„სისულელის წინააღმდეგ თავად ღმერთებიც კი ამაოდ ირჯებიან.“ (ფრიდრიხ შილერი)
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 22-ე საუკენეში! გგონიათ, რომ სამოთხეში მოხვდით? სულაც არა. დედამიწაზე ზუსტად ისეთივე არეულობაა, როგორიც გუშინ ან გუშინწინ იყო. მერე რა, თუ ენერგიის ალტერნატიული წყარო აღმოაჩინეს. ყველაფერი მაინც სიმდიდრისა და პატივმოყვარეობის გარშემო ტრიალებს. პირველი ნაწილიც ასე იწყება – “ელექტრონული ნასოსის” გამომგონებელ ჰელერს არც ის ადარდებს, რომ მისი “შედევრი” (თუ სხვისი) შეიძლება კატასტროფად იქცეს და არც ის, თუ რას ფიქრობენ სხვები ამაზე… არ აინტერესებს და მორჩა…
ჩაიკითხეთ პირველი ნაწილი? მაშინ დროა პარასამყაროში გადაბარგდეთ! აქ რა დაგხვდებათ? ამ “სამსქესიან” სამყაროზე ვერაფერს გიამბობთ. უბრალოდ საკუთარი თვალით უნდა ნახოთ… უნდა შეიგრძნოთ ეს დიდებულება (თავად აზიმოვსაც ხომ გამორჩეულად უყვარდა ეს ამბავი)… უნდა შეაფასოთ ჭეშმარიტი შედევრი სამეცნიერო ფანტასტიკაში…
ვერ გეტყვით, რომ მთვარეზეც პარასამყაროს მსგავსი საოცრება დაგხვდებათ, თუმცა დარწმუნებლი ვარ, რომ სრულიად საკაცობრიო სისულეებით შეპყრობილებს “მთვარეული” “სულელები” და “ღმერთებიც” დაგაინტერესებთ. ხომ უნდა გაიგოთ, როგორ აისახება “ნასოსის” ისტორია ჩვენსა და პარალელურ სამყაროს შორის “გაჩხერილ” თანამგზავრზე დაბადებული ადამიანებისა და ემიგრანტების ცხოვრებაზე…
P.S. რას იტყვით? მგონი, ეს წიგნი დაამშვენებდა ბათუმელების “ფანტასტიკურ ბიბლიოთეკას” 😉 სხვა რომ არაფერი, მხოლოდ მეორე ნაწილიც კი იმსახურებს განსაკუთრებულ ადგილს ჟანრის გამორჩეულ ნაწარმოებთა შორის… აზიმოვივით სხვა ვერავინ აღწერდა “პარალელური” არსებების შინაგან სამყაროს…
ბოლო კომენტარები