ფაულზი, ოსტერი და კუტზეე

The-Collector-John-Fowles-2 “დიოგენეს ბიბლიოეთეკა” 2013 წელსაც აგრძელებს ჩვენს განებივრებას სასიამოვნო სიახლეებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი თითქმის ერთი წელია არსებობს და გარკვეულწილად განსაკუთებული წიგნების “გარანტადაც” არის ქცეული, ყოველი მომდევნო წიგნი მაინც მოულოდნელად “გემრიელი” აღმოჩნდება ხოლმე… თუმცა სჯობს თვითონ შეაფასოთ, მე კი ტრადიციულად ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ:

ჯონ ფაულზის “კოლექციონერი” – ოდესმე შეგიგროვებიათ პეპლების კოლექცია? თუ შეგიგროვებიათ, იცით, რომ თქვენი კოლექცია შეიძლება უცებ “გაცოცხლდეს”? ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ მოგბეზრდეთ პეპლები და საპირისპირო სქესის ლამაზ “ნიმუშებზე” გადახვიდეთ… მერე რა, თუ არც გაბოროტებული მანიაკი ხართ და არც სისხლისმსმელი ვამპირი… შეიძლება ერთი შეხედვით პატარა ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ თქვენი ისტორია შოკისმომგვრელი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ აქ არც სისხლის მდინარეები იქნება და არც აღვირახსნილი ორგიები… არ გჯერათ? მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ჯონ ფაულზს და წიგნის დასრულებასთან ერთად პეპლების კოლექციას სამუდამოდ დაივიწყებთ… ხომ არ გინდათ, რომ “ურჩხულისა და მზეთუნახავის” თანამედროვე ვერსიაში აღმოჩნდეთ?! კოლექციონირება ანტიცხოვრებაა, ანტიხელოვნებაა, ანტიყველაფერია, ამიტომ ქილაში (ოთახში) ჩამწყვდეული პეპლის (ქალის) სიყვარული ავადმყოფობაა და მეტი არაფერი… ეს ავადმყოფობა მსხვერპლსაც ედება და პეპელა კედლებს ეხეთქება… ამიტომ დაანებეთ თავი კოლექციონერობას და ნამდვილი ცხოვრებით იცხოვრეთ…auster-and-coetzee

პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს “აქ და ახლა” – “კოლექციონერისგან” განსხვავებით, ამ წიგნზე არაფერი მსმენოდა, რადგან ის ჩემთვის ხელმისაწვდომ უცხო ენებზე უბრალოდ არ არსებობს… სიმართლე გითხრათ, non-fiction მაინცდამაინც არც მხიბლავს, თუმცა უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის მიმოწერის შემდეგ  პოლ ოსტერისა და ჯ.მ. კუტზეეს წერილებში რომ არ “ჩამეყო ცხვირი”, არ შეიძლებოდა (ვიცი, რომ უზრდელობაა, მაგრამ ორიგინალზე ადრე ჩვენ ვკითხულობთ და აბა როგორ ამევლო გვერდი 🙂 ). თურმე პოლი და ჯონი 2008 წლამდე ერთმანეთს არც კი იცნობდნენ (პირადად, რა თქმა უნდა… აბა “ლიტერატურულად” მათ ყველა იცნობს), თუმცა გაცნობიდან 2011 წლამდე მშვენიერი ეპისტოლარული დიალოგი ააწყვეს. რაზე აღარ იმსჯელეს: მეგობრობაზე, სპორტზე, კინოზე, მშობლიურ ენაზე, ლიტერატურასა და ზოგადად ხელოვნებაზე, კაფკასა და საკვებზე, ეკონომიკურ კრიზისზე, საკუთარ რომანებზე, დიდ მწერლებზე, გრიპზე, პოლიტიკაზე, კრიტიკაზე, ტრადიციებზე, მოგზაურობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე… გარდა იმისა, რომ მათთან ერთად ორიოდე დღე სასიამოვნოდ გავატარე, რამდენიმე საინტერესო წიგნი და ფილმიც ჩავინიშნე სამომავლოდ… ასე რომ, თუ პოლსა და ჯონს აფასებთ, წაიკითხეთ – ნამდვილად არ ინანებთ 😉

22 Comments (+add yours?)

  1. mecmikvarkhar
    თებ 19, 2013 @ 00:14:40

    ფაულზის “კოლექციონერი” საოცარი წიგნია, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავის დროზე.
    “კრავთა დუმილის” ავტორს ტომას ჰარის ამ წიგნის გავლენით ყავს შექმნილი თავისი პერსონაჟი, გემახსოვრება ისიც პეპლებს და გოგონებს აგროვებს, რა თქმა უნდა ის გაცილებით ამაზრზენი პერსონაჟია.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      თებ 19, 2013 @ 00:19:53

      კოლექციონერი სადღაც შემეცოდა კიდეც… ლექტერისგან განსხვავებით…

      Like

      პასუხი

      • mecmikvarkhar
        თებ 19, 2013 @ 00:24:22

        ლექტერი არა, იცი რომელი, აი რომლის პოვნაშიც ეხმარება ჯოდი ფოსტერის პერსონაჟს, თუ გახსოვს სახლში, რომ შევლენ და პეპლებითაა სავსე

        Like

        პასუხი

    • Kejeradze
      თებ 19, 2013 @ 00:32:06

      ფილმი გამახსენდა – მგონი, ბუფალო ბილი ერქვა… თავის დროზე ზიუსკინდის გრენუის მივამსგავსე…

      Like

      პასუხი

  2. მოლი ბლუმი
    თებ 19, 2013 @ 00:14:52

    გემრიელზე გემრიელი პროზა ❤

    Like

    პასუხი

  3. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა « კეჟერაძის ბლოგი
  4. tami
    თებ 19, 2013 @ 10:02:47

    წერილების რა მოგახსენო მაგრამ კოლექციონერი უნდა წავიკითხო, -რაც წასაკითხი მაქვს იმეებს რომ დავამთავრებ,- მერე.

    Like

    პასუხი

  5. rockermeloman
    თებ 19, 2013 @ 12:07:55

    კოლექციონერით ძალიან დამაინტერესე… სასწრაფოდ მჭირდება

    Like

    პასუხი

  6. მალხაზ ხარბედია
    მაისი 28, 2013 @ 15:38:17

    სალამი კეჟერაძე, ფაულზზე სალაპარაკოდ მინდა მოგიწვიო ჩემს გადაცემაში, ზეგ, რადიო თავისუფლებაზე 🙂 გთხოვ შემეხმიანო ფაცეზე, მადლობა წინასწარ.

    Like

    პასუხი

  7. Kejeradze
    ივნ 02, 2013 @ 19:08:49

    რატომღაც wordpress-მა თქვენი კომენტარი სპამად აღიქვა და მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე… თუმცა უკვე გესაუბრეთ და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ მოწვევის მიღებას, მაინც დიდი მადლობა 🙂

    Like

    პასუხი

  8. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა | კეჟერაძის ბლოგი
  9. Trackback: ზაფხულის ოთხი მოგზაურობა (ნაწილი I) | კეჟერაძის ბლოგი
  10. rockermeloman
    აგვისტო 28, 2013 @ 09:58:14

    აი წავიკითხე კოლექციონერი და გულმა აქეთ გამომიწია.
    მართლა კარგი წიგნი აღმოჩნდა, ტყუილად არ დავინტერესებულვარ ე.ი. ის კი არა პოსტსაც ვწერ ახლა.
    მადლობა ასეთი ბლოგი რომ გაქვს ^_^

    Like

    პასუხი

  11. tata
    მაისი 10, 2014 @ 17:37:32

    აუუ ხალხოო ფაულზის კოლექციონერი ფილმი მინდა თუ არიის წიგნი მაქვს წაკითხული ტუ ვინმემ იციტ ფბ–ზე დამიმატეთ და იქ მომწერეთ გტხოოვთ ასე ვარ თათა ზოზიაშვილი

    Like

    პასუხი

  12. Trackback: ზამთრის მოგზაურობები | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი