გაუმარჯოს ფიკუსს!

გაუმარჯოს ფიკუსს, მეგობრებო, გაუმარჯოს! თავიდანვე შევეგუოთ ფიკუსის ძალას და შემდეგ შევუდგეთ გორდონის გაცნობას. ნელ-ნელა ჩავუღმავდეთ უიღბლო “პოეტის” ცხოვრებას, რომელიც “ხმალამოღებული იბრძვის” ფულის წინააღმდეგ! დიახ, დიახ, გორდონი, რომელსაც ჯიბეში რამდენიმე მონეტაღა აქვს, ვერ ეგუება იმას, რომ სამყაროს ფინანსური კეთილდღეობა მართავს… ან იქნებ ეს უბრალოდ საკუთარი თავისგან გაქცევაა? იქნებ მასაც სხვებივით უნდა, რომ ფიკუსით მორთოს კომფორტული სამყოფელი? იქნებ მშობლების გაფლანგული მემკვიდრეობა, დის ვალი და თაროზე დამტვერილი ერთადერთი კრებული იმდენად აწუხებს, რომ “საყოველთაო ანტი-ფიკუსური აჯანყებით” ცდილობს თავის გამართლებას? ვინ იცის, რა ტრიალებს გორდონის გულში, გარდა ფრიად ბანალური სიყვარულისა… მეტი

მივაგოთ პატივი კატალონიას!

ჯორჯ ორუელი თუ არ წაგიკითხავთ, ალბათ ყურმოკვრით მაინც იცნობთ. “1984” და “ცხოველების ფერმა” დამსახურებულად ითვლება მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნაწარმობებად. “პატივი კატალონიას” მათ არაფრით ჰგავს (ჟანრიც კი სულ სხვაა), თუმცა არანაკლებ აქტუალური და ოსტატურად დაწერილი წიგნია… და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველიც… პირადად მე, ჩემდა სამარცხვინოდ, ესპანეთის რევოლუციის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. ფრანკოს სახელი, რა თქმა უნდა, მსმენოდა, მაგრამ რადგან საბჭოთა წყაროებს არ ვენდობოდი, ამ თემაში ჩაღრმავება არც მიცდია… მეტი

დიდი ძმა გვიყურებს ანუ როგორ კლავენ სულებს

“1984”, “ცხოველების ფერმა”-ამბობენ, ეს ნაწარმოებები ჯორჯ ორუელმა საბჭოთა კავშირს “მიუძღვნაო”, თუმცა ვერც  იმ ფაქტს უარვყოფთ, რომ დიქტატურა XX საუკუნის 20-იან წლებამდეც არსებობდა და XXI საუკუნეშიც არსებობს. აი, გრიგოლ რობაქიძემ კი ნამდვილად სსრკ-ს ჭეშმარიტი სახე დაგვიტოვა “ჩაკლული სულის” სახით. სწორედ ამ სამ ნაწარმოებს გავაერთიანებთ დღეს ჩემს “რიგგარეშე” პოსტში და ლიტერატურულ-რეალურ ავტორიტარიზმს განვიხილავთ.

როგორც წესი, დიქტატურის “საწყისი” საყოველთაო თანასწორობა და დემოკრატიაა ხოლმე (დიქტატურის წინაპირობა დოსტოევსკიმაც გვიჩვენა თავის რომანში “ეშმაკნი”). ამ ფასეულობების დამყარებისთვის ხდება რევოლუცია, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია – პარტია იბრძვის ძალაუფლებისთვის საკუთარი თავისთვის და სულ არ ადარდებს ხალხის კეთილდღეობა. შედეგად თანასწორობა მხოლოდ ზოგიერთებისთვისაა. ახალი სახელმწიფოს მეთაური ნელ-ნელა მოხერხებულად ეწყობა დიქტატორის სავარძელში (ღორი ნაპოლეონისა არ იყოს, რომელიც სტალინის ალეგორიად მოიაზრებოდა), შემდეგ კი სულაც მისტიური ფიგურის სტატუსს იძენს (დიდი ძმის მსგავსად, რომელიც ასევე სტალინის პროტოტიპად ითვლება). ის იშორებს კონკურენტებს და მათგან მტრის ხატს ქმნის (გოლდსტეინი, რომელიც ტროცკის ანალოგად მიიჩნევა). მტრის ხატი იქმნება “ფარდის” იქით არსებული ქვეყნებისგანაც. მეტი