ზოლას პარიზი ანუ დაბრუნება რუგონ-მაკარებთან

indexპარიზში მინდა! არა, დღევანდელ პარიზს არ ვგულისხმობ. იქ მოხვედრა იმდენად გამარტივდა, რომ საოცნებოც კი არაფერია… ზოლას პარიზი კი სულ სხვაა – ქალაქი, რომელიც არასდროს დაბრუნდება (აკას თბილისისა არ იყოს). რატომ მხიბლავს ეს “წარსული” ქალაქი ასე ძალიან? ახლავე მოგახსენებთ…

მხოლოდ ზოლას პარიზში ჩამოდიან ელენის მსგავსი ქვრივები და მათი ახალი inde1xსიყვარულის ისტორია ზუსტად ასე მთავრდება (როგორ, თავად ნახეთ)… მხოლოდ რუგონ-მაკარებს ჰყავთ ჟანას მსგავსი ფიზიკურად და სულიერად დაავადებული შვილი, რომელიც თავსაც იტანჯავს და გარშემომყოფებსაც… ჩვენც…

მხოლოდ ზოლას პარიზში დადიან კლოდ ლანტიეს მსგავსი მხატვრები, რომელიც პარიზელი შემოქმედების წრეში ტრიალებენ და შიგნიდან ხელოვნება სწვავთ…

მხოლოდ ზოლას პარიზში ცხოვრობს ფულით შეპყრობილი არისტიდ საკარი, რომელიც ბირჟაზე “დამკვიდრებულ” სხვა “ფინანსისტთა” მსგავსად უფსრულისკენ მიექანება და სხვებსაც მიათრევს…

მხოლოდ ზოლას პარიზის დაცვას ეწირება უამრავი ადამიანი და ჟან მაკარიც ჩვენთან ერთად იღებს მონაწილეობას ამ ჯოჯოხეთში…

რატომ? იმიტომ, რომ ამ წიგნებში მთავარი გმირი სწორედ პარიზია და არა რუგონ-მაკარები. მათი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ისტორიები სულ სხვა ძალით გვიპყრობს და ზოლას პარიზისკენ მიგვაქანებს… მერე რა, რომ სიყვარული, ხელოვნება, ფული და ომი თითქოსდა გაცვეთილი თემებია… მე მაინც მიყვარს ზოლას პარიზი და მის ქუჩებში ჩაკარგული რუგონ-მაკარები…

P.S. ქართულად მხოლოდ “შემოქმედება” (ძველი გამოცემა) და “ფული” (“პალიტრის” სერია “ჩემი რჩეული მსოფლიო”) მაქვს ნანახი. სავარაუდოდ, “სიყვარულის ფურცელი” და “მარცხი” (ეს ვერსია ჩემია და შესაძლოა სხვაგვარადაც ითარგმნოს) არ არის თარგმნილი… თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, საფრანგეთის წარსულით დაინტერესებულთათვის რუგონ-მაკარების მთელი სერია საყურადღებოა (მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა)

2 Comments (+add yours?)

  1. Rode
    სექ 12, 2015 @ 00:53:19

    ზოლას “ხაფანგი” მახსენდება და გამახსენდება მუდამ. ის საშინელი განცდა…

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      სექ 12, 2015 @ 14:33:20

      “რუგონ-მაკარების” რამდენიმე წიგნი კიდევ მაქვს წასაკითხი, მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ “ხაფანგი” ერთ-ერთი საუკეთესოა.

      Like

      პასუხი

დატოვე კომენტარი