ორსული იმპერიის შვილები

ამბობენ, ნარკომანია გაცვეთილი თემააო… იმასაც ამბობენ, რა საჭიროა ამდენი წიგნი და ფილმი ნარკომანებზეო… თუ თქვენც ასე ფიქრობთ, მაშინ ეს წიგნი უნდა გადაშალოთ და აუცილებლად დარწმუნდებით საწინააღმდეგოში. ამაში ბეროუზის “ჯანქიც ” დაგარწმუნებთ, მაგრამ “იმპერიის ორსულობას” სხვა დატვირთვაც აქვს – ის თავისუფალ ამერიკელებზე კი არა, ჩვენზეა – ორსული იმპერიის შვილებზე.

“იმპერიის ორსულობა” სამი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება. მათ წამალი აერთიანებთ და კიდევ იმპერია… პირველი ნაწილი “რესპუბლიკურის ტორტს” ეძღვნება, მეორე – ხაშურის საავადმყოფოს ტუალეტის “სურნელს”, მესამე კი – სამოქალოქო ომში “ორ ცეცხლს შუა” მყოფ რიგით ქართველზეა (გამოგიტყდებით და ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა)… სამივე ერთად კი ერთ დიდ ჩიხზეა, რომლიდანაც ვერავინ გამოდის და ერთადერთ გამოსავლად რეალობიდან გაქცევა – “კაიფი” – მიაჩნიათ. გზა, რა თქმა უნდა, არასწორია (“ჯინსების თაობის” ისტორიისა არ იყოს). ბოლოს ამას ყველა ხვდება. ხვდებიან, რომ იმედი სადღაც მაინც არსებობს და ბრძოლა ღირს – ბრძოლა ოჯახისთვის, შვილებისთვის, საკუთარი თავისთვის… ზოგისთვის ეს აღმოჩენა ძალიან გვიან “მოდის” – მაშინ, როდესაც საავამყოფოს საწოლის ან რესპუბლიკურის ასფალტის გარდა, აღარაფერი დარჩენიათ… ზოგიერთი კი მაინც ახერხებს მაღალ მწვერვალზე ასვლას და რაინჰოლდ მენსერზე უფრო ძლიერი ხდება, იმიტომ რომ ჯომოლუნგმა კი არა, “სიცოცხლის მწვერვალი” დალაშქრა და კურტ ვონეგუტისა არ იყოს, იმ მეომარს დაემსგავსა, რომელსაც ომი ყველაზე მეტად სძულს… ასეთი ადამიანები არასდროს დაიმალებიან ფარისევლობის ნიღაბს მიღმა, არასდროს შეეგუებიან სისხლისგან დაცლილი იმპერიის რეანიმირებას და ტოტალიტარიზმის ჩექმის ქვეშ ცხოვრებას, იმიტომ რომ მათ უკვე გამოსცადეს ეს – ისინი ორსული იმპერიის შვილები და წამლის მონები იყვნენ… ისინი უკან აღარასდროს დაბრუნდებიან!

P.S. წიგნი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა. თუ დაინტირესდით, შეგიძლიათ ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში მოიძიოთ.

5 Comments (+add yours?)

  1. odilavadze
    იან 30, 2014 @ 07:36:37

    უკვე 60 იანი წლების დასაწყისში ,,რკინის ფარდის“ ავლით დასავლეთიდან შემოდის ინფორმაცია: ჯაზი, როკი, ჯინსები, გრძელი თმები, თუნდაც წამალი, რომელიც იმხანად კოლექტივიზმის რეალობისგან გაქცევის, პროტესტის ფორმა იყო. ყოველივე ეს დისიდენტურ ლიტერატურასთან ერთად თავისუფლების ნაყოფით აორსულებს იმპერიას.
    90 იან წლებში იმპერიას მტანჯავი კრუნჩხვები დაეწყო – მშობიარობა სასტიკი შეტევითი ტკივილებით, სამოქალაქო ომის საშინელი ჭინთვებით – სისხლდენა და ცივი, უშუქო, არყით გაჟღენთილი ჩვილის დაბადება. ,,დედა სსრკ“ მშობიარობას, ჩვენ კი სმას და წამლის კეთებას გადავყევით. ასე იყო თუ ისე, იშვა ახალი საქართველო და ჩვენი განახლებული ,,მე”.

    ნათია, დიდი, დიდი მადლობა!

    Like

    პასუხი

  2. Lia Epitashvili
    იან 30, 2014 @ 08:53:15

    “ასეთი ადამიანები არასდროს დაიმალებიან ფარისევლობის ნიღაბს მიღმა”!!! (y)

    Like

    პასუხი

  3. Trackback: ორპირი თბილისი სტოკჰოლმი | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი