ბიოგრაფიული გაზაფხული

178348_366255286762888_134789515_o

ჯონ მაქსველ კუტზეეს “პეტერბურგის ოსტატი” – ჯონ მაქსველ კუტზეე ჩვენთვის “ახლობელია”. უკვე ისიც იცით, რომ დოსტოევსკი ჩემი ფავორიტი მწერალია. ამ ორი ადამიანის “ტანდემს”, რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით “შევერკინე”. მთლად ისეთი არ აღმოჩნდა, მე რომ მინდოდა, მაგრამ შემოდგომის პეტერბურგში მოგზაურობა მაინც საინტერესო  გამოვიდა… 1869 წელს გერის სიკვდილის შემდეგ (სინამდვილეში პაველ ისაევი 31 წლის შემდეგ გარდაიცვალა და რევოლუციონერებთანაც არ ჰქონია კავშირი) ფიოდორი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, რასკოლნიკოვივით ღარიბულ ოთახში სახლდება და გამომძიებელთან აღმოჩნდება, მიშკინივით ეპილეფსიის შეტევას ელის, სტავროგინივით ებრძვის “ეშმაკებს” საკუთარ თავში, ხვდება რევოლუციონერ ნეჩაევს (ვერხოვენსკის), ტვერში მარია ლებიადკინაც ცხოვრობს… მოკლედ, უიმედო სიბნელეა ფიოდორის სულში… პეტერბურგშიც… რუსეთშიც…

ანრი ტრუაიას “ნიკოლაი გოგოლი” – ანრი ტრუაიას ბიოგრაფიები რომ საუკეთესოდ გამოსდის, უკვე დავრწმუნდი, თუმცა ამ კონკრეტული წიგნისადმი გადაჭარბებული მოლოდინი მქონდა, რადგან ფიოდორის შემდეგ ჩემს რუსულენოვან ფავორიტებს შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი გოგოლს უჭირავს…… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საინტერესო არ იყო – როგორ არ უნდა იყოს საინტერესო საყვარელი მწერლის ბავშვობა, ლიტერატურულ კარიერაში პირველი ნაბიჯები, სიხარული და იმედგაცრუებები, შედევრთა დაბადება, მოგზაურობები ევროპასა და წმინდა მიწაზე, მეგობრული ურთიერთობები პუშკინსა და სხვა ცნობილ პიროვნებებთან, რთული ხასიათი, რწმენა და ბოლოს მთავარი საიდუმლო მის ცხოვრებაში – “მკვდარი სულების” მეორე ნაწილის დაწვის ისტორია…  თუ გიყვართ გოგოლი, ეს უნდა წაიკითხოთ.

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს “დიეგო და ფრიდა” – დიეგო რივერა სპილოს ჰგავდა, ფრიდა კალო – მტრედს, მაგრამ მათ ორი რამ აკავშირებდათ – უდიდესი შემოქმედება და უდიდესი სიყვარული… ლეკლეზიო დიეგოს უფრო მეტ ადგილს უთმობს, მაგრამ ჩემთვის ფრიდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პიროვნებაა. გარდა იმისა, რომ მისი ნამუშევრები გამორჩეულად მიყვარს, მისი ცხოვრებაც განსაკუთრებით საყურადღებო მგონია. თუ ამ წიგნს წაიკითხავთ ან მის ბიოგრაფიას გაეცნობით, ვერც თქვენ დარჩებით გულგრილნი ფრიდა კალოს – არა როგორც მხატვრის, არამედ როგორც ადამიანის – მიმართ. მიუხედავად აუტანელი ფიზიკური ტკივილისა და არანაკლებ აუტანელი მარტოობისა (დიეგოს გვერდითაც კი), მან მაინც იპოვა საკუთარ თავში ცხოვრების გასაგრძელებლად აუცილებელი ძალა. მისი განცდები მხოლოდ ნახატებში აისახა… ფრიდასნაირი ძლიერი ქალები ალბათ იშვიათად თუ არსებობენ… ამიტომ თუ უცხო ენებზე კითხულობთ, “მიმართეთ” ლეკლეზიოს, ან სხვაგვარად გაიცანით ფრიდა კალო, თუნდაც მისი შემოქმედება არ გხიბლავდეთ…

ირვინგ სტოუნის “წყურვილი სიცოცხლისა” – გენიოსები არ ხდებიან, გენიოსებად იბადებიან… ვინსენტ ვან გოგი მაშინაც გენიოსი გახლდათ, როცა სხვების სრულიად ჩვეულებრივ ნახატებს ყიდდა, მეშახტეებს ეხმარებოდა და ღვთის სიტყვას ქადაგებდა… მაშინაც, როცა არ ნებდებოდა და ხატავდა, ხატავდა ბოლომდე, ბოლო წუთამდე, ხატავდა მიუხედავად შიმშილისა, დამცირებისა, სიგიჟისა… ხატავდა გოგენთან, სეზანთან და სხვა გენიოსებთან ერთად, მაგრამ მათ არ ჰგავდა… ხატავდა შედევრებს, რომლებიც მის სიცოცხლეში არ გაყიდულა… ხატავდა საკუთარი და სხვისი ტანჯვის ფასად… ვინსენტ ვან გოგი დღესაც გენიოსია – ის არ მომკვდარა და არც არასდროს მოკვდება. არა იმიტომ, რომ დღეს მისი ოდესღაც დაწუნებული ნახატები მილიონები ღირს, არამედ იმიტომ, რომ საკმარისია ნახოთ მისი თუნდაც ერთი ნახატი და ვეღარასდროს დაივიწყებთ ცხელ პროვანსულ მზეს, ძლიერ, დაუოკებელ წყურვილს სიცოცხლისა…

ლიონ ფოიხტვანგერის “გოია” – ფრანსისკო გოია ჩემს ფავორიტ მხატვრებს არ მიეკუთვნება ( უბრალოდ რომანტიზმი და რეალიზმი არ მიზიდავს), თუმცა დიდი შემოქმედის ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა… მით უფრო, რომ ფოიხტვანგერი მხოლოდ დონ ფრანსისკოს ცხოვრების ეპიზოდებს კი არ გვიამბობს, მაშინდელი ესპანეთის ისტორიასაც უღრმავდება. სწორედ ისტორიის ინტრიგებში მიიკვლევს გზას უკვე წარმატებული მხატვარი და “შიშველი მახაც” მხოლოდ ხელოვნების ნაწილი არ არის – მასზე გამოსახული ქალი დონა კაეტანა ალბა ისტორიის ნაწილია… და დონ ფრანჩოს ცხოვრების ნაწილიც…

P.S. რადგან ბოლო დროს ბლოგზე ვიზიტორების მნიშვნელოვანი მატება შევნიშნე და ფეისბუქის გვერდზეც ხშირად მეკითხებიან ამა თუ იმ წიგნის შესახებ, ამიტომ ამიერიდან პოსტის ბოლოს იმასაც გეტყვით, თუ როგორ უნდა მოიძიოთ ხსენებული წიგნები (თუ ხელმისაწვდომია ჩვეულებრივ მაღაზიებში) 🙂

  • ჯერჯერობით თარგმანი არ არსებობს
  • ჯერჯერობით თარგმანი არ არსებობს
  • ჯერჯერობით თარგმანი არ არსებობს
  • საქართველოს მაცნე (სერია “ოქროს ბიბლიოთეკა”); ფასი: 14.00
  • საქართველოს მაცნე (სერია “ოქროს ბიბლიოთეკა”); ფასი: 14.00
Advertisements

11 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    May 15, 2013 @ 16:38:10

    გოია რუსულად მქონდა მე. ნეტარი სტუდენტობის ჟამს. გემრიელად დამამახსოვრდა 🙂

    Like

    Reply

  2. tami
    May 15, 2013 @ 19:27:38

    კიდევ ერთხელ უნდა ვაღიარო, რომ არცერთი, არ წამიკითხავს.

    Like

    Reply

  3. rockermeloman
    May 15, 2013 @ 21:03:41

    მე ქართულად მაქვს გოია 🙂
    წყურვილი სიცოცხლისა კიდევ თავის დროზეც ძალიან მომეწონა და ახლახანს, თვალი რომ გადავავლე ისევ კარგი იყო 🙂
    პეტერბურგის ოსტატმა დამაინტერესა ❤

    Like

    Reply

  4. rusa111
    May 19, 2013 @ 12:20:30

    კუტზეეს პეტერბურგი მეც ძალიან მაინტერესებს და ჯერ მანდამდე ვერ მივედი.

    ფოიხტვანგეერის გოია მეც მქონდა, რუსულიც და გერმანულიც…

    “წყურვილი სიცოცხლისა” ხომ ჩემი ახალგაზრდობის სიხარული იყო. გაიხარე!..

    Like

    Reply

  5. ☮ ლა მაგა რაიუელა ☮
    Mar 26, 2014 @ 00:35:09

    არადა, მეგონა კლეზიოსი ბევრი რამ მქონდა წაკითხული,…)))
    მოკლედ, ამასაც მივამატებ ბარემ.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 26, 2014 @ 15:56:06

      ეს სხვანაირია 🙂 ბიოგრაფია მაინც გემოვნების და განწყობის ამბავია 🙂

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: