სიზმართმჭერი

უცხოპლანატელების მიერ დედამიწის დაპყრობაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? და რამდენი ფილმი გინახავთ? ალბათ უამრავი. ეს თემა უკვე ერთგვარად გაცვეთილიც კია… მხოლოდ სტივენ კინგი თუ მოახერხებს იმას, რომ კიდევ ერთხელ “შეგვითრიოს” ასეთ სამყაროში -უფრო სწორად, სამყაროთა შორის გამართულ ომში…

…და თან რა ომში… ბრძოლაში, რომელშიც ერთ მხარეს ფრიად უცნაური (მსუბუქად რომ ვთქვათ) უცხოპლანეტელები და მათ მსხვერპლად ქცეული “სურნელოვანი” (ამას რა გაგებით ვამბობ, თავად ნახეთ) ადამიანები არიან, მეორე მხარეს კი – მონადირეებად ქცეული ჯარი… და კიდევ ამ ორ მხარეს შორის მოქცეული მეგობრები, რომლებიც სიზმართმჭერის ქვეშ მოხერხებულად მოკალათებულან კომფორტულ სახლში და, მიუხედავად საკუთარი არაორდინალური შესაძლებლობებისა, მაინც არ ელიან მისტერ გრეის – ბეკონის მოყვარული “სტუმრის” გამოჩენას… და ის მოდის… მოდის, რათა შემოაღწიოს ჩვენს სიზმრებში…

P.S. თავად მისტერ სტივი ამ წიგნს თავის ყველაზე სუსტ ნაწარმოებად მიიჩნევს (სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ვეთანხმები), თუმცა თუ დაინტერესდით, ქართულ თარგმანს მარტივად მოიძიებთ. ის “პალიტრა L”-ის “TOP თრილერის” ნაწილია.

დატოვე კომენტარი