გერმანული ისტორიები

რა გსმენიათ საქართველოში მცხოვრები გერმანელების შესახებ? მე ბევრი არაფერი. აქამდე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა ამ თემაზე (ძირითადად ფერდინანდ ოტენის შესახებ ნანახი დოკუმენტური ფილმის გავლენით), თუმცა თამთა მელაშვილმა თავისი წიგნით ყველაფერი შეცვალა…

ეს წიგნი ქართულ-გერმანული ურთიერთობის 200 წლის იუბილეს მიეძღვნა. ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარს საკუთარი ტოლერანტობის წარმოჩენა და ასეთი თარიღების აღნიშვნა, თუმცა თამთამ დაგვანახა, რომ გერმანელების ცხოვრება საქართველოში არც ისეთი უღრუბლო და ფერადი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო… თან ეს ყველაფერი ისე ოსტატურად გააკეთა, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ (თუ, რა თქმა უნდა, ყურადღებით წავიკითხავთ) შეუძლებელია არ გაიაზრო წარსული, არ შეხედო თვალებში სიმართლეს და არ გააკეთო სათანადო დასკვნები… სწორედ ასეთი გამოცემები გვჭირდება, რათა აღარ დავუშვათ ის უამრავი შეცდომა, რამაც საბოლოოდ განადგურების პირას მიგვიყვანა… სწორედ ასეთი ნამდვილი ამბები(სვეტლანა ალექსიევიჩიც ხომ რეალური ადამიანების ხმით გვესაუბრება და ამიტომაც გვიყვარს) უნდა ვიკითხოთ იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ საბჭოთა ისტორია და საკუთარი თვალით დავინახოთ ყველაფერი – გერმანელების გზა სუფთა, ლამაზი ეზოებიდან, მოწესრიგებული სახლებიდან შორეულ ყაზახეთამდე, სიკვდილი, სოცოცხლე, რომელსაც თან სდევს მუდმივი შიში (კაკუნის, საკუთარი წარმომავლობის, დაცინვის, დევნის) და გაუცხოება გერმანიის და საქართველოს მიმართ… ეს არის თქმული და უთქმელი გერმანული ისტორიები… და მადლობა თამთას, რომ ისინი შეგვიგროვა, მოგვცა საშუალება შეგვეხედა ქართველ გერმანელთა ცხოვრებაში და ჩვენს საერთო წარსულში…

P.S. თუ დაინტერესდით, ამ ძალიან საინტერესო წიგნს მარტივად მოიძიებთ. “ინტელექტის” გამოცემას ნებისმიერ მაღაზიაში აღმოაჩენთ (მათ შორის, ონლაინაც).

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: