დოკუმენტურ პროზაზე რას ფიქრობთ? პირადად მე მხატვრულ ლიტერატურას ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა თემისა და ავტორის გათვალისწინებით კარგ “non-fiction”-ზეც არ ვამბობ უარს. ამიტომაც გადავწყვიტე ოთარ ჭილაძისა და მუხრან მაჭავარიანის ჩანაწერების წაკითხვა – ეს ორი ადამიანი ხომ განსაკუთრებით მიყვარს…
ოთარიცა და მუხრანიც იმ ეპოქაში ცხოვრობდნენ, როდესაც უამრავი საინტერესო რამ ხდებოდა ლიტერატურაში (და არა მხოლოდ). მაშინდელი მწერლები ცდილობდნენ, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი შეექმნათ უკვდავი ნაწარმოებები და ბევრს ეს გამოსდიოდა კიდეც… მათ შორის ოთარსა და მუხრანს… ისინი წერდნენ ლექსებს (ოთარი რომანებსაც), აკეთებდნენ ჩაანწერებს და გვინახავდნენ ნამდვილ, საკუთარ მეოცე საუკენეს…
P.S. ორივე ზემოთხსენებული წიგნი და კიდევ მრავალი დიდი ადამიანის მსგავსი კრებული გამომცემლობა “ინტელექტს” ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვერაფერს გიყვებით (თავად წიგნებიდან გამომდინარე), მაინც მინდა გითხრათ, რომ თუ ეს ჟანრი გიზიდავთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოთარსა და მუხრანს… აუცილებლად უნდა ნახოთ ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი გზა მიწიდან ცამდე…
ბოლო კომენტარები