ჯულიანი, ბორისი და აბო – სამი ამბავი “დიოგენესგან”

ჯულიან ბარნსი ჩვენი ძველი ნაცნობია. მისი “ფლობერის თუთიყუში” ალბათ წაგიკითხავთ ან მასზე გსმენიათ მაინც. “დასასრულის განცდა” კი სულ სხვანაირი წიგნია (ჩემი მოკრძალებული აზრით, უკეთესი). ეს არის ამბავი დროზე, რომელიც სულ იცვლება და ცხოვრებასაც ცვლის. ტონი უებსტერის მსგავსად, შეიძლება გვეგონოს, რომ წარსული აღარასდროს დაბრუნდება და ოდესღაც საუკეთესო მეგობრები ან ყოფილი შეყვარებული სამუდამოდ წავიდნენ, მაგრამ დრო თავისას მაინც გააკეთებს. დასასრულის განცდა მაინც მოვა და ორმოცი წლის შემდეგაც მოახერხებს ყველაფრის თავდაყირა დაყენებას. სიმართლე არ დაიმალება და ერთი უბრალო წერილიდან შოკისმომგვრელი რეალობა “ამოხტება”…

აბო იაშაღაშვილს კი პირველად შევხვდი. “ოსმალური მარში” მისი სადებიუტო რომანია და რა გასაკვირია, რომ დიდი მოცულობით არ გამოირჩევა და მარი ბექაურის რადიო-ანოტაციისა არ იყოს, შიგადაშიგ აკა მორჩილაძის ხელწერაც შეიმჩნევა. თუმცა ეს წიგნს არ აკნინებს. ძნელია, პირველად დაწერო ნაწარმოები და ისიც იდეალური გამოგივიდეს (აკა რომ ჰგავს, სადღაც ალბათ ღირსებაცაა). საინტერსო კი ნამდვილად გამოვიდა – ერთი ამოსუნთქვით მივსდიე ტიფლისის ქუჩებში ათას ფათერაკს გადაყრილ გმირებს – შაჰის პირველ ცოლს, კანცელარისტ ვახვახოვს, კომპოზიტორ ჩაიკოვსკისა და მის ძმას, აშუღებსა და ჯაშუშ მუსტაფას აყოლილ ავაზაკებს… ეთნო-რომანები რომ მიყვარს, მოგეხსენებათ და საფათერაკოც თუა, ხომ მით უკეთესი. ამიტომ ვაპატიებ მწერალს ოდნავ “გაუშლელ” ეპიზოდებს და მის შემდეგ ნამუშევარს დაველოდები 🙂

ჩემთვის სიახლეა ბორის ვიანიც. მის რამდენიმე ნაწარმოებს დიდი ხანია “ვუტრიალებ” და აი, “გულსაგლეჯს” მივადექი. ეს ერთი დიდი სიურეალიზმია – სოფელში ცხოველებს აწამებენ, მოხუცებს აუქციონზე ყიდიან, ბავშვებს, რბილად რომ ვთქვათ, “უცნაურად” ზრდიან, მღვდლის ქადაგებას არავინ უსმენს და თუ ვინმე მაინც დაუგდებს ყურს სინდისის ხმას, სამუდამო სასჯელი ელის – წითელი ნაკადულიდან კბილებით ლეში უნდა ამოიღოს… მოკლედ, “კაფკასეული” წიგნია – გულსაგლეჯი წიგნი…

P.S. თუ დაინტერესდით, “დიოგენეს” მიმართეთ. მათ რამდენიმე სიახლეზე კი მოგვიანებით ვისაუბრებთ.

P.P.S. სულ ბოლოს “ოსმალურ მარშსაც” მოვუსმინოთ 🙂

 

12 Comments (+add yours?)

  1. სანდრო
    May 06, 2014 @ 22:51:13

    ჯულიან ბარნსი ძალიან მაინტერესებს :)) სიახლეებს სპეციალურ კატალოგში გავეცანი და შენს მკითხველს დავაინტრიგებ, რომ ძალიან ბევრი და საინტერესო სიახლე გველის :))

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 07, 2014 @ 13:31:08

      “დიოგენე” რაღა “დიოგენე” იქნება, საფესტივალოდ სიახლეების გარეშე რომ დაგვტოვოს 🙂

      Like

      Reply

  2. rockermeloman
    May 07, 2014 @ 10:31:44

    ამას წინათ ლექტორმა ახსენა ვიანის ეს გამოცემა და ასეთი კარგი თარგმანი არც ერთ ენაზე არ აქვთო, ორიგინალსაც კი ჯობს მგონიო :)))) დავინტრიგდი :3

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 07, 2014 @ 13:35:17

      ფრანგული ისე დამავიწყდა, ვიანს კი არა, წითელქუდასაც ვეღარ წავიკითხავ :))) მაგრამ “დიოგენეს” თარგმანებს ვენდობი… ლექტორს ხომ მით უმეტეს – ეტყობა, მაღლიველებივით მოსაწყენი არ უნდა იყოს :)))

      Like

      Reply

      • rockermeloman
        May 07, 2014 @ 20:59:27

        სხვებისთვის არ ვიცი როგორაა და მე თავი სამოთხეში მგონია, ლათინურის ლექტორი ვიანზე რომ მელაპარაკება :დ იმის წინა ლექციაზე ფრანსუა ვიიონზე გვიყვებოდა რამერუმეებს ^_^ მაგარი ქალია ❤

        Like

        Reply

  3. მოლი ბლუმი
    May 07, 2014 @ 22:52:27

    ოსმალური მარში ისე ჰგავს აკას, აბო იაშაღაშვილი გიოს მორიგი ფსევდონიმი მეგონა 🙂

    ისე, მგონი, მართლა ფსევდონიმია – მკვეთრად ტიფლისური გვარი და სახელი აბო 🙂 ოღონდ ვისი – ეს არის გასარკვევი 🙂

    გულსაგლეჯისთვის ნერვები როგორ გეყო 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 07, 2014 @ 23:08:34

      თავიდან მეც გამკრა ამ აზრმა, მაგრამ რომ დავფიქრდი, აკა ასე მოკლედ ვერ დაწერდა 🙂

      ფსევდონიმი ნამდვილად არის, მაგრამ ვისი… ცნობიმოსმოყვარეობა სერიოზულად მიტევს 🙂

      რკინის ნერვები მაქვს. ასეთი პატარა წიგნი რას დამაკლებდა 🙂

      Like

      Reply

  4. ლა მაგა რაიუელა
    May 09, 2014 @ 21:11:20

    საოცარი ბორის ვიიანი .

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 09, 2014 @ 21:25:18

      ერთი წიგნით მსჯელობა არ მიყვარს, მაგრამ მგონი გეთანხმები 🙂

      Liked by 1 person

      Reply

      • ლა მაგა რაიუელა
        May 09, 2014 @ 21:31:41

        “დღეთა ქაფი” წავიკითხე ადრე და არ ვიცი მაშინ რა დამემართა. შიში, გაოცება, სიცილი, სევდა–ყველაფერი ერთად გიპყრობს და ამაზე მეტ სიურეალიზმს ამ ერთი მწერლისგან ამ ერთი წიგნით არ ველოდი…ოდესმე დავწერე მასზე ძალიან ბევრს…ბერსტ იქნება ერთგვარი ჩემთვის )))

        Like

        Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: