ძნელია ღმერთობა

“იქ, სადაც რუხობა იმარჯვებს, ძალაუფლებას ყოველთვის შავები იგდებენ ხელში”.

10947274_382308005283180_4728365131272849720_nოდესმე გიფიქრიათ რას გააკეთებდით, ღმერთი რომ იყოთ? ალბათ ირგვლივ ყველაფერს შეცვლიდით და ბედნიერად იცხოვრებდით… მაგრამ სინამდვილეში ღმერთობა სულაც არ არის ასე ადვილი…

დონ რუმატა (დედამიწაზე – ანტონი) უცხო პლანეტაზე გამგზავრებამდე მრავალჯერ შეამოწმეს, საფუძვლიანად მოამზადეს, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ის მოხვდა სამყაროში, სადაც პოლიტიკური ინტრიგები, მკვლელობები, აჯანყებები ყოველდღიურობის ნაწილია. ასეთ საზოგადოებაში ღმერთობას სჯობს, რომ მათნაირი გახდე – ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნები, თუ შენც ბოლომდე ჩაეფლობი თავგასულობის  ჭაობში… მაგრამ სანამ ამას გაითავისებს, რუმატა თავს ღმერთად გრძნობს და თვლის, რომ ვალდებულია რაღაც გამოასწოროს, ოღონდ ისე, რომ უმეცრებით ცოდვაში ჩამდგარ ხალხს არაფერი დაუშავოს. ღმერთს ამის უფლება არ აქვს…

რუმატა ხვდება, რომ ღმერთობა ძნელია, მაგრამ არის კი ის ღმერთი? დიახ, ის იმ სამყაროდანაა, სადაც ტექნიკა და მეცნიერება მაღალ დონეზეა, მაგრამ საკმარისია რამდენიმე წლის გატარება ამ მხეცურ ადგილას და “გულმოწყალე ღმერთსაც” ეპარება მრისხანება. სხვანაირად ის ვერ იბრძოლებს მათ წინააღმდეგ, ვინც ებრძვის ნამდვილად ღვთიურ ხელოვნებას. სხვანაირად ვერ დაამარცხებს რებას (ეს სახელი და მისი “მოღვაწეობა” არავისზე მიგანიშნებთ?), რომელიც სრულიად გააზრებულად ანადგურებს ნათელი გონების ადამიანებს და ამკვიდრებს რუხობას, რათა საბოლოოდ ძალაუფლება შავებს ჩაუგდოს ხელში… “რუხი” ადამიანები საკუთარ თავზე ზრუნავენ, მათზე კი მხოლოდ რუმატა თუ იფიქრებს… შეიძლება ის ღმერთი არ არის, მაგრამ მასში მაინც არის რაღაც ღვთიური… ნაწილობრივ ღმერთობაც ძნელი ყოფილა… ძალიან ძნელი…

P.S. პოსტი დაწერილია სპეციალურად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის.

3 Comments (+add yours?)

  1. როდე
    May 19, 2015 @ 20:23:49

    წარმატებები! 🙂

    Like

    Reply

  2. Trackback: სტრუგაცკების სამყარო | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: