თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი

902312_368543809920945_284452303_oთბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ტრადიციულად საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წიგნები პირდაპირ სახლში “მოვიდნენ” (მართალია უკანა გზაზე წიგნების გამო მანძილი ერთი-ორად დაგრძელდა, მაგრამ მაინც შეღავათია დიდუბელი ბიბლიოფილებისთვის) 🙂 ამჯერად ბევრი არაფერი მინდოდა, რადგან უახლოეს დღეებში ქინდლის გამოწერას ვაპირებ და ბოლო რამდენიმე თვეში შეძენილ-ნაჩუქარი წიგნებიც ძლივს განვათავსე თაროებზე… მაგრამ ფესტვალი რის ფესტივალია, “ხელი რომ არაფერზე წაგიცდეს” 🙂 …თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრობით მივყვეთ.

გამომცემლობა პალიტრა L შარშენდილივით ცალკე პავილიონში არ განათავსეს და ამიტომ ყველაზე დიდ ადგილს სერიულ გამოცემებზე “მონადირე” ბიბლიოფილები იკავებდნენ. საბედნიეროდ, მათი სტენდის მდებარეობა სხვებს ხელს არ გვიშლიდა და უპრობლემოდ მივედით ბაკურ სულაკაურის, დიოგენესა და ქარჩხაძის გამომცემლობების სტენდებთან.

ქარჩხაძის გამომცემლობის სტენდთან პალიტრსათან შედარებით სიხალვათე იყო. ძირითადად ბავშვები აქტიურობდნენ, თუმცა დიდებმაც არ დავაყოვნეთ და შესამჩნევი ფასდაკლებით “ანტონიო და დავითი” და “ამბავი ლილე იროელისა” წამოვიღეთ. ორივე დიდი ხანია მინდა და როგორც იქნა გამახსენდა 🙂

“დიოგენემ” შარშანდელივით გრანდიოზული სიურპრიზი ვერ შემოგვთავაზა (გახსოვთ ალბათ, რომ სწორედ წინა ფესტივალზე შედგა “დიოგენეს ბიბლიოთეკის” პრეზენტაცია), მაგრამ უკვე გამოცემულ წიგნებზე ფასდაკლებები არ დაიშურა. თან ბიბლიოფილთა დიდმა ნაწილმა ვერც კი მოასწრო სულ ახალთახალი სტივენ კინგის, ჩე გევარას, “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ახალი წევრის ჯულიან ბარნსის, “ამერიკელების” სერიის პირველი ორი წარმომადგენლის – ფილიპ როთისა და ჯონათან საფრან ფოერის – გაცნობა. ამიტომ “დიოგენე” ტრადიციულად ძალიან პოპულარული გახლდათ.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან ჩვეული ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. როგორც წესი, წიგნების მშვიდად შერჩევა მიყვარს, მაგრამ რადგან სასურველი გამოცემების დიდი ნაწილი სწორედ აქ მეგულებოდა, იძულებული გავხდი “მეაქტიურა” და საბოლოოდ აკა მორჩილაძის “ობოლე” და ანა კორძაია-სამადაშვილის “ვინ მოკლა ჩაიკა” მოვიპოვე. სამწუხაროდ, დათო ტურიშვილის “ტიბეტი არ არის შორს” და ზაზა ბურჭულაძის “ადიბასი” ვერც აქ და ვერც სხვაგან ვერ აღმოვაჩინე. ოსნე საიეშტადის “გროზნოს ანგელოზს” კი “სანტა ესპერანსაში” ძლივს მივაგენი.

წელს ფესტივალს პირველად ესტუმრა “წიგნები ბათუმში”. ჯერჯერობით ბათუმში ჩასვლას ვერ ვახერხებ და ასე მაინც “შევავლე თვალი” 🙂 მიუხედავად უამრავი  “გემრიელობისა”, მათთან არაფერი შემიძენია, რადგან საკუთარ თავს კატეგორიულად ავუკრძალე რუსულ წიგნებთან მიახლოება 🙂

P.S. მორიგი წიგნის ფესტივალიც დასრულდა. მომდევნო ერთი წლის მანძილზე სასურველი წიგნების შესაძენად ისევ მაღაზიებს ვესტუმრებით (“ბიბლუსი” შეგვპირდა, წერეთელზეც გავხსნით ფილიალსო და ვნახოთ რამდენად შეასრულებენ 🙂 )… მანამდე კი “საფესტივალო მარაგს დავაგემოვნებთ” და დაწვრილებით ვისაუბრებთ ამა თუ იმ წიგნის შესახებ 🙂

9 Comments (+add yours?)

  1. Mari
    May 25, 2013 @ 18:05:27

    ჩემთანაც იხსნება ბიბლუსი, მაგრამ საკუთარ თავს დავპირდი რომ კარგა ხანს არ ვიყიდი არაფერს 😀 😀

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 26, 2013 @ 13:21:22

      საკუთარ თავს მეც დავპირდი, რომ მარტო “ქართულებს” ვიყიდი 🙂 მაგრამ თუ გახსნიან (იმდენჯერ დამპირდნენ, რომ აღარ მჯერა), გართულდება შესრულება 😀

      Like

      Reply

  2. მოლი ბლუმი
    May 25, 2013 @ 20:05:16

    დრო არ მეყო საშინლად, მაგრამ გეგმა მინიმუმი შევასრულე მაინც.

    პ.ს. ხალხი მეცოტავა.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 26, 2013 @ 13:28:37

      წინა ფესტივალზე მეტი ხალხი იყო აშკარად… ან შაბათს დღის პირველ ნახევარს ძილს უძღვნიან 🙂

      Like

      Reply

  3. tami
    May 25, 2013 @ 20:24:01

    ხვალ მივდივარ კიდე, რამდენიმე წიგნის პრეზენტაციაა და კიდევ რამეს გამოვაყოლებ ხელს. დიოგენე მართლა ყველაზე კარგი იყო გამოფენაზე.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 26, 2013 @ 13:34:54

      დიოგენე და ქარჩხაძე მომეწონა ყველაზე მეტად – კარგად ჰქონდათ ორგანიზებული სტენდები.

      Like

      Reply

  4. tsotnee
    May 28, 2013 @ 19:12:43

    მე მართალია ვერ მოვახერზე, მაგრამ ჩემები იყვნენ და საკმაოდ კარგი წიგნები მოიტანეს. ლილე მეც მომიტანეს. ისღა დამრჩენია დაწყებული წიგნი დავამთავრო და ლილეს მივაშურო. ჰოდა მერე დროც გამოვნახო, თორე წასაკითხი საკმაოდ დამიგროვდა.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 29, 2013 @ 13:10:12

      ლილე წავიკითხე უკვე. ძალიან ძალიან კარგია 🙂 დროს ეშველება. თუ ჩემსავით “მარტივ ადგილზე” ჩააბარებ, ოთხი წელი შეგიძლია მშვიდად იკითხო :))

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: