ლედი ჯეინი და ლურჯი ყანჩა

18041182საბავშვო წიგნების წაკითხვა რომ არასდროსაა გვიან, ეს უძველესი სიბრძნეა და განმეორებას არ საჭიროებს. ჰოდა, ახლაც ონლაინ-ბიბლიოთეკაში ხეტიალისას სესილია ჯემისონს გადავაწყდი და “გზას გავუდექი”.

ქალბატონი სესილია ლედი ჯეინზე გვიამბობს. არა, ლედი ჯეინი დიდგვაროვანი არ გახლავთ (მას ასე მამამ შეარქვა). მისი ამბავიც ერთი შეხედვით ბანალურია – საბავშვო ლიტერატურაში ობოლი ბავშვების თემა ხომ ძალიან არის გავრცელებული… მაგრამ პატარა გოგონას ისტორია მაინც უზომოდ სასიამოვნოდ იკითხება (ბავშვებს ალბათ განსაკუთრებით მოეწონებათ). შეუძლებელია, რომ მისი საყვარელი ლურჯი ყანჩა გაიცნოთ და გულგრილნი დარჩეთ. ლედი ჯეინის კეთილ მეგობრებსაც აუცილებლად შეიყვარებთ და მიხვდებით, რომ სიკეთე არასდროს იკარგება… მთავარია, გვჯეროდეს! მერე რა, თუ უკვე 20 წელს გადავაბიჯე… მე მაინც მჯერა!

P.S. ეს ძალიან კარგი საბავშვო წიგნი წლების წინ უთარგმნიათ ქართულად. რომელიმე გამომცემლობა კიდევ ერთხელ თუ მიაქცევს ყურადღებას, ურიგო არ იქნება.

6 Comments (+add yours?)

  1. darknessrose
    აპრილი 18, 2015 @ 16:07:59

    ბიბლუსში იყიდება :3 გამომცემლობა ანბანმა დაბეჭდა

    Like

    პასუხი

  2. darknessrose
    აპრილი 21, 2015 @ 18:49:57

    საიტზე წერია გაყიდვაშიაო და რავიცი რავიცი…

    Liked by 1 person

    პასუხი

  3. Natia Osanadze
    ოქტ 30, 2015 @ 22:25:47

    მეგობრებო, ეს ლიტერატურა პირადად მე და ჩემმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ ვტარგმენთ გავაქართულედ და დავბეჭდეთ. როგორც ვიცი საწყობში არის და ძალიან კარგი ლიტერატურაა, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ეს ბავშვებს წაკითხული. უსაყვარლესი ჯეინი.. ჩუბინაშვილის 50 შია საწყობია. შეგიძლიათ მოიკითხეოთ

    Liked by 1 person

    პასუხი

  4. Tiko
    მაისი 15, 2017 @ 20:08:07

    ამ წიგნის წაკითხვა მინდა ონლაინ და ვერცერთ ონლაინ ბიბლიოთეკაზე ვერ ვიპოვე ხომ არ იცით სად შეიძლება ამ წიგნის ონლაინ წაკითხვა

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი