იტალიელი ქუჩის ბიჭები

book_56021770d8422[1]გიყვართ ძველი იტალიური ფილმები? ჩემთვის ისინი მაშინდელ (ზოგადად მგონია, რომ ახლა ისეთ დიდებულ ფილმებს იშვიათად იღებენ, თუმცა ეს სხვა თემაა) ჰოლივუდის კინოს არ ჩამოუვარდება. ალბათ ყველა კინომოყვარული იცნობს ფედერიკო ფელინის, ლუკინო ვისკონტის, ვიტორიო დე სიკას, რობერტო როსელინის… და, რა თქმა უნდა, პიერ პაოლო პაზოლინის – “ოიდიპოსის”, “მედეას”, დაუვიწყარი “მამა რომასა” და სხვა შედევრების ავტორს. ისიც ბევრს ეცოდინება, რომ ის მხოლოდ კამერის უკანა მხრიდან არ ქმნიდა ფილმებს – წერდა სცენარებს (მათ შორის, სხვა დიდი რეჟისორების ფილმებისთვის), ლექსებსა და პროზას. და აი, გამომცემლობა “დიოგენემ” მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაგვეცნო მწერალი პიერ პაოლო პაზოლინი და თავად შეგვექმნა წარმოსახვაში ნამდვილი იტალიური ფილმი.

“ქუჩის ბიჭებს” როგორც კი გადაშლით, მართლაც კადრებივით დაინახავთ 1940-50-იანი წლების რომს და ქუჩის ბიჭებით სავსე ქუჩებს, ქალაქში მოსეირნე რიჩეტოს და მის თვალწინ ბინძური მდინარესავით მდორედ მიმავალ ცხოვრებას – დანგრეულ სკოლასა და მის ნანგრევებში მოყოლილ ბავშვებსა და უფროსებს, რომლებსაც სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდათ; ბავშვებს, რომლებიც სიარულთან ერთად ქურდობას იწყებდნენ, ლაპარაკთან ერთად კი – გინებას, რადგან მაშინდელ რომში სხვაგვარად ვერ იცხოვრებდნენ. მერე რა, თუ ზოგჯერ მერცხლის გადარჩენას ეცდებოდნენ, ზოგჯერ დამხრჩვალი ბიჭის სიკვდილს განიცდიდნენ ან უკანასკნელ ლირებს მისცემდნენ ღარიბი ოჯახის მამას. ძირითადი დრო მაინც პატარა ავაზაკებივით უნდა გაეტარებინათ – ეყაჩაღათ, ეცრუათ, ემრუშათ, უფრო პატარებსა და სუსტებს დაუნდობლად მოქცეოდნენ, მრისხანებისგან საკუთარ დედებზეც კი აეწიათ დანა… თუმცა ეს არც არავის უკვირდა – მათი მშობლებიც ხომ ისე იქცეოდნენ, თითქოს მათ ასაკში თავადაც ავაზაკები და მეძავები იყვნენ… არავის უკვირდა ქუჩის ბიჭების არსებობა, რადგან თავად ცხოვრება იყო ასეთი – მათნაირი და მათზე უარესი… ცხოვრებამ გაუქვავა მათ ოდესღაც კეთილი გულები, ცხოვრებამ შექმნა ისინი – იტალიელი ქუჩის ბიჭები…

P.S. ბოლოს მინდა პაზოლინის ერთი ფილმი გირჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად ეხმიანება ამ წიგნს. თუ არ გინახავთ, ნახეთ აკატონეს ისტორია.

Advertisements

4 Comments (+add yours?)

  1. LA MAGA DE RAYUELA
    Nov 13, 2016 @ 22:01:53

    ახლა მინდოდა დამეწერა, ხანდახან ისეთ წიგნებზეც დაწერე ხოლმე, ჩვენც რომ წაკითხული გვექნებათქო :დ
    მაგრამ მივხვდი, ჯობია ისევ იმ წიგნებზე წერო., რომლებიც არ მაქვს წაკითხული 🙂 აი, ასე გადავწყვიტე .

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: