ორი ამბავი თურქეთიდან

7997061ტელევიზორს თუ ხშირად უყურებთ (ან თუნდაც იშვიათად), შეამჩნევდით, რომ ჩვენში ასე პოპულარული სერიალები სამხრეთ ამერიკიდან თურქულმა და ინდურმა ტელენოველებმა ჩაანაცვლა. მე თუ მკითხავთ, ამ ცვლილებას სასიკეთო არაფერი მოუტანია – პირიქით, დაბალი ხარისხის ხელოვნებას (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) კიდევ უფრო შევეჩვიეთ… არადა, ორივე ქვეყანა საოცრად საინტერესო ისტორიისა და კულტურის პატრონია (ზემოთხსენებული სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მსგავსად). ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ მათ ლიტერატურას გაეცნობით.

ინდურ ლიტერატურაზე ადრეც გვისაუბრია და მომავალშიც შევეხებით (თაგორსა და რუშდიზე რომ აღარაფერი ვთქვათ, “წვრილმანების ღმერთი” მაქვს წასაკითხი). ახლა კი თურქეთში გავემგზავროთ. ჯერ ორჰან ქემალთან ერთად 72-ე საკანში შევიხედოთ და ვნახოთ, როგორ ცხოვრობდნენ “პატარა თურქეთში” პატიმრები – როგორ “შეიყვარეს” მათ მანამდე საძულველი და მოულოდნელად გამდიდრებული კაპიტანი და როგორ წარიმართა შემდგომში მათი ცხოვრება… შემდეგ კი უფრო საფუძვლიანად მოვკიდოთ ხელი თურქეთის ისტორიის შესწავლას. რეშად ნური გიუნთექინის “მწვანე ღამე” ხომ მხოლოდ პროვინციაში მივლინებული ახალგაზრდა მასწავლებლის შაჰინ-ეფენდის მოღვაწეობის ამბავი არ არის. ეს მე-20 საუკუნის თურქეთის ისტორიის საუკეთესოა სახელმძღვანელოა. მედრესეს ყოფილი აღსაზრდელის, ახლა კი განათლებული და თანამედროვე შაჰინის ბრძოლა “მწვანე ღამის” ანუ ისლამური ფანატიზმის წინააღმდეგ სწორედ ისაა, რაც, სამწუხაროდ (და იქნებ მოულოდნელადაც), დღესაც აქტუალურია და აუცილებლად საკითხავიც… რატომ? იმიტომ, რომ წყვდიადი ყველგან შეიძლება ჩამოწვეს… თუ მწვანე არა, სხვა ფერის მაინც…

P.S. ქართულად არც ორჰან ქემალის ეს მოთხრობაა თარგმნილი და არც რეშად ნური გიუნთექინის ძალიან საინტერესო რომანი. იმედია, ქართველი გამომცემლები მალე შემოგვთავაზებენ… მანამდე კი ჩვენ სხვა ჯერაც “გადმოუქართულებელ” თურქულ წიგნებზე – ელიფ შაფაქის “არქიტექტორის მოსწავლესა” და ორჰან ფამუქის უახლეს “წითელთმიან ქალზე” ვისაუბრებთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: