ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, არ წამიკითხავს, მაგრამ “ვიდრე ჰხვალ?” იმდენად მომეწონა, რომ აუცილებლად გავაგრძელებ სენკევიჩის გაცნობას : )

      Like

      პასუხი

      • tamara
        ოქტ 24, 2011 @ 12:06:47

        სწორედ ასე მოვიქეცი მეც 🙂 “ვიდრე ჰხვალ” წავიკითხე პირველად და შემდეგ ჩავუჯექი “ჯვაროსნებს”… ნუ, ეს უკანასკნელი უფრო საყურადღებოა, რამდენადაც პოლონურ წყაროებს ეყრდნობა და მაქსიმალურად ზუსტად აქვს გადმოცემული ისტორიული ფაქტები! მართლა ფანტასტიურია!
        მაგრამ “ვიდრე ჰხვალ” ძალიან მიყვარს მეც, კარგი მწერალია ძია ჰენრიკი….

        Like

        პასუხი

      • Kejeradze
        ოქტ 24, 2011 @ 12:26:48

        ამიტომაც მაინტერესებს “ჯვაროსნები” : ) პოლონეთის ისტორიას მაინცდამაინც კარგად არ ვიცნობ და სიამოვნებით გავიგებ მეტს. თან სენკევიჩმა უკვე მომხიბლა 🙂

        Like

        პასუხი

  2. mzesaswauli
    ოქტ 05, 2011 @ 05:41:30

    ,,ნერონმა ისე ჩაიარა, როგორც ჩაივლის ქარიშხალი, ხანძარი, ომი, ჭირიანობა, ხოლო პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ბორცვებიდან დღემდე გადმოჰყურებს რომსა და ქვეყნიერებას. უწინდელ კაპენის კართან აქამდე დგას პატარა სამლოცველო გაცვეთილი წარწერით ,,Quo vadis, Domine?” ვიდრე ჰხვალ?!” ანუ საით მიდიხარ უფალო?!” ასე ქრება ყოველგვარი ბოროტება, სიკეთე და სიყვარული კი რჩება, რადგან “რწმენა მთებს დაძრავს.” – ამ სიტყვებზე ამეტირა კითხვის დროს. ძალიან მაგრად მიყვარს ეს წიგნი, უძლიერესი ნაწარმოებია. ასე საინტერესოდ დაწერილი ისტორიული რომანი არ მაქვს სხვა წაკითხული. შენც ძალიან კარგად წერ, აქვე აღვნიშნავ 🙂 ახლა ვნახე შენი ბლოგი. +1 მკითხველი გყავს 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 05, 2011 @ 15:12:40

      სენკევიჩთან დაკავშირებით სრულიად გეთანხმები : ) რასაც ვერ ვიტყვი ჩემს “კარგ წერაზე” 😀 ასე ვთქვათ, მხოლოდ სხვის “კარგ დაწერილზე” გამოვთქვამ აზრს 🙂

      Like

      პასუხი

      • mzesaswauli
        ოქტ 05, 2011 @ 15:21:50

        ზოგს ეგეც არ შეუძლია, დამიჯერე 😉 ზოგ ადამიანს ძალიან კარგ რაიმეზეც კი არ შეუძლია ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდეს.

        Like

        პასუხი

  3. salomeaa
    ოქტ 09, 2011 @ 10:50:51

    ,,ნერონმა ისე ჩაიარა, როგორც ჩაივლის ქარიშხალი, ხანძარი, ომი, ჭირიანობა, ხოლო პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ბორცვებიდან დღემდე გადმოჰყურებს რომსა და ქვეყნიერებას. უწინდელ კაპენის კართან აქამდე დგას პატარა სამლოცველო გაცვეთილი წარწერით ,,Quo vadis, Domine?” ვიდრე ჰხვალ?!” ანუ საით მიდიხარ უფალო?!”

    ეს ფრაზა მიყვარს მეც ყველაზე მეტად:)))
    ამ წიგნს ძალიან დიდხანს ვეძებდი და სრულიად შემთხვევით სურამის ბიბლიოთეკაში წავაწყდი. დასასვენებლად ვიყავი და მეორე დღეს მოვდიოდით, მაგრამ დავიჟინე მოვასწრებ და წავიკითხავ მეთქი. ნახევარ დღესა და ღამეში წავიკითხე. განსაკუთრებული ემოციები მაქვს ამიტომ: )))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 09, 2011 @ 17:18:36

      მსგავსი ექსპერიმენტის შემთხვევაში ან მე დავრჩებოდი სურამში და ან ჩემი არც თუ ისე ძლიერი მხედველობა გაყვებოდა ნერონს 😀 ისეთი წიგნია, მისი მიტოვება ნამდვილი დანაშაულია საკუთარი თავის წინაშე 😀

      Like

      პასუხი

  4. salomeaa
    ოქტ 11, 2011 @ 10:27:06

    მე გამიმართლა: )))
    მხედველობამ არ მიღალატა და უფალს სულ იმას ვთხოვ– ოღონდ თვალების პრობლემა არ მქონდეს რომ კითხვა სიცოცხლის ბოლომდე შევძლო.

    Like

    პასუხი

  5. Trackback: ჯვაროსნები | კეჟერაძის ბლოგი
  6. ლა მაგა რაიუელა
    მარ 22, 2014 @ 10:37:03

    ჯვაროსნები არ ვიცი, მაგრამ “ვიდრე ჰხვალ?!” მართლაც არაჩვეულებრივი იყო. ჩემი ბავშვობის სიტკბოებაა 🙂

    Like

    პასუხი

  7. sofo
    მაისი 29, 2015 @ 12:41:17

    ჰენრიკ სენკევიჩის ნაწარმოებების (ჯვაროსნები, ვიდრე ხვალ) ელ-ვერსია სად შეიძლება ვნახო?

    Like

    პასუხი

  8. niko
    ივლ 06, 2015 @ 00:46:09

    ეს წიგნი აგერ რვა წელია უბრალოდ ,,გადანახული” მაქვს,მახსოვს,ბაზრობაზე უბრალოდ ავიღე იაფიანი წიგნები იყო და მომყიდეს 2.5 ლარად და ასეთი მოთხოვნადი და კარგი თუ იყო ,,სირცხვილი” მე,უბრალოდ გერმანულ და ფრანგულ ლიტერატურას ვკითხულობ უფრო რადგან ძალიან ძლიერია და წავიკითხავ აუცილებლად.არ მეგონა თუ წლების წინ თურმე ასეთ წიგნს წავაწყდი თან ნაჩუქარ ფასად.ინტერნეტშიც ვნახე რომ ,,ვიდრე ხვალ” -ის ბედი ჯერ დაუდგენელიაო მოხვდება თუ არა 50 შორის სხვათაშორის თურმე ასეთი წიგნი ყოფილა და ეს რომ ვნახე ხომ დავინტერესდი ამ წიგნით,მერე ახლა ეს კომენტარები დავკითხულობ რა…

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივლ 06, 2015 @ 17:43:35

      ზოგადად წიგნები გემოვნების ამბავია, მაგრამ, მგონი, არ არის ურიგო :)) ბევრი კარგი და “იმ 50-ში მოუხვედრელი” წიგნი მიყიდია ძალიან იაფად და სრულიად შემთხვევით და პირიქითაც… წიგნში 5 თეთრიც რომ გადავიხადო, აუცილებლად უნდა წავიკითხო :))) თუ არ მომეწონა, ნებისმიერი ფასის, ხარისხის და პოპულარობის წიგნს გადავდებ :)) მოკლედ, ცდად ღირს 🙂

      Like

      პასუხი

დატოვე კომენტარი