“სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი”

ორჰან ფამუქთან ძველი “მეგობრობა” მაკავშირებს. ჩვენი ნაცნობობა “მე წითელი მქვიას” ფურცლებზე დაიწყო. მანამდე თურქეთს მხოლოდ ზედაპირულად ვიცნობდი  რეშად ნური გიუნთექინის დახმარებით. ორჰან ბეისთან ერთად კი ვიმოგზაურე ძველ ოსმალეთში და მაშინდელი მხატვრები გავიცანი, გავიგე მისი აზრი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის დოსტოევსკის შემოქმედებაზე, თვალნათლივ დავინახე კულტურათა და ხალხთა განმასხვავებელი მახასიათებლები, გავერკვიე ისლამურ ფუნდამენტალიზმში, გავყევი თურქეთის განვითარების გზას ერთი ოჯახის და ერთი წყვილის ცხოვრების ფონზე…

ამჯერად ისევ სტამბოლში აღმოვჩნდი – ქალაქში, რომელსაც უკვე ძალიან კარგად ვიცნობ (ისევ და ისევ ორჰანის დახმარებით).  ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ თეშვიქიე, ნიშანთაში, ბეიოღლუ და ბოსფორი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და გზადაგზა სტამბოლისთვის დამახასიათებელ სევდასაც ვგრძნობ… თუმცა ჩემთვის ეს ქალაქი მაინც უცხოა და არაფერი აქვს საერთო ჩემს პირად მოგონებებთან. გარე თვალი ყოველთვის ეგზოტიკურს ეძებს… მეტი