ნათანიელ უესტის სამყარო

ნათანიელ უესტს პირველად შევხვდი. მისი სახელის გამოჩენა ბათუმელების “უკვდავ ბიბლიოთეკაში” უკვე ერთგვარ “რეკომენდაციად” შეგვიძლია ჩავთვალოთ. წაკითხვის შემდეგ კი თამამად შემიძლია ვთქვა – მის სხვა ნაწარმოებებსაც (სამწუხაროდ, მხოლოდ ორია, რადგან ნათანიელი 37 წლის ასაკში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის გარდაცვალების მეორე დღეს) სიამოვნებით წავიკითხავ…

მანამდე კი მის მარტოსული (საბეჭდ მანქანასთან მჯდომი ქალბატონი არ გეგონოთ. ეს უბრალოდ ფსევდონიმია) უნდა გავიცნოთ, რომელიც სამუშაო დროს გაზეთის სვეტის მკითხველთა გულისამაჩუყებელ წერილებს კითხულობს, დასვენებისას – დოსტოევსკის “ძმებ კარამაზოვებს” და ნელ-ნელა აგიჟებს ის ფაქტი, რომ სამყარო მამა ზოსიმეს მსგავსი სიყვარულით აღსავსე ადამიანებით კი არაა სავსე, არამედ მოძალადეებითა და ფარისევლებით…

იგივე ვითარებაა ჰოლივუდშიც. აქ ხომ საუკეთესოდ შეიძლება “ამერიკული ოცნების” რეალური სახის დანახვა. ტოდ ჰაკეტი სწორედ აქ მუშაობს, თავის გზაზე, რომელიც სანსეთ ბულვარს ჰგავს, ხვდება უამრავ საინტერესო ადამიანს და რწმუნდება, რომ ცხოვრება სულაც არ არის ახდენილი ოცნება. ის სავსეა უიღბლო მსახიობებით, მორიდებული კაცებით, თავხედი ლილიპუტებით, გზასაცდენილი ქალებით, “ზედმეტად ყურადღებიანი” დედებით და მათი გაუბედურებული შვილებით (ამ ეპიზოდზე ანა მანიანის შესანიშნავი როლი დამიდგა თვალწინ და კიდევ ჯუდი გარლანდის ცხოვრება), “მებრძოლი მამლებით” და კაცებით, რომლებიც რაღაცას ელიან… ყველა რაღაცას ელის… თითოეული ადამიანი უზარმაზარ ბრბოში, რომელიც თითქოსდა ვარსკვლავთა გამოჩენას ელოდება ან ვატერლოოს ბრძოლის მორიგ ეკრანიზაციაში ეპიზოდურ როლს ასრულებს… ყველა ელის ოცნების ასრულებას, რომელიც ჰორიზონტზე მოჩანს ტოდის იმ ნახატზე, რომელზეც ლოს-ანჯელესი იწვის…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: