დაშლა

ამ ბოლო დროს ხშირად გესაუბრებით თანამედროვე ქართველ ავტორებზე და მათ გულწრფელობას ვუქებ 🙂 ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს და სწორედ ახლა – ზაფხულის ცხელ დღეებში – ჩემთან ერთდროულად “მოვიდა” რამდენიმე ნამდვილი ქართული ამბავი…

ყველასთვის კარგად ნაცნობი დავით გაბუნიას “ბათუმური” გამოცემა “დაშლაც” ზაფხულის ცხელ დღეებზეა… და “ცხელ” ამბებზე… ზურა, თინა, მერაბი, შოთიკო, ლილი და ნური ერთად გამოკეტილან თბილისურ პაპანაქებაში და მაშინ, როდესაც 2012 წლის თბილისი იშლება, იშლება მათი ცხოვრებაც… მომხდარს (რასაც, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ) თითოეული მათგანი საკუთარი გადმოსახედიდან გვიყვება და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი მათი მსგავსი ადამიანი ცხოვრობს – კაცები, რომლებიც წარმატებით მალავენ ნამდვილ ცხოვრებას და საზოგადოებაში “ნიღაბს ირგებენ”; მეზობლები, რომლებიც ბევრი რამის მოწმენი ხდებიან; ქმრები, რომლებიც “უბრალოდ ისე” ღალატობენ ცოლებს; წყვილები, რომლებიც ერთი შეხედვით ბედნიერად ცხოვრობენ, სინამდვილეში კი დიდი ხანია “დაიშალნენ”, იმედგაცრუებული “მშრომელი” ქალები და უსაქმური “მეოჯახე” კაცები, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ ბინძურ საქმეებში ეხვევიან, ემის სიმღერებზე ტირიან და საკუთარ თავში ერთდროულად ატარებენ დადებით და უარყოფით თვისებებს… წიგნში მათი ამბები თითქოს ფაზლივით ეწყობა და შემდეგ იშლება… იშლება, როგორც ყველაფერი ჩვენს ირგვლივ…

P.S. ესეც ამ წიგნის ერთგვარი ფონი, რომელიც თინას მსგავსად მეც ძალიან მიყვარს 🙂

3 Comments (+add yours?)

  1. salomeaa
    სექ 06, 2017 @ 12:33:09

    სიმართლე რომ ვთქვა, უფრო დიდი მოლოდინით წავიკითხე. რაღაც საოცარ ამბავს ველოდი, საინტერესო და ღრმა ამბავს…

    თინას და ზურას ,,დაშლამ” იმოქმედა, მთლიანი ამბავი ვერ შეიკრა ჩემთვის.

    Liked by 2 people

    პასუხი

  2. salomeaa
    სექ 06, 2017 @ 12:36:31

    Amy Winehouse “Back to Black” ნამდვილად გშლის, ნაწილ-ნაწილ, უჯრედ-უჯრედ ❤

    We only said goodbye with words
    I died a hundred times
    You go back to her and I go back to
    I go back to us

    Like

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: