ერთად დავამარცხოთ შიში!

“ღიმილით ვაკეთოთ, მცირესა ზედა სარწმუნო ვიქმნეთ და მოვა მეტი, რის ზიდვასაც ასევე ღიმილით შევძლებთ.”

რისი გეშინიათ? ალბათ ხშირად დაუსვამთ თქვენთვის ეს კითხვა. პასუხად ძალიან ბანალური რამ გითქვამთ (მაგალითად, ობობის) ან გიპასუხიათ, რომ არაფრის. ორივე შემთხვევაში სიმართლე თქვით – თქვენ შიშად თვლით იმ განცდას, რასაც მწერის დანახვისას გრძნობთ ან საერთოდ ვერ აცნობიერებთ, რომ გეშინიათ… დიახ, თქვენ გეშინიათ! ყველას გვეშინია რაღაცის, მაგრამ ეს საგანგაშო სულაც არაა. მთავარია შიში “გარეთ გამოვუშვათ”, გავთავისუფლდეთ მისგან, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ვახერხებთ, დავიხმაროთ ისეთი პროფესიონალები, როგორიცაა ნათია ფანჯიკიძე.

თავის წიგნში, რომელიც, მე თუ მკითხავთ, ყველამ უნდა წაიკითხოს, ნათია ფანჯიკიძე ძალიან საინტერესო დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. დღეს, როდესაც ქვეყანაში შექმნილი ზოგადი მდგომარეობისა თუ ყოფითი პრობლემების გამო “ფსიქოლოგიური ბალანსის” დაცვა სულ უფრო რთულდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიშზე საუბარი, მისი აღიარება და მასთან ბრძოლა… და, რაც მთვარია, შიშის პირველწყაროს მიგნება. თუ გავიგებთ, საიდან მოდის შიში, უფრო მარტივად მოვახერხებთ მის გარეთ გამოტანას, სხვებსაც დავიცავთ შიშებისგან, რომლებსაც გათვიცნობიერებულად თუ უნებლიედ ვუნერგავთ მათ და ღიმილს დავუბრუნებთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს… და მივხვდებით, რომ ის პრობლემები, რომლებიც გადაულახავი გვეგონა, ჩვენი შიშების ბრალია და მარტივად მოგვარებადია… მთავარია ვირწმუნოთ საკუთარი თავის…

P.S. ამ წიგნის ავტორს რომ ვუყურებდი, მშურდა მისი სიმშვიდის, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა სულაც არაა. ალბათ ის სულში ჩვენსავით უამრავ შიშს ინახავს, თუმცა ჩვენგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ მათგან გათავისუფლების გზები იცის. წავიკითხოთ ეს წიგნი და ჩვენც დავდგეთ სულიერი სიმშვიდის გზაზე – შევხედოთ ყველაფერს პოზიტიური კუთხით!

 

3 Comments (+add yours?)

  1. ფიბი არტი
    ივლ 22, 2019 @ 22:43:53

    ნათია მშვიდი კი არა, მეტა მგრძნობელობის ადამიანია. ზღვა ემოცია აქვს სხვანაირად ისევერ დაინახავ სამყაროს, როგორც ის ხედავს……

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი