ეს რომ მოხდარიყო…

shop_product_image_136154ბედისწერის გჯერათ? მე მჯერა და მგონია, რომ თითოეული ქმედება და, შესაბამისად, ცალკეული ადამიანების, ქვეყნებისა და ზოგადად მსოფლიოს ბედიც წინასწარაა განსაზღვრული… თუმცა ლიტერატურა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და წარმოვიდგინოთ ის, რაც არ მომხდარა, მაგრამ რომ არა ბედისწერის უხილავი ხელი, შეიძლებოდა მომხდარიყო…

პირველ რიგში ფილიპ დიკის დაშვებაზე დავფიქრდეთ. რა მოხდებოდა, მეორე მსოფლიო ომი გერმანიასა და იაპონიას რომ მოეგოთ? ბევრი ქართველიც ხომ ფიქრობდა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა (მეც მათ დავეთანხმებოდი, რომ არა გერმანიის ნაცისტური პოლიტიკა და თავად ჰიტლერი)… მისტერ ფილიპის ალტერნატიულ რეალობაში ასეც ხდება და ამერიკა ისევ მონობის მორევში ეფლობა. სამყაროს მბრძანებლები ნაცისტები გამხდარან და მსოფლიო იაპონიასთან გაუნაწილებიათ, თავად ფიურერი კი დაბერებულა და მისი თანამდებობა ბორმანს დაუკავებია (არც ისე დიდი ხნით)… სწორედ ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება წიგნის გმირებს… მათთან ერთად ჩვენც… მერწმუნეთ, გამარჯვებული ნაციზმის პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია – ბევრად უფრო რთული, ვიდრე საომარ მდგომარეობაში მყოფი გერმანიის ტერიტორიაზე… რთულია იყო ებრაელი და გარეგნობას იცვლიდე; ებრაელის ყოფილი ცოლობის ტვირთი ატარო; იაპონელებს ფეხქვეშ გაეგო მაშინ, როცა ოდესღაც დიადი ამერიკის შვილი ხარ; რაიხის ან იაპონიის “სრულუფლებიანი” წარმომადგენელი იყო დაპყრობილ ტერიტორიაზე; საიდუმლოდ დარჩენის მიზნით შვედად “გარდაიქმნა” მაშინ, როცა შვედური ძლივს გესმის… არც მაღალ კოშკში გამოკეტილი მწერლის სახელის ტარებაა ადვილი. მით უფრო მაშინ, როდესაც ყველა სხვა გმირი შენს “ალტერნატიულ” ისტორიას კითხულობს და ვერც კი ხვდება სად არის რეალობა და სად გამონაგონი… ბოლო-ბოლო ვინ გაიმარჯვა – მოკავშირეებმა, როგორც ეს აბენდსენის წიგნში წერია, თუ ფაშისტებმა, როგორც დიკმა დაუშვა? ამ კითხვაზე პასუხს ალბათ სამკითხაო წიგნიც კი ვერ გაგვცემს…

სულ სხვა რეალობას “გვაჯახებს” ფილიპ როთი. თავისი სეხნიის ფანტაზიასთან 51p3vkiw6vlშედარებით, ის ნაკლებად შემზარავ ალტერნატივას გვთავაზობს, მაგრამ მაინც უმძიმესს… ალბათ გაიფიქრებთ ნაცისტების გამარჯვებაზე უარესი რაღა უნდა იყოსო… უარესი არა, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე იქნებოდა, ამერიკაში ის რომ მომხდარიყო, რაც ფილიპ როთმა დაწერა – 1940 წელს აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტის ნაცვლად ცნობილი მფრინავი ჩარლზ ლინდბერგი რომ გამხდარიყო. მისტერ ჩარლზის პოლიტიკური გემოვნების შესახებ სავარაუდოდ ბევრს სმენია, თუმცა, საბედნიეროდ, ის აქტიურად არ ჩართულა ამ საქმეში (რამდენიმე ვიზიტს თუ არ ჩავთვლით) და ისე არ შეუძულებია ჩვენთვის თავი, როგორც ეს წიგნშია… მაგრამ ვინ იცის რა მოხდებოდა, მას რომ პრეზიდენტობა მოესურვებინა. ალბათ ზუსტად ის, რაც ალტერნატიულ რეალობაში მოხდა – როთები სხვა “დაუმორჩილებელ” ებრაელებთან ერთად ნელ-ნელა იგრძნობდნენ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან წახალისებულ “დაქვეითებას” და მოვლენები ზუსტად ისე განვითარდებოდა, როგორც ეს ტრადიციული დიქტატურის პირობებში ხდება ხოლმე (ოჯახის წევრების დაპირისპირება, მუდმივი თვალთვალი და ა.შ.)… საბოლოოდ იქნებ ამერიკელები გონს მოეგებოდნენ და ისტორია მაინც თავისი გზით წავიდოდა, მაგრამ მანამდე რამდენ შიშსა და დამცირებას გადაიტანდნენ ამერიკელი ებრაელები (რომლებიც სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების, თუნდაც ქართველებისგან განსხვავებით, ახერხებენ საკუთარი წარმომავლობის შენარჩუნებას და ამასთანავე საცხოვრებელი ადგილის “სამშობლოდ გათავისებას”)… ეს ყბადაღებული “ებრაული” პარანოია არასდროს ყოფილა და არც მაშინ იქნებოდა ასე… და ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზეზი ექნებოდა – არასწორი არჩევანი საარჩევნო ყუთთან… მგონი, ღირს დაფიქრებად, არა?

P.S. სამწუხაროდ, ფილიპ როთის ეს ძალიან კარგი წიგნი (ტყუილად ხომ არ მიყვარს ასე მისტერ ფილიპი) ქართულად ჯერ არ უთარგმნიათ. სამაგიეროდ, მაღალ კოშკში გამოკეტილი კაცის ამბავი შეგიძლიათ მოიძიოთ. ეს წიგნი ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ნაწილია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: