ჰარი პოტერი დაბრუნდა! დიახ, ამდენი წლის შემდეგ ის ისევ ჩვენთანაა. მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის ჰარისა და მისი ოჯახის ამბავი ბევრ მკითხველს არ მოეწონა, მე მაინც ძალიან მიხარია მისი დაბრუნება და სწორედ ამიტომ შევარჩიე წლის პირველ წიგნად “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” და არა ერთ-ერთი იმ საჩუქრებს შორის, რომლებიც “თოვლის პაპებმა” მისახსოვრეს 🙂
ჩემი არჩევანის გამო არ მინანია. ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ ეს ამ შესანიშნავი სერიის საუკეთესო ნაწილია, თუმცა ამდენი უარყოფითი რეცენზიის შემდეგ მოსაწყენ ისტორიას ველოდი, რეალურად კი საკმაოდ საინტერესო და დინამიური თხრობა შემრჩა ხელთ. მერე რა, თუ პიესა არ არის ის ფორმა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და არც წიგნის მოცულობა იყო ისეთი, როგორსაც ჯოან როულინგმა შეგვაჩვია. სამაგიეროდ მან და მისმა თანაავტორებმა ისევ შეგვახვედრეს საყვარელ გმირებს – ჰარისა და ჯინს შვილებთან ერთად, ჰერმიონასა და რონს ასევე “ოჯახურად”, დრაკო მალფოისა და მის ვაჟს, ჰოგვორტსის პროფესორებსა და სტუდენტებს (თვით მოჩვენებებსა და პორტრეტებსაც კი), ბნელ ძალებს… მათი წარსული იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ ამ უკანასკნელთა დაბრუნებამაც კი გამახარა 🙂 მერე რა ინტრიგა “შემოგვიგდეს” ავტორებმა – ნუ იტყვით და თურმე ბნელეთის ლორდს, რომელიც სამუდამოდ დამარცხებული გვეგონა, შვილი ჰყოლია (ვინ არის, რა თქმა უნდა, არ გეტყვით) და დროში მოგზაურობაც შესაძლებელი ყოფილა… აბა, თავად განსაჯეთ – შეიძლება ასეთი ამბები მოსაწყენი იყოს? ეს ხომ ჰარი პოტერია!
P.S. ჯერჯერობით ამ წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” გვპირდება, რომ სულ მალე ჰარის პოტერის ისტორიათა 7 ტომს მერვე ნაწილიც დაუმშვენებს გვერდს 🙂
იან 07, 2017 @ 21:09:25
უარყოფითი რეცენზია ამ შემთხვევაში სხვების არ ვიცი და ჩემთვის მოსაწყენს კი არა ცუდს გულისხმობდა
მდარე ხარისხის შეთითხნილი პიესა იყო ჩემთვის და არანაირად არ ჯდებოდა იმ ძველ და ნაცნობ სამყაროში 
LikeLike
იან 07, 2017 @ 21:34:52
ის განუმეორებელი იყო 🙂
LikeLiked by 1 person
იან 07, 2017 @ 21:25:48
თუნდაც ჩემს ნაჯღაბნებს არ აჯობოს მაინც გულის ფანცქალით ველოდები , ჩემს პოტერს , ჩემი სამყაროს გადამტრიალებელს ❤
LikeLiked by 1 person